თბილისი:
მანჩესტერი:
9-03-2017, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2441,
კომენტარები: 15
"იუნაიტედის" სამიზნე დიბალა "იუვენტუსში" უკმაყოფილოა
პაულო დიბალა ახალი კონტრაქტის გაფორმების შეფერხებაზე სწუხს.
იტალიური მედიის ცნობით, პაულო დიბალა შეშფოთებულია "იუვენტუსთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შეფერხებით და მასიმილიანო ალეგრის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.

არგენტინელი თავდამსხმელი "მანჩესტერ იუნაიტედის", "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალის" სატრანსფერო სამიზნედ იქცა სერია A-ში თავის გამოჩენის შემდეგ.

"იუვენტუსი" კი მისთვის კონტრაქტის ვადის გახანგრძლივებას მოქმედი პირობებით ცდილობს.

"ბებერი ქალბატონი" რვა ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს იტალიის ჩემპიონატში, იტალიის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში კი "ნაპოლი" 3-1 დაამარცხა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "პორტუს" სძლია 2-0.

მაგრამ tuttosport იტყობინება, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ არის.

"იუნაიტედის" სამიზნე დიბალა "იუვენტუსში" უკმაყოფილოა


დიბალამ "იუვენტუსის" მაისურით თავისი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა "უდინეზესთან", როცა მისმა გუნდმა 1-1 ითამაშა.

ამის შემდეგ კი "პალერმოში" მისმა ყოფილმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ განაცხადა: "დასტრესილს ჰგავს. ბოლო ოთხი თუ ხუთი კვირის განმავლობაში დიბალა სხვადასხვა გამომეტყველებით მინახავს. ყველამ იცის, რომ ხალისიანი ბიჭია, მაგრამ აღარ იცინის."

"იუვენტუსის" დირექტორმა ჯიუზეპე მაროტამ აღნიშნა, რომ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შობამდე დასრულდებოდა, მაგრამ ჯერჯერობით არაფერია დადასტურებული.

როგორც ცნობილია, დიბალამ მადრიდის "რეალის" პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს სიტყვიერი პირობა მისცა, რომ მომავალში "ბერნაბეუზე" გადავა. მაგრამ ამავდროულად ახალი კონტრაქტის გაფორმებასაც ელის.

თავის განწყობას კი მოედანზე აჩვენებს - ყველაზე აღსანიშნი ის არის, რომ შეცვლაზე გასვლის შემდეგ ალეგრის ხელი არ ჩამოართვა.



დიბალა ბოლო პერიოდში თავდასხმის სამეულის წევრს წარმოადგენს გონსალო იგუაინთან და მარიო მანჯუკიჩთან ერთად, რაც არ მოსწონს.

მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელის მიმართ ინტერესს სამი ევროპული გრანდი იჩენს, პაულო ტურინის დატოვების შემდეგ "რეალში" გადასვლას ისურვებს.

ჭორებს ისიც უწყობს ხელს, რომ ახლახანს კრიშტიანუ რონალდუს ორი ფოტო მოიწონა ინსტაგრამზე.

წყარო: the sun
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
9 მარტი 2017 18:02
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
საყრდენზე უნდა იჩალიჩონ პირველ რიგში, დაიერი მაინც დაითრიონ ვერატის თუ ვერ წამოიყვანენ.

დიბალა კიდევ ძაან თითიდან გამოწოვილი ჭორია.
0
№12
ავტორი: PaLoMo
9 მარტი 2017 21:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4128
ციტატა: zinedin zidane
დიბალასაც არ გამოუშვებს იუვენტუსი რა ხართ ასე ცენზურაები მანჩესტერელები
შე ცენზურა მადრიდისტა შენ გუნდს მიხედე და ზედმეტი არმოგივიდეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№13
ავტორი: ROONEY-RUNI
9 მარტი 2017 21:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ციტატა: Mixito
აუუუ ეს მევასება მაგრად მოიყვანეტ რა გთხოვთ

აუუუ ეს მევასება მაგრად მოიყვანეტ რა გთხოვთ

ციტატა: kaxeti
აუ კავანისა და დი მარიას ზედ ფეხებზე და თავზე დავათხრაწე

მაგ მომენტების შემდეგ ბარსასკენ გადაველ მინდოდა რო დაესაჯა პსჯ მაგის გამო და დასაჯა კიდეც



რაც არ უნდა ის ვთვათ ბარსას ფანი არავარ რათქმაიუნდა როდესაც ეშმაკები გვავს ბარსას გავარტყი ლაკატკა მაგრამ რაც გაააკეტა და რაც ვნახეთ მემგონი დასაფასებელია
0
№14
ავტორი: LASHQARA
9 მარტი 2017 23:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
მევასება ეს ფეხბურთელი რაღაც თილისმა ფეხბურთელია love am
0
№15
ავტორი: ROI
10 მარტი 2017 00:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
love love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top