თბილისი:
მანჩესტერი:
10-03-2017, 11:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2992,
კომენტარები: 21
მოურინიო: "ჩელსისთან" ნიკი ბატის გუნდით ვერ გავალთ"
ინგლისის თასის მატჩში "იუნაიტედი" საბრძოლო შემადგენლობით გავა.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ ორშაბათს "ჩელსისთან" მატჩზე "მანჩესტერ იუნაიტედის" შესუსტებულ შემადგენლობას არ გაიყვანს.

პორტუგალიელი აღიარებს, რომ "როსტოვთან" პირველი მატჩის 1-1 დასრულების შემდეგ ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობა და ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ რუსულ კლუბს "იუნაიტედთან" შედარებით ერთი დღით მეტი მიეცემა დასვენებისთვის.

მიუხედავად ამისა, მოურინიო "სტემფორდ ბრიჯზე" მხოლოდ ძლიერი შემადგენლობით გავა, - და არა ნიკი ბატის რეზერვების წევრებით, - რათა ლუი ვან გაალის მიერ მაისში მოგებული ტიტულის დაცვას განაგრძოს.

"პრემიერ ლიგაში ქულების დაგროვება უნდა განვაგრძოთ, რათა ბოლო თვეში ჩვენთვის ჯერ კიდევ ღია იყოს კარი და თუ ევროპა ლიგის ამ რაუნდსაც გავივლით, მეოთხედფინალში გავალთ და იქაც გაიღება კარი.

ნებისმიერი საშუალებით უნდა ვეცადოთ. უკვე გვაქვს ტიტული მოგებული, რაც ყველასთვის კარგი შეგრძნებაა.

მაგრამ ახლა პრემიერ ლიგის ოთხეულში მოსახვედრად უნდა ვიბრძოლოთ და ევროპა ლიგაზე "როსტოვი" უნდა დავამარცხოთ.

ორშაბათს ნიკი ბატის გუნდით არ ვითამაშებთ. "მანჩესტერ იუნაიტედი" ზედმეტად დიდი გუნდია, ტურნირის მომგებია.

"ჩელსის" ბრალი არ არის, რომ ორშაბათს დაგვინიშნეს მატჩი, ამიტომაც ცვლილებები უთუოდ იქნება, რადგან ჩვენ ორშაბათს ვთამაშობთ, "როსტოვი" კი - კვირას, თუმცა "სტემფორდ ბრიჯზე" ნიკი ბატის გუნდით ვერ გავალთ",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები, ინტერვიუები
21 კომენტარი
№21
ავტორი: jokero89
11 მარტი 2017 17:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
tu chelsis movugebt tituli chvenia
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top