თბილისი:
მანჩესტერი:
10-03-2017, 11:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2988,
კომენტარები: 21
მოურინიო: "ჩელსისთან" ნიკი ბატის გუნდით ვერ გავალთ"
ინგლისის თასის მატჩში "იუნაიტედი" საბრძოლო შემადგენლობით გავა.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ ორშაბათს "ჩელსისთან" მატჩზე "მანჩესტერ იუნაიტედის" შესუსტებულ შემადგენლობას არ გაიყვანს.

პორტუგალიელი აღიარებს, რომ "როსტოვთან" პირველი მატჩის 1-1 დასრულების შემდეგ ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობა და ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ რუსულ კლუბს "იუნაიტედთან" შედარებით ერთი დღით მეტი მიეცემა დასვენებისთვის.

მიუხედავად ამისა, მოურინიო "სტემფორდ ბრიჯზე" მხოლოდ ძლიერი შემადგენლობით გავა, - და არა ნიკი ბატის რეზერვების წევრებით, - რათა ლუი ვან გაალის მიერ მაისში მოგებული ტიტულის დაცვას განაგრძოს.

"პრემიერ ლიგაში ქულების დაგროვება უნდა განვაგრძოთ, რათა ბოლო თვეში ჩვენთვის ჯერ კიდევ ღია იყოს კარი და თუ ევროპა ლიგის ამ რაუნდსაც გავივლით, მეოთხედფინალში გავალთ და იქაც გაიღება კარი.

ნებისმიერი საშუალებით უნდა ვეცადოთ. უკვე გვაქვს ტიტული მოგებული, რაც ყველასთვის კარგი შეგრძნებაა.

მაგრამ ახლა პრემიერ ლიგის ოთხეულში მოსახვედრად უნდა ვიბრძოლოთ და ევროპა ლიგაზე "როსტოვი" უნდა დავამარცხოთ.

ორშაბათს ნიკი ბატის გუნდით არ ვითამაშებთ. "მანჩესტერ იუნაიტედი" ზედმეტად დიდი გუნდია, ტურნირის მომგებია.

"ჩელსის" ბრალი არ არის, რომ ორშაბათს დაგვინიშნეს მატჩი, ამიტომაც ცვლილებები უთუოდ იქნება, რადგან ჩვენ ორშაბათს ვთამაშობთ, "როსტოვი" კი - კვირას, თუმცა "სტემფორდ ბრიჯზე" ნიკი ბატის გუნდით ვერ გავალთ",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები, ინტერვიუები
21 კომენტარი
№1
ავტორი: Duncan Edwards
10 მარტი 2017 11:42
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 30
დაეხიოს ახალგამოჩეკილი კანტე მანჩესტერს .. manunited
0
№2
ავტორი: GeorgeBest
10 მარტი 2017 11:45
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგრად შემოეჩვივნენ აქაურობას სხვა გუნდის ფანები ჰენდერსონი კომენტარებით winked

მერჩივნა გამოვვარდნილიყავით, ტიტული უკვე დაიდო და ევროპის ლიგაზე ვიბრძვით, პრემიერ ლიგაში ოთხეულისთვისაც და ზედმეტი იყო ჩელსის ჩატენვა
0
№3
ავტორი: ikeoni
10 მარტი 2017 12:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Midi joze shuri unda viziot
0
№4
ავტორი: tedore
10 მარტი 2017 12:10
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
აბა რაააა ძლიერი შემადგენლობით უნდა გავიდეთ უნდა ვიბრძოლოთ ყველა ტიტულისთვის
0
№5
ავტორი: DRJBECKHAM
10 მარტი 2017 12:14
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
შოუ რეშფორდი ფოსუ მენსა მატა ლინგარდი რმერო თუნდაც ტუანზებე აქეთ დარმიანი. საკმაოდ დიდი შემადგენლობა გვყავს და თასის თამაშებისთვის უნდა გამოვიყენოთ
0
№6
ავტორი: dachi_mu
10 მარტი 2017 12:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
mou dzalian chkviania es exeri :)
0
№7
ავტორი: ROONEY-RUNI
10 მარტი 2017 12:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
რეშფორდი იბრა მხითო
რუნი/მატა
პოგბა ერერა

ბლინდი როხო ბაიე ვალენსია

დე გხეა

ეს შემადგენლობა უნდა გაიყვანეს ჩემის აზრით ჩელსისთან
0
№8
ავტორი: Amerigo
10 მარტი 2017 13:32
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
ციტატა: ROONEY-RUNI
რეშფორდი იბრა მხითო
რუნი/მატა
პოგბა ერერა

ბლინდი როხო ბაიე ვალენსია

დე გხეა

ეს შემადგენლობა უნდა გაიყვანეს ჩემის აზრით ჩელსისთან


იბრა ვერ იქნება
0
№9
ავტორი: gela-manutd
10 მარტი 2017 14:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ის 4-0ცუდად უნდა გავახსენოთ ჩელსის
0
№10
ავტორი: giorgi kandelakisvili
10 მარტი 2017 14:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
ციტატა: Amerigo
ციტატა: ROONEY-RUNI
რეშფორდი იბრა მხითო
რუნი/მატა
პოგბა ერერა

ბლინდი როხო ბაიე ვალენსია

დე გხეა

ეს შემადგენლობა უნდა გაიყვანეს ჩემის აზრით ჩელსისთან


იბრა ვერ იქნება

რაშფორდი იქნება ფორვარდი ხოლომარსიალი კიდე მარცხენა ვინგერი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top