თბილისი:
მანჩესტერი:
11-03-2017, 12:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2835,
კომენტარები: 18
კონტე: "მოურინიოს გონებრივი თამაშები უმნიშვნელოა"
"ჩელსის" მწვრთნელი მოურინიოს სიტყვებიდან გამომდინარე არ მიუდგება ტურნირის მნიშვნელობას.
კონტე:
იტალიელი მწვრთნელი გოლის აღნიშვნისთვის პორტუგალიელმა გააკრტიკა, როცა ბოლოს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, მაგრამ ანტონიო კონტე ორშაბათს არ აპირებს ემოციების შეკავებას.

"ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ინგლისის თასის მეოთხედფინალში საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედს".

ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება პრემიერ ლიგაში ლონდონელთა გამარჯვებით 4-0 დასრულდა. მეოთხე გოლის ემოციურად აღნიშვნის შემდეგ მოურინიო კონტესთან მივიდა და უთხრა, რომ ასეთი აღნიშვნა მხოლოდ 1-0 ანგარიშზეა მიზანშეწონილი და არა 4-0-ზე.

მაგრამ იტალიელი ამ შენიშვნის მიუხედავადაც არ აპირებს თავისი ემოციების შეკავებას, რადგანაც თავის აღნიშვნაში ფეხბურთისადმი ლტოლვას ავლენს.

როცა ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ესაუბრა თუ არა მას შემდეგ მოურინიოს, კონტემ უპასუხა: "არა, მაგრამ არა მგონია, ეს მნიშვნელოვანი იყოს.

მასთან გასარკვევი არაფერი მაქვს. ვფიქრობ, "ჩელსიში" გატარებული პერიოდის განმავლობაში ვაჩვენე, რომ ფეხბურთს დიდი ვნებით ვეკიდები.

ჩემი ფეხბურთელები მატჩზე, მოედანზე, ყოველ თამაშში გასაკეთებელ საქმეზე არიან კონცენტრირებულნი. გონებრივი თამაშები გამარჯვებას ვერ მოგიტანს.

ოქტომბერში გამართულ მატჩამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ დიდ გუნდს ვუპირისპირდებოდით. ახლაც ასეა.

ოქტომბერში ჩვენი მომავალი არ ვიცოდით. ახლა მარტია და ცხრილის სათავეში ვართ".


კონტეს თქმით, მატჩის წინ "ჩელსისთვის" ფავორიტის სტატუსის მინიჭებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და არ აპირებს, წინასწარ განაცხადოს, ზლატან იბრაჰიმოვიჩის არყოფნა დისკვალიფიკაციის გამო გადამწყვეტი იქნება თუ არა.

"მატჩის შემდეგ გეტყვით იბრაჰიმოვიჩის თაობაზე. იმედი მაქვს, ჩვენს ფავორიტობას მოედანზე დავადასტურებთ და არა სიტყვებით.

ამჟამად ყველა ჩემი ფეხბურთელი ხელმისაწვდომია, მაგრამ შაბათს და კვირას ორი სავარჯიშო სესია გვაქვს გასამართი.

ყველაზე მნიშვნელოვანი მოედანია, გუნდის მომზადება სწორად. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი."


წყარო: goal.com
ინტერვიუები
18 კომენტარი
№11
ავტორი: dunkan
11 მარტი 2017 14:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 185
Dzalian unda gagvimartlos rom chelsis mougot cota dzneli saqme iqneba,magram vnaxot ra gamova
0
№12
ავტორი: giorgisamnidze99
11 მარტი 2017 15:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
რა ჩელსი რის ჩელსი ჩვენ ემიუ ვართ და ამ თამაშს მოვიგებთ 1 - 3
0
№13
ავტორი: Mixito
11 მარტი 2017 16:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
ციტატა: giorgisamnidze99
რა ჩელსი რის ჩელსი ჩვენ ემიუ ვართ და ამ თამაშს მოვიგებთ 1 - 3

აბა რა
დიდება ეშმაკებს
0
№14
ავტორი: jokero89
11 მარტი 2017 16:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
kargi tamashi iqneba pirvel golze iqneba bevri ram damokidebuli da vinc gaitans is moigebs

karg tamashs veli da vnaxod
0
№15
ავტორი: giorgi kandelakisvili
11 მარტი 2017 18:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
აბა ვნახოთ რა მოხდება
0
№16
ავტორი: dybbuk
11 მარტი 2017 19:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1594
ციტატა: shotkin
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: shotkin
ზუსტად გეტყვით რამოხდება ეგ თამაში არის ფრე და განმეორებით მატჩში მოვუგებთ, მოუმ არამგონია რამე არ მოუფიქროს და არც გამიკვირდება ღო მანდვე არ მოვუგოთ

გადათამაშება არ აქვს ამ ეტაპს. დამატებითი დაინიშნება იქვე და მერე პენალტები

ხოო აქ არაა, მაშინ თამამად ვიტყვი რო გავალთ იმიტორო ზედიზედ 2 ჯერ მოუ არ წააგებს თან იმ ანგარიშის მერე და თან კონტეს აღნიშვნის მერე და სიამოვნეითაც დავწერ 2 იანს კაი კუში აქ

მძიმე თამაში იქნება მრავალი ფაქტორის გამო, მაგრამ მეც მანიუს გასვლა მგონია, ძირითად 90 წუთში თუ არა მერე მაინც
0
№17
ავტორი: JuanMata
11 მარტი 2017 20:20
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მე მგონია ძაან სვარკა თამაში იქნება, არც ერთი გუნდი დიდი ძალებით არ წავა შეტევაში და კონტრაზე დაჭერას ეცდება, საბოლოოდ პენლები იქნება, ვისაც გაუმართლებს ის მოიგებს wink

ჩელსი ძლიერია ახლა, ცოტა მატჩს ატარებენ, დასვენებულები არიან, კარგად მოემზადებოდნენ ამ თამაშისთვის, ყველა პოზიციაზე ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ.

ასე მარტივადაც ვერ მოვუგებთ, ჩვენი მომენტების გამოყენების სიხშირეს თუ გავითვალისწინებთ თან wink
0
№18
ავტორი: Malboro463
12 მარტი 2017 01:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5891
ცალკარა რომ იყოს არ გამიკვირდება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top