იტალიური მედიის ცნობით, პაულო დიბალა შეშფოთებულია "იუვენტუსთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შეფერხებით და მასიმილიანო ალეგრის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.
არგენტინელი თავდამსხმელი "მანჩესტერ იუნაიტედის", "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალის" სატრანსფერო სამიზნედ იქცა სერია A-ში თავის გამოჩენის შემდეგ.
"იუვენტუსი" კი მისთვის კონტრაქტის ვადის გახანგრძლივებას მოქმედი პირობებით ცდილობს.
"ბებერი ქალბატონი" რვა ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს იტალიის ჩემპიონატში, იტალიის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში კი "ნაპოლი" 3-1 დაამარცხა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "პორტუს" სძლია 2-0.
მაგრამ tuttosport იტყობინება, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ არის.
დიბალამ "იუვენტუსის" მაისურით თავისი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა "უდინეზესთან", როცა მისმა გუნდმა 1-1 ითამაშა.
ამის შემდეგ კი "პალერმოში" მისმა ყოფილმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ განაცხადა: "დასტრესილს ჰგავს. ბოლო ოთხი თუ ხუთი კვირის განმავლობაში დიბალა სხვადასხვა გამომეტყველებით მინახავს. ყველამ იცის, რომ ხალისიანი ბიჭია, მაგრამ აღარ იცინის."
"იუვენტუსის" დირექტორმა ჯიუზეპე მაროტამ აღნიშნა, რომ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შობამდე დასრულდებოდა, მაგრამ ჯერჯერობით არაფერია დადასტურებული.
როგორც ცნობილია, დიბალამ მადრიდის "რეალის" პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს სიტყვიერი პირობა მისცა, რომ მომავალში "ბერნაბეუზე" გადავა. მაგრამ ამავდროულად ახალი კონტრაქტის გაფორმებასაც ელის.
თავის განწყობას კი მოედანზე აჩვენებს - ყველაზე აღსანიშნი ის არის, რომ შეცვლაზე გასვლის შემდეგ ალეგრის ხელი არ ჩამოართვა.
დიბალა ბოლო პერიოდში თავდასხმის სამეულის წევრს წარმოადგენს გონსალო იგუაინთან და მარიო მანჯუკიჩთან ერთად, რაც არ მოსწონს.
მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელის მიმართ ინტერესს სამი ევროპული გრანდი იჩენს, პაულო ტურინის დატოვების შემდეგ "რეალში" გადასვლას ისურვებს.
ჭორებს ისიც უწყობს ხელს, რომ ახლახანს კრიშტიანუ რონალდუს ორი ფოტო მოიწონა ინსტაგრამზე.