თბილისი:
მანჩესტერი:
12-03-2017, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3271,
კომენტარები: 20
"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
ინგლისის თასის მე-6 რაუნდის მატჩის პრევიუ.
"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "სტემფორდ ბრიჯი", ლონდონი
მონაცემი: ინგლისის თასი, მეოთხედფინალი
თარიღი: ორშაბათი, 13 მარტი, 2017 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკლ ოლივერი
მატჩის დასაწყისი: 23:45, (ჩვენი დროით)

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ჩელსი"

ტრავმირებულები: არავინ
დისკვალიფიკაცია: არავინ
განაცხადი: Courtois, Begovic, Fabregas, Zouma, Alonso, Kante, Hazard, Loftus-Cheek, Moses, Pedro, Costa, Matic, Willian, Batshuayi, Cahill, Terry, Azpilicueta, Chalobah, Luiz, Eduardo, Aina, Ake.

"იუნაიტედთან" სათასო მატჩის წინ ანტონიო კონტეს ტრავმირებულებთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს და მატჩისთვის მთელი შემადგენლობა ემზადება. კაპიტანმა ჯონ ტერიმ "ლურჯების" ბოლო სამ სათასო მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მომდევნო მატჩის სასტარტო შემადგენლობაში მას ადგილი გარანტირებული არ აქვს.


"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: შვაინშტაიგერი
დისკვალიფიკაცია: იბრაჰიმოვიჩი (3 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Romero, O'Hara, Valencia, Jones, Rojo, Smalling, Bailly, Blind, Darmian, Shaw, Young, Carrick, Herrera, Fellaini, Schweinsteiger, Pogba, Mata, Lingard, Mkhitaryan, Martial, Rooney, Rashford.

სათასო მატჩისთვის "იუნაიტედის" შემადგენლობაში უნდა დაბრუნდნენ ევროპა ლიგის მატჩში არ მყოფი რუნი, შოუ და ბაიი. პარტნიორებს ვერ დაეხმარება ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც თავისი 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციის მოხდას იწყებს.


"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ჩელსი"


1-ლი ადგილი, 66 ქულა (პრემიერ ლიგა)

უკანასკნელი 6 შეხვედრა (ყველა ტურნირი: ფ-მ-ფ-მ-მ-მ


"ვესტ ჰემთან" გასვლაზე 1-2 მოგების შემდეგ პრემიერ ლიგაში 66 ქულით პირველ ადგილს იკავებს.

"ჩელსი" ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 10 მატჩში არ დამარცხებულა.

კონტეს ხელმძღვანელობით გუნდმა მხოლოდ ერთი საშინაო მარცხი განიცადა - პრემიერ ლიგის ეგიდით სექტემბერში "ლივერპულთან" მატჩში 1-2 წაგება.

"ჩელსის" შეუძლია, ყველა ტურნირის ჩათვლით "სტემფორდ ბრიჯზე" ზედიზედ მე-13 გამარჯვება მოიპოვოს, რაც რეკორდი იქნება.

ინგლისის თასზე

"ჩელსი" ინგლისის თასის 7-გზის გამარჯვებულია: 1970, 1997, 2000, 2007, 2009, 2010, 2012.

ტურნირის ფინალისტი: 1915, 1967, 1994, 2002.

მიმდინარე გათამაშების მე-3 რაუნდში სახლში "პიტერბორო" დაამარცხეს 4-1, მე-4 რაუნდში ასევე სახლში "ბრენტფორდს" სძლიეს 4-0, ხოლო მე-5 რაუნდში გასვლაზე "ვულვერჰემპტონი" დაამარცხეს 0-2.

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-6 ადგილი, 49 ქულა (პრემიერ ლიგა)

უკანასკნელი 6 მატჩი (ყველა ტურნირი): მ-მ-მ-მ-ფ-ფ


"ბორნმუთთან" სახლში ფრედ 1-1 მატჩის შემდეგ პრემიერ ლიგაში 49 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.

ოქტომბერში "ჩელსისთან" დამარცხების შემდეგ გუნდმა ყველა ტურნირზე 31 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 2-ჯერ წააგო.

ინგლისის თასი

ინგლისის თასის მოქმედ მფლობელებს 12-ჯერ აქვთ მოგებული ტურნირი ("არსენალთან" ერთად საუკეთესო შედეგია). უკანასკნელი წარმატება 2016 წლის მაისით თარიღდება, როცა "უემბლიზე" გამართულ ფინალში "კრისტალ პალასს" სძლიეს ანგარიშით 1-2.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" მეხუთე გუნდი შეიძლება გახდეს, რომელმაც ინგლისის თასი დაიცვა. პირველი ოთხი გუნდი "ნიუკასლი" (1951 და 1952), "ტოტენჰემი" (1961,1962 და 1981,1982), "არსენალი" (2002,2003 და 2014,2015) "ჩელსი" (2009,2010) იყვნენ.

ინგლისის თასის 12-გზის მფლობელებს შანსი აქვთ, ისტორიაში მეექვსე გუნდი გახდნენ, რომელმაც აღნიშნული თასის მოგება დაიცვა.

ტურნირის ფინალში შვიდჯერ დამარცხდნენ, ბოლოს "ჩელსის" წინააღმდეგ 1-0 ანგარიშით, 2007 წელს.

მიმდინარე გათამაშების მესამე რაუნდში საკუთარ მოედანზე "რედინგი" 4-0 გაანადგურეს, მე-4 რაუნდში ანალოგიური ანგარიშით სძლიეს "უიგანს", ხოლო მეხუთე რაუნდში "ბლექბერნი" დაამარცხეს გასვლა 1-2.

მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ჩელსი"


წამყვანი ბომბარდირი: კოშტა - 18 გოლი (17 ლიგაში)

პედრომ ინგლისის თასის მიმდინარე გათამაშებაში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. პრემიერ ლიგის პირველ წრეში "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ჩელსის" შორის გამართულ შეხვედრაში მან ასევე გაიტანა გოლი შეხვედრის 30-ე წამზე.

"ჩელსის" ამჟამინდელი მწვრთნელი ანტონიო კონტე სამჯერ გავიდა იტალიის თასის მეოთხედფინალში "იუვენტუსთან" ერთად, მაგრამ ტიტული არცერთხელ არ მოუგია - 2011/12 წლების ფინალში დამარცხდა, 2012/13 წლების ნახევარფინალში და 2013/14 წლების მეოთხედფინალში.

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: იბრაჰიმოვიჩი - 26 გოლი (15 ლიგაში)

ინგლისის თასის მიმდინარე გათამაშებაში "იუნაიტედის" რვა სხვადასხვა ფეხბურთელმა გამოიჩინა თავი, მაგრამ მხოლოდ მარკუს რეშფორდს აქვს გატანილი 1-ზე მეტი გოლი (3).

"იუნაიტედის" მაისურით ინგლისის თასზე ჩატარებულ 6 შეხვედრაში რეშფორდს სულ 4 გოლი აქვს გატანილი.

უეინ რუნი "იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდირია ინგლისის თასზე გატანილი გოლების რაოდენობით - 22 გოლი.

"წითლების" ამჟამინდელი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშებს. აქამდე პორტუგალიელმა თავისი ყოფილი გუნდების წინააღმდეგ 6 მატჩი ჩაატარა და 4 მოიგო, 2-ში კი დამარცხდა, მათ შორისაა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის პირველ წრეში "სტემფორდ ბრიჯზე" განცდილი გამანადგურებელი მარცხი ანგარიშით 4-0.

ბოლოს ჟოზე მოურინიო ინგლისის თასის ფინალში 2006/07 წლების სეზონში გავიდა, სადაც მისმა მაშინდელმა "ჩელსიმ" მისი ამჟამინდელი კლუბი, "მანჩესტერ იუნაიტედი" 1-0 დაამარცხა.

თუ მოედანზე ხუან მატა გავა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

თუ მოედანზე პოლ პოგბა გავა, თავისი ყოფილი მწვრთნელის გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს 175-ჯერ შეხვდნენ. "ჩელსი" 50 მატჩი მოიგო, "იუნაიტედმა" 72, ხოლო 53 ფრედ დასრულდა.

"ჩელსი" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 11 მატჩში არ მარცხდება (6 მოგება, 5 დრე), ბოლოს კი მასთან 2012 წლის ოქტომბერში წააგო ანგარიშით 3-2.

"იუნაიტედმა" "სტემფორდ ბრიჯზე" ჩატარებულ ბოლო 19 მატჩში 2 მატჩი მოიგო.

"წითელმა ეშმაკებმა" "ჩელსის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 9 მატჩში 3 გოლი გაიტანეს და ამ შეხვედრებში ერთზე მეტი გოლი არასდროს გაუტანიათ.

ინგლისის თასზე


ინგლისის თასზე გუნდები ერთმანეთს 13 მატჩში შეხვდნენ. 3 შეხვედრა "ჩელსიმ" მოიგო, 8 მატჩი "იუნაიტედის" გამარჯვებით დასრულდა, ხოლო 2 - ფრედ.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის თასზე "ჩელსის" წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო 9 მატჩიდან 7 მოიგო, მაგრამ წააგო ბოლო 2 (2007 წლის ფინალი და მე-6 რაუნდის მატჩი 2013 წელს).


გუნდების ბოლო შეხვედრა პრემეირ ლიგაში


"ჩელსი" 4-0 "მანჩესტერ იუნაიტედი"

თარიღი: 23 ოქტომბერი, 2016 წელი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
გოლები "ჩელსის" რიგებში: პედრო 1', კეჰილი 21', აზარი 62', კანტე 71'.

გუნდების ბოლო შეხვედრა ინგლისის თასზე


"ჩელსი" 1-0 "მანჩესტერ იუნაიტედი"

ინგლისის თასის მე-6 რაუნდი.

თარიღი: 1 აპრილი, 2013 წელი.
გოლები "ჩელსის" რიგებში: დემბა ბა 49'


მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა მაიკლ ოლივერმა ყველა ტურნირზე 31 მატჩი განსაჯა, 94 ყვითელი და 2 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: სტიუარტ ბარტი, ჯეკ კოლინი
სათადარიგო არბიტრი: მაიკ ჯონსი
მატჩის წინ
20 კომენტარი
№1
ავტორი: Lady in red
12 მარტი 2017 13:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
რთული მატჩი იქნება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია თუ მომენტებს შექმნიან და მერე გამოიყენებენ. ბევრია დამოკიდებული თითოეულ ფეხფურთელზე, დაცვის ხაზი ბოლო თამაშებია ურევს და იმედი მაქვს გამოსწორდება ეგ პრობლემა. აქ ექსპერიმენტები და რაღაც ფოკუსების მოგონება უკვე სისულელეა. უნდა აირჩიოს ტაქტიკა და ითამაშოს გუნდმა. ითამაშოს და არა დაცვაში ჩადგეს. რთულია წინასწარ რამის თქმა, მაგრამ მჯერა ჩვენი ბიჭების.
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
12 მარტი 2017 13:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რა თქმა უნდა ძლიერი შემადგენლობა გავა, როგორც მოუმ თქვა და ყველაფერი უნდა გააკეთონ მოსაგებად
0
№3
ავტორი: ikeoni
12 მარტი 2017 13:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Midi joze unda movigot xval...dzalian didi motivacia iqneba gundistvis xvalindeli gamarjveba
0
№4
ავტორი: ROI
12 მარტი 2017 14:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
მხოლოდ წარმატებააააააა:*
0
№5
ავტორი: nugo-nugo
12 მარტი 2017 15:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
ბოლო დროს გვიჭირს ძალიან ჩელსის დამარცხება,მაგრამ ეს თამაში უნდა მოვიგოთ ის 4;0 არ უნდა ვაპატიოთ(ნუ ხვალ გამანადგურებელი ანგარიშით ვერ მოვიგებთ მაგის შანის არაა)მაგრამ ანგარიშს არ აქვს მნიშვნელობა უნდა მოვიგოთ.ძლიერი გუნდით უნდა გავიდეთ,მოგება მოგება და მხოლოდ მოგება. am
0
№6
ავტორი: gela-manutd
12 მარტი 2017 15:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ძაან რთული თამაში გველის
0
№7
ავტორი: LASHQARA
12 მარტი 2017 15:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ჟოზე ეს თამაში შენ ნამუსზე იყოს 4-0 მერე საკადრისი შეხვედრა უნდა მოუწყოთ, ცუდია რომ სახლში არ ვართ, მაგრამ შეგვიძლია ისე ვითამაშოთ სტუმრად როგორც მასპინძლებმა love am
0
№8
ავტორი: JuanMata
12 მარტი 2017 15:55
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
საინტერესოა ისე იბრას გარეშე შეტევის თამაში, დიდი დანაკლისია, მაგრამ ახლა შეტევა შეიძლება უფრო მრავალფეროვანი გახდეს, ერთ კაცზე აღარ იქნება აწყობილი.

მანჩესტერი შეუტევს ალბათ თავიდანვე, მაგრამ ძაანაც არ უნდა გაერთონ შეტევაში, ჩელსი თავისით თმობს ინიციატივას, რომ მერე კონტრშეტევებზე წამოვიდეს, ჩემი აზრით ჩელსი დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა კონტრაზე თამაშში.

არაა გამორიცხული მოუმ თამაში ჩაკეტოს და შეტევაზე დიდი აქცენტი არ გააკეთოს.

ცენტრში კერიკი ან ფელაინი აუცილებლად იქნება ერერასთან ერთად, პოგბა ალბათ 10-იანზე,

აი დაცვაში გაგვიჭირდება, სისწრაფე და აგრესია გვჭირდება.

მოკლედ შეუძლებელი არაფერია, მოგება შეგვიძლია, რაც მთავარია ამ მატჩში ფრე ვერ იქნება wink
0
№9
ავტორი: Alexander
12 მარტი 2017 16:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
შეცდომა ავტორიზაციისას!

ყურადღება, თქვენ ჩართეთ ავტომატური ბლოკირება IP მისამართის ანუ თქვენი ანგარიშისა, ამ ქსელიდან თქვენს ანგარიშზე წვდომა აკრძალულია.

ეს რრათემაა ხოარიცით ვინმემ ამას მიწერს ჩემს ექაუნთზე შესვლისას areyoukiddingme
0
№10
ავტორი: Gamkrelidze
12 მარტი 2017 16:44
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ამოვიდა ყელში ამდენი წაგებები და ფრეები ჩელსთან! ვიგებთ ამ თამააშს am
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top