თბილისი:
მანჩესტერი:
9-03-2017, 14:00
ავტორი: Cavani.,
ნანახია: 2269,
კომენტარები: 12
"ლოს-ანჯელეს გელექსის" იბრაჰიმოვიჩის შეძენა სურს
შვედ ფორვარდს ამერიკის ჩემპიონატში იწვევენ.
"ლოს-ანჯელეს გელექსი" ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეძენით არის დაინტერესებული, იტყობინება "სქაი სპორტსი".

მიუხედავად იმისა, რომ "გელექსი" შარშანაც ცდილობდა შვედის შეძენას, "პარი სენ-ჟერმენის" დატოვების შემდეგ იბრაჰიმოვიჩმა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა ამჯობინა.

"ოლდ ტრაფორდზე" ელიან, რომ 35 წლის ფორვარდი მინიმუმ ერთი წელი დარჩება კლუბში, მაგრამ ფეხბურთელს ჯერ არ გაუხანგრძლივებია კონტრაქტი.

იბრაჰიმოვიჩს ამჟამად სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს შიდა ჩემპიონატების მატჩებში, რის განმავლობაშიც გამოტოვებს "ჩელსისთან" სათასო მატჩს და პრემიერ ლიგაში "მიდლსბროსა" და "ვესტ ბრომთან" დაპირისპირებებს.

ლიგის თასის ფინალური მატჩის შემდეგ, რომელშიც იბრაჰიმოვიჩმა დუბლი შეასრულა, მოურინიომ გულშემატკივრებს ხუმრობით მოუწოდა, რომ იბრაჰიმოვიჩის შესანარჩუნებლად ფეხბურთელის სახლთან ღამის გათევაა საჭირო.

ამ დუბლის შემდეგ ზლატანმა თავისი გოლების რაოდენობა მიმდინარე სეზონში 26-მდე აიყვანა და მისსავე ანგარიშზეა პრემიერ ლიგაში გატანილი 15 გოლი, რაც თითქმის ნახევარია კლუბის მიერ გატანილი ჯამური 39 გოლისა.

წყარო: skysports.com
ჭორები
12 კომენტარი
№1
ავტორი: giorgisamnidze99
9 მარტი 2017 14:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
2019 მაინც უნდა დარჩეს აქ
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
9 მარტი 2017 14:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მომდევნო სეზონში აქ იქნება და მერე უკვე მარტო თვითონ იცის
0
№3
ავტორი: ikeoni
9 მარტი 2017 14:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
იმედია არ წავაა და დარჩება love
0
№4
ავტორი: giorgi_mg
9 მარტი 2017 14:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
3 თამაშიანი დისკვალიფიკაცია მისცესო მართალია?
0
№5
ავტორი: Mixito
9 მარტი 2017 14:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
ციტატა: giorgi_mg
3 თამაშიანი დისკვალიფიკაცია მისცესო მართალია?

კი ევროპაზე შეულია თამაში

ეპლში ვერ იტამაშებს
0
№6
ავტორი: giorgi_mg
9 მარტი 2017 14:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: Mixito
ციტატა: giorgi_mg
3 თამაშიანი დისკვალიფიკაცია მისცესო მართალია?

კი ევროპაზე შეულია თამაში

ეპლში ვერ იტამაშებს

კაროჩე რა, ის არ დასაჯეს კატოკივით რო გადაუარა იბრას თავზე?!
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
9 მარტი 2017 15:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ბევრი შეიძლება არ დამეთანხმოს მაგრამ ესეც მესმის.მიუხედავად გატანილი 26 გოლისა მე მანჩესტერის იმ ფორმაციაში რისკენაც მიილტვის გუნდი მასმაინც ვერ ვხედავ.იდეალური ზამენაა მაგრამ როგორც ვხედავთ მას ამას ვერავინ კადრებს.არადა მანჩესტერს სჭირდება უფრო სწრაფი ფორვარდი უფრო მოძრავი აი იმ ტიპის როგორიც რუნი იყო ერთ დროს ოღონდ რუნიზე მაღალი.კიდევ თანამედროვე ტენდენციებს თუ დავაკვირდებით თითქმის ყველა გუნდს დაცვის ხაზში ტანმათალი ფეხბურთელები ყავს და ეს მუდამ იბრაზე ჩაკიდებები რო შედეგს ცოტას იძლევა ვხედავთნმგონი.აი ბარსას მაგალითზე.გუშინ რო სულ ჩაწოდებებით ეთამაშათ და მაღალი ფორვარდი ყოლოდათ 3საც ვერ გაიტანდნენ.ნეიმარმა აიკლო ფლანგი იწევდა ცენტრისკენ და მისმა თამაშმა გადაწყვიტა შედეგიც იმ ფონზე როცა მესი განეიტრალებული იყო.მარსიალი მხითოს ფლანგიდან გამწვავებებით და მოედანთან ახლოს სწრაფი მოკლე პასები ეგაა რაც უნდა ითამაშოს გუნდმა.ეგ ჩემი აზრია
0
№8
ავტორი: nugo-nugo
9 მარტი 2017 15:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
ციტატა: Dato kutaisi

გეთანმხები სწარფი თავდამსხემლი გვინდა.მაგრამ მეორე ვარიანტიცაა. 2 თავდამსხმლით რო შეუთიოთ როგორც ფერგი თამაშბდა 4-4-2 და იბრას დაუყენოს მეორე თუნდაც მარკუსი ჩემი აზრით ასე უფრო სახიფათო იქნება ჩვენი შეტევა.
0
№9
ავტორი: bastichi
9 მარტი 2017 16:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
იბრა აქ დაასრულებს კარიერას
0
№10
ავტორი: JuanMata
9 მარტი 2017 17:49
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: giorgi_mg
ციტატა: Mixito
ციტატა: giorgi_mg
3 თამაშიანი დისკვალიფიკაცია მისცესო მართალია?

კი ევროპაზე შეულია თამაში

ეპლში ვერ იტამაშებს

კაროჩე რა, ის არ დასაჯეს კატოკივით რო გადაუარა იბრას თავზე?!

მუნგსი თუ არ ვცდები 5 მატჩით დასაჯეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top