თბილისი:
მანჩესტერი:
12-03-2017, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3286,
კომენტარები: 20
"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
ინგლისის თასის მე-6 რაუნდის მატჩის პრევიუ.
"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "სტემფორდ ბრიჯი", ლონდონი
მონაცემი: ინგლისის თასი, მეოთხედფინალი
თარიღი: ორშაბათი, 13 მარტი, 2017 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკლ ოლივერი
მატჩის დასაწყისი: 23:45, (ჩვენი დროით)

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ჩელსი"

ტრავმირებულები: არავინ
დისკვალიფიკაცია: არავინ
განაცხადი: Courtois, Begovic, Fabregas, Zouma, Alonso, Kante, Hazard, Loftus-Cheek, Moses, Pedro, Costa, Matic, Willian, Batshuayi, Cahill, Terry, Azpilicueta, Chalobah, Luiz, Eduardo, Aina, Ake.

"იუნაიტედთან" სათასო მატჩის წინ ანტონიო კონტეს ტრავმირებულებთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს და მატჩისთვის მთელი შემადგენლობა ემზადება. კაპიტანმა ჯონ ტერიმ "ლურჯების" ბოლო სამ სათასო მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მომდევნო მატჩის სასტარტო შემადგენლობაში მას ადგილი გარანტირებული არ აქვს.


"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: შვაინშტაიგერი
დისკვალიფიკაცია: იბრაჰიმოვიჩი (3 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Romero, O'Hara, Valencia, Jones, Rojo, Smalling, Bailly, Blind, Darmian, Shaw, Young, Carrick, Herrera, Fellaini, Schweinsteiger, Pogba, Mata, Lingard, Mkhitaryan, Martial, Rooney, Rashford.

სათასო მატჩისთვის "იუნაიტედის" შემადგენლობაში უნდა დაბრუნდნენ ევროპა ლიგის მატჩში არ მყოფი რუნი, შოუ და ბაიი. პარტნიორებს ვერ დაეხმარება ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც თავისი 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციის მოხდას იწყებს.


"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ჩელსი"


1-ლი ადგილი, 66 ქულა (პრემიერ ლიგა)

უკანასკნელი 6 შეხვედრა (ყველა ტურნირი: ფ-მ-ფ-მ-მ-მ


"ვესტ ჰემთან" გასვლაზე 1-2 მოგების შემდეგ პრემიერ ლიგაში 66 ქულით პირველ ადგილს იკავებს.

"ჩელსი" ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 10 მატჩში არ დამარცხებულა.

კონტეს ხელმძღვანელობით გუნდმა მხოლოდ ერთი საშინაო მარცხი განიცადა - პრემიერ ლიგის ეგიდით სექტემბერში "ლივერპულთან" მატჩში 1-2 წაგება.

"ჩელსის" შეუძლია, ყველა ტურნირის ჩათვლით "სტემფორდ ბრიჯზე" ზედიზედ მე-13 გამარჯვება მოიპოვოს, რაც რეკორდი იქნება.

ინგლისის თასზე

"ჩელსი" ინგლისის თასის 7-გზის გამარჯვებულია: 1970, 1997, 2000, 2007, 2009, 2010, 2012.

ტურნირის ფინალისტი: 1915, 1967, 1994, 2002.

მიმდინარე გათამაშების მე-3 რაუნდში სახლში "პიტერბორო" დაამარცხეს 4-1, მე-4 რაუნდში ასევე სახლში "ბრენტფორდს" სძლიეს 4-0, ხოლო მე-5 რაუნდში გასვლაზე "ვულვერჰემპტონი" დაამარცხეს 0-2.

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-6 ადგილი, 49 ქულა (პრემიერ ლიგა)

უკანასკნელი 6 მატჩი (ყველა ტურნირი): მ-მ-მ-მ-ფ-ფ


"ბორნმუთთან" სახლში ფრედ 1-1 მატჩის შემდეგ პრემიერ ლიგაში 49 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.

ოქტომბერში "ჩელსისთან" დამარცხების შემდეგ გუნდმა ყველა ტურნირზე 31 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 2-ჯერ წააგო.

ინგლისის თასი

ინგლისის თასის მოქმედ მფლობელებს 12-ჯერ აქვთ მოგებული ტურნირი ("არსენალთან" ერთად საუკეთესო შედეგია). უკანასკნელი წარმატება 2016 წლის მაისით თარიღდება, როცა "უემბლიზე" გამართულ ფინალში "კრისტალ პალასს" სძლიეს ანგარიშით 1-2.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" მეხუთე გუნდი შეიძლება გახდეს, რომელმაც ინგლისის თასი დაიცვა. პირველი ოთხი გუნდი "ნიუკასლი" (1951 და 1952), "ტოტენჰემი" (1961,1962 და 1981,1982), "არსენალი" (2002,2003 და 2014,2015) "ჩელსი" (2009,2010) იყვნენ.

ინგლისის თასის 12-გზის მფლობელებს შანსი აქვთ, ისტორიაში მეექვსე გუნდი გახდნენ, რომელმაც აღნიშნული თასის მოგება დაიცვა.

ტურნირის ფინალში შვიდჯერ დამარცხდნენ, ბოლოს "ჩელსის" წინააღმდეგ 1-0 ანგარიშით, 2007 წელს.

მიმდინარე გათამაშების მესამე რაუნდში საკუთარ მოედანზე "რედინგი" 4-0 გაანადგურეს, მე-4 რაუნდში ანალოგიური ანგარიშით სძლიეს "უიგანს", ხოლო მეხუთე რაუნდში "ბლექბერნი" დაამარცხეს გასვლა 1-2.

მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ჩელსი"


წამყვანი ბომბარდირი: კოშტა - 18 გოლი (17 ლიგაში)

პედრომ ინგლისის თასის მიმდინარე გათამაშებაში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. პრემიერ ლიგის პირველ წრეში "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ჩელსის" შორის გამართულ შეხვედრაში მან ასევე გაიტანა გოლი შეხვედრის 30-ე წამზე.

"ჩელსის" ამჟამინდელი მწვრთნელი ანტონიო კონტე სამჯერ გავიდა იტალიის თასის მეოთხედფინალში "იუვენტუსთან" ერთად, მაგრამ ტიტული არცერთხელ არ მოუგია - 2011/12 წლების ფინალში დამარცხდა, 2012/13 წლების ნახევარფინალში და 2013/14 წლების მეოთხედფინალში.

"ჩელსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: იბრაჰიმოვიჩი - 26 გოლი (15 ლიგაში)

ინგლისის თასის მიმდინარე გათამაშებაში "იუნაიტედის" რვა სხვადასხვა ფეხბურთელმა გამოიჩინა თავი, მაგრამ მხოლოდ მარკუს რეშფორდს აქვს გატანილი 1-ზე მეტი გოლი (3).

"იუნაიტედის" მაისურით ინგლისის თასზე ჩატარებულ 6 შეხვედრაში რეშფორდს სულ 4 გოლი აქვს გატანილი.

უეინ რუნი "იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდირია ინგლისის თასზე გატანილი გოლების რაოდენობით - 22 გოლი.

"წითლების" ამჟამინდელი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშებს. აქამდე პორტუგალიელმა თავისი ყოფილი გუნდების წინააღმდეგ 6 მატჩი ჩაატარა და 4 მოიგო, 2-ში კი დამარცხდა, მათ შორისაა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის პირველ წრეში "სტემფორდ ბრიჯზე" განცდილი გამანადგურებელი მარცხი ანგარიშით 4-0.

ბოლოს ჟოზე მოურინიო ინგლისის თასის ფინალში 2006/07 წლების სეზონში გავიდა, სადაც მისმა მაშინდელმა "ჩელსიმ" მისი ამჟამინდელი კლუბი, "მანჩესტერ იუნაიტედი" 1-0 დაამარცხა.

თუ მოედანზე ხუან მატა გავა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

თუ მოედანზე პოლ პოგბა გავა, თავისი ყოფილი მწვრთნელის გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს 175-ჯერ შეხვდნენ. "ჩელსი" 50 მატჩი მოიგო, "იუნაიტედმა" 72, ხოლო 53 ფრედ დასრულდა.

"ჩელსი" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 11 მატჩში არ მარცხდება (6 მოგება, 5 დრე), ბოლოს კი მასთან 2012 წლის ოქტომბერში წააგო ანგარიშით 3-2.

"იუნაიტედმა" "სტემფორდ ბრიჯზე" ჩატარებულ ბოლო 19 მატჩში 2 მატჩი მოიგო.

"წითელმა ეშმაკებმა" "ჩელსის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 9 მატჩში 3 გოლი გაიტანეს და ამ შეხვედრებში ერთზე მეტი გოლი არასდროს გაუტანიათ.

ინგლისის თასზე


ინგლისის თასზე გუნდები ერთმანეთს 13 მატჩში შეხვდნენ. 3 შეხვედრა "ჩელსიმ" მოიგო, 8 მატჩი "იუნაიტედის" გამარჯვებით დასრულდა, ხოლო 2 - ფრედ.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის თასზე "ჩელსის" წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო 9 მატჩიდან 7 მოიგო, მაგრამ წააგო ბოლო 2 (2007 წლის ფინალი და მე-6 რაუნდის მატჩი 2013 წელს).


გუნდების ბოლო შეხვედრა პრემეირ ლიგაში


"ჩელსი" 4-0 "მანჩესტერ იუნაიტედი"

თარიღი: 23 ოქტომბერი, 2016 წელი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
გოლები "ჩელსის" რიგებში: პედრო 1', კეჰილი 21', აზარი 62', კანტე 71'.

გუნდების ბოლო შეხვედრა ინგლისის თასზე


"ჩელსი" 1-0 "მანჩესტერ იუნაიტედი"

ინგლისის თასის მე-6 რაუნდი.

თარიღი: 1 აპრილი, 2013 წელი.
გოლები "ჩელსის" რიგებში: დემბა ბა 49'


მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა მაიკლ ოლივერმა ყველა ტურნირზე 31 მატჩი განსაჯა, 94 ყვითელი და 2 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: სტიუარტ ბარტი, ჯეკ კოლინი
სათადარიგო არბიტრი: მაიკ ჯონსი
მატჩის წინ
20 კომენტარი
№11
ავტორი: jokero89
12 მარტი 2017 18:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
ციტატა: GaMkReLa
ამოვიდა ყელში ამდენი წაგებები და ფრეები ჩელსთან! ვიგებთ ამ თამააშს am

aba ra vigebt
0
№12
ავტორი: GeorgeBest
12 მარტი 2017 19:42
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იბრას გარეშე სხვა ფეხბურთი იქნება. ძაან ცუდი სტატისტიკა გვაქვს და მოურინიოსთვის ეს თამაში ბევრს უდა ნიშნავდეს
0
№13
ავტორი: shotkin
12 მარტი 2017 19:44
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: GeorgeBest
იბრას გარეშე სხვა ფეხბურთი იქნება. ძაან ცუდი სტატისტიკა გვაქვს და მოურინიოსთვის ეს თამაში ბევრს უდა ნიშნავდეს

იბრა დანაკლისია მარა სეტევაში იბრას გარეშე ბევრად სწრაფები ვიქნებით
0
№14
ავტორი: Dato kutaisi
12 მარტი 2017 20:05
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: shotkin
ციტატა: GeorgeBest
იბრას გარეშე სხვა ფეხბურთი იქნება. ძაან ცუდი სტატისტიკა გვაქვს და მოურინიოსთვის ეს თამაში ბევრს უდა ნიშნავდეს

იბრა დანაკლისია მარა სეტევაში იბრას გარეშე ბევრად სწრაფები ვიქნებით

ზუსტად მაგის იმედიბმაქვს რომ იბრას გამო ტემპი შეტევაში უფრო მაღალი უნდა გვექნეს.ვნახოთ რა იქნება მაგრამ პრაგმატულად თუ
მივუდგებით მეორე ნომრად უნდა ვითამაშოთ და შანსები გამოვიყენოთ.ჩვენი გადაღლილი გუნდი ჩელსის ტემპს ვერ გაუძლებს მგონია და სწრაფი ვინგერების და ფორვარდის ხარჯზე უნდა კონტრ შეტევებზე ვითამაშოთ

სმოლინგი არ უნდა იდგეს დაცვაში მარტო პირველო თამაშის გამოც კი
0
№15
ავტორი: giorgisamnidze99
12 მარტი 2017 20:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
უნდა მოიგოს ეს თამაში მოუმ შური უნდა იძიოს ჩელსზე ჯერ რო გააგდეს მერე რო 4 - 0 წააგო ამის გამო ამიტო ლაბაოი 2 ეგ თამაში ძირიდადის დროში ან გასვლა მანჩესტერის
0
№16
ავტორი: shotkin
12 მარტი 2017 20:59
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: shotkin
ციტატა: GeorgeBest
იბრას გარეშე სხვა ფეხბურთი იქნება. ძაან ცუდი სტატისტიკა გვაქვს და მოურინიოსთვის ეს თამაში ბევრს უდა ნიშნავდეს

იბრა დანაკლისია მარა სეტევაში იბრას გარეშე ბევრად სწრაფები ვიქნებით

ზუსტად მაგის იმედიბმაქვს რომ იბრას გამო ტემპი შეტევაში უფრო მაღალი უნდა გვექნეს.ვნახოთ რა იქნება მაგრამ პრაგმატულად თუ
მივუდგებით მეორე ნომრად უნდა ვითამაშოთ და შანსები გამოვიყენოთ.ჩვენი გადაღლილი გუნდი ჩელსის ტემპს ვერ გაუძლებს მგონია და სწრაფი ვინგერების და ფორვარდის ხარჯზე უნდა კონტრ შეტევებზე ვითამაშოთ

სმოლინგი არ უნდა იდგეს დაცვაში მარტო პირველო თამაშის გამოც კი

გეთანხმები, კონტრ შეტევებზე უნდა გავიტანოთ ალბათ უფრო მარა ისიც სათქმელია რო ჩელსისაც არეჩქარება მაგ თამაშში არსად და მაქსიმალურად ფრთხილად იქნებიან და თავქუდმოგლეჯილები არ შეგვიტევენ, რაც შეეხება სმოლინგს საერთოდ მიაჩნია რო მერე და მერე უკვე ლიგაზე სისტემატიურად რო ვიასპარეზებთ და წარმატება თუ გვინდა სმოლინგი როხოს იმედზე ვერ ვიქნებით და მთლიანად შესაცვლელია დაცვის ცენტრი უფრო მაღალი კლასის მცველებით და ტუნდაც როხო და სმოლინგი ზამენიდან იდეალურია
0
№17
ავტორი: Alexander
12 მარტი 2017 22:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
დეპაის უყურეთ, დაფრინავს ტიპი. winked
0
№18
ავტორი: zloi
12 მარტი 2017 22:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 42
ციტატა: Alexander
დეპაის უყურეთ, დაფრინავს ტიპი. winked

რა მაგარი შეაგდოო , იმედია დავიბრუნებთ უკან
0
№19
ავტორი: giorgi kandelakisvili
12 მარტი 2017 22:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
რაშფორდის იმედი
0
№20
ავტორი: stepno
12 მარტი 2017 23:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
უბრალოდ მოუგოთ რაა და მეტი არაფერი არმინდა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top