თბილისი:
მანჩესტერი:
11-03-2017, 12:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2834,
კომენტარები: 18
კონტე: "მოურინიოს გონებრივი თამაშები უმნიშვნელოა"
"ჩელსის" მწვრთნელი მოურინიოს სიტყვებიდან გამომდინარე არ მიუდგება ტურნირის მნიშვნელობას.
კონტე:
იტალიელი მწვრთნელი გოლის აღნიშვნისთვის პორტუგალიელმა გააკრტიკა, როცა ბოლოს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, მაგრამ ანტონიო კონტე ორშაბათს არ აპირებს ემოციების შეკავებას.

"ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ინგლისის თასის მეოთხედფინალში საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედს".

ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება პრემიერ ლიგაში ლონდონელთა გამარჯვებით 4-0 დასრულდა. მეოთხე გოლის ემოციურად აღნიშვნის შემდეგ მოურინიო კონტესთან მივიდა და უთხრა, რომ ასეთი აღნიშვნა მხოლოდ 1-0 ანგარიშზეა მიზანშეწონილი და არა 4-0-ზე.

მაგრამ იტალიელი ამ შენიშვნის მიუხედავადაც არ აპირებს თავისი ემოციების შეკავებას, რადგანაც თავის აღნიშვნაში ფეხბურთისადმი ლტოლვას ავლენს.

როცა ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ესაუბრა თუ არა მას შემდეგ მოურინიოს, კონტემ უპასუხა: "არა, მაგრამ არა მგონია, ეს მნიშვნელოვანი იყოს.

მასთან გასარკვევი არაფერი მაქვს. ვფიქრობ, "ჩელსიში" გატარებული პერიოდის განმავლობაში ვაჩვენე, რომ ფეხბურთს დიდი ვნებით ვეკიდები.

ჩემი ფეხბურთელები მატჩზე, მოედანზე, ყოველ თამაშში გასაკეთებელ საქმეზე არიან კონცენტრირებულნი. გონებრივი თამაშები გამარჯვებას ვერ მოგიტანს.

ოქტომბერში გამართულ მატჩამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ დიდ გუნდს ვუპირისპირდებოდით. ახლაც ასეა.

ოქტომბერში ჩვენი მომავალი არ ვიცოდით. ახლა მარტია და ცხრილის სათავეში ვართ".


კონტეს თქმით, მატჩის წინ "ჩელსისთვის" ფავორიტის სტატუსის მინიჭებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და არ აპირებს, წინასწარ განაცხადოს, ზლატან იბრაჰიმოვიჩის არყოფნა დისკვალიფიკაციის გამო გადამწყვეტი იქნება თუ არა.

"მატჩის შემდეგ გეტყვით იბრაჰიმოვიჩის თაობაზე. იმედი მაქვს, ჩვენს ფავორიტობას მოედანზე დავადასტურებთ და არა სიტყვებით.

ამჟამად ყველა ჩემი ფეხბურთელი ხელმისაწვდომია, მაგრამ შაბათს და კვირას ორი სავარჯიშო სესია გვაქვს გასამართი.

ყველაზე მნიშვნელოვანი მოედანია, გუნდის მომზადება სწორად. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი."


წყარო: goal.com
ინტერვიუები
18 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
11 მარტი 2017 12:08
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ძალიან, ძალიან მაგარი გუნდი ჰყავს კონტეს. გარდა იმისა, რომ ანგარიშზე თამაში გამოსდით ძალიან კარგად, შექმნილ მომენტებს იყენებენ უმაღლეს დონეზე და მკვლელის ინსტინქტი აქვთ, ჰყავთ ისეთი ფეხბურთელებიც, რომელთაც მარტოს შეუძლიათ მატჩის ბედის გადაწყვეტა. მაგრამ გუნდურადაც ისეთი ძლიერები არიან, რომ გაგვიჭირდება მათ შემტევ ხაზთან გამკლავება. პედრო რომ პედროა, ისიც კი ძალიან მაგრად თამაშობს, რომ არაფერი ვთქვა აზარი-კოშტას წყვილზე.

მე ურთულეს მატჩს ველოდები და ბოლო თვეების განმავლობაში, მგონი, მეორე შემთხვევა იქნება, რომ მეტოქე გუნდმა გვაჯობა (პირველად "სოტონმაც" შეძლო ეს ფინალში)
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: shotkin
11 მარტი 2017 12:18
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ზუსტად გეტყვით რამოხდება ეგ თამაში არის ფრე და განმეორებით მატჩში მოვუგებთ, მოუმ არამგონია რამე არ მოუფიქროს და არც გამიკვირდება ღო მანდვე არ მოვუგოთ
0
№3
ავტორი: GeorgeBest
11 მარტი 2017 12:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მომენტებს არ ანიავებენ ჩვენსავით, ძალიან მაგარი შეტევა ჰყავთ და საერთოდ დაბალანსებული გუნდია, ძაან გაჭირდება თუ მცველების ბოლო დროინდელ თამაშებს გადავხედავთ

მოუს მოსაგები აქვს ეს თამაში, იმიტომ არა რომ ეს ტურნირი მნიშვნელოვანია, 4-0ის მერე არამგონია დაიკიდოს ჩელსისთან მატჩი
0
№4
ავტორი: ikeoni
11 მარტი 2017 12:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Sheni favoritoba mov*** me
1
№5
ავტორი: Temo-Mu
11 მარტი 2017 12:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
ჩემი აზრით რაღაც ჩაფიქრებული აქვს მოუს და მახსოვს სტადიონი მაშინ ისე დატოვა და ისეთი სახით რომ ვფიქრობდი როდის შეხვდება ჩელსის მეთქი მეორეჯერ და ვნახოთ
0
№6
ავტორი: RojoDiablo
11 მარტი 2017 12:48
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: shotkin
ზუსტად გეტყვით რამოხდება ეგ თამაში არის ფრე და განმეორებით მატჩში მოვუგებთ, მოუმ არამგონია რამე არ მოუფიქროს და არც გამიკვირდება ღო მანდვე არ მოვუგოთ

გადათამაშება არ აქვს ამ ეტაპს. დამატებითი დაინიშნება იქვე და მერე პენალტები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: SANDROGRIGA
11 მარტი 2017 13:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
რთული თამაში იქნება და ჩელსი ფავორიტია, რა თქმა უნდა
0
№8
ავტორი: Mixito
11 მარტი 2017 13:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
ეე შე ყვერო მარტო ერთ თასზე რო თამაშობ და ორ კვირაშ ერტი თამაში გიწევს მასე სადაა ჩვენ კვირაში ორს ვთამაშობტ **** შენ რო რძეს ჭამდი მოუ ლიგას იგებდა ბლაა და გამოსულა და რაზე ბაზრობს
1
№9
ავტორი: gela-manutd
11 მარტი 2017 13:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
მაგრა მინდა თუნდაც მინიმუმით მოუგოთ
1
№10
ავტორი: shotkin
11 მარტი 2017 13:49
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: shotkin
ზუსტად გეტყვით რამოხდება ეგ თამაში არის ფრე და განმეორებით მატჩში მოვუგებთ, მოუმ არამგონია რამე არ მოუფიქროს და არც გამიკვირდება ღო მანდვე არ მოვუგოთ

გადათამაშება არ აქვს ამ ეტაპს. დამატებითი დაინიშნება იქვე და მერე პენალტები

ხოო აქ არაა, მაშინ თამამად ვიტყვი რო გავალთ იმიტორო ზედიზედ 2 ჯერ მოუ არ წააგებს თან იმ ანგარიშის მერე და თან კონტეს აღნიშვნის მერე და სიამოვნეითაც დავწერ 2 იანს კაი კუში აქ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top