თბილისი:
მანჩესტერი:
9-03-2017, 14:00
ავტორი: Cavani.,
ნანახია: 2277,
კომენტარები: 12
"ლოს-ანჯელეს გელექსის" იბრაჰიმოვიჩის შეძენა სურს
შვედ ფორვარდს ამერიკის ჩემპიონატში იწვევენ.
"ლოს-ანჯელეს გელექსი" ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეძენით არის დაინტერესებული, იტყობინება "სქაი სპორტსი".

მიუხედავად იმისა, რომ "გელექსი" შარშანაც ცდილობდა შვედის შეძენას, "პარი სენ-ჟერმენის" დატოვების შემდეგ იბრაჰიმოვიჩმა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა ამჯობინა.

"ოლდ ტრაფორდზე" ელიან, რომ 35 წლის ფორვარდი მინიმუმ ერთი წელი დარჩება კლუბში, მაგრამ ფეხბურთელს ჯერ არ გაუხანგრძლივებია კონტრაქტი.

იბრაჰიმოვიჩს ამჟამად სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს შიდა ჩემპიონატების მატჩებში, რის განმავლობაშიც გამოტოვებს "ჩელსისთან" სათასო მატჩს და პრემიერ ლიგაში "მიდლსბროსა" და "ვესტ ბრომთან" დაპირისპირებებს.

ლიგის თასის ფინალური მატჩის შემდეგ, რომელშიც იბრაჰიმოვიჩმა დუბლი შეასრულა, მოურინიომ გულშემატკივრებს ხუმრობით მოუწოდა, რომ იბრაჰიმოვიჩის შესანარჩუნებლად ფეხბურთელის სახლთან ღამის გათევაა საჭირო.

ამ დუბლის შემდეგ ზლატანმა თავისი გოლების რაოდენობა მიმდინარე სეზონში 26-მდე აიყვანა და მისსავე ანგარიშზეა პრემიერ ლიგაში გატანილი 15 გოლი, რაც თითქმის ნახევარია კლუბის მიერ გატანილი ჯამური 39 გოლისა.

წყარო: skysports.com
ჭორები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Rooney-Herera
9 მარტი 2017 21:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
ზლატანი ძაან კლასნია და მევასება, მაგრამ ყოველთვის როცა შეტევას იწყებენ სისწრაფე აკლია. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ასაკი მაინც თავისას შვება და სწრაფი ფორვარდი აუცილებელია, ასევე დრიბლინგიც რომელსაც ზლატანი იშვიათად ავლენს და ძირითადად სუ ჩაწოდებებით თავზე ცდილობს გოლის გატანას და ეგ არაა მთლად ეფექტური. ისეთივე სწრაფი ფორვარდი გვჭირდება როგორიც მიკი და მარსიალია
0
№12
ავტორი: ROI
10 მარტი 2017 00:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ზლატანი ყოველტვის კარგია ცოტა სისწრაპე დააკლდა :*
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top