თბილისი:
მანჩესტერი:
8-03-2017, 21:42
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3284,
კომენტარები: 13
UEFA-მ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
მატჩის ჩატარებასთან დაკავშირებით ევროპულმა საფეხბურთო ასოციაციამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
UEFA-მ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "როსტოვის" მატჩი ჩაშლის საფრთხის წინაშე არ არის და დანიშნულ დროს გაიმართება, რამეთუ UEFA-მ მოედნის საფარი თამაშისთვის ვარგისიანად ჩათვალა.

ჟოზე მოურინიომ ევროპა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის გადადება მოითხოვა, რადგანაც მიიჩნია, რომ მოედნის საფარი ფეხბურთელებისთვის სახიფათოა.

მაგრამ ევროპულმა საფეხბურთო ასოციაციამ დღესვე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება და მიუხედავად იმისა, რომ აღიარა, საფარი იდეალური არ არის, მატჩის ჩატარება მაინც შესაძლებლად მიიჩნია.

UEFA-ს განცხადებაში ნათქვამია: "ოთხშაბათს მატჩის ოფიციალურმა პირებმა მოედნის გამოკვლევა ჩაატარეს. მოედნის საფარი იდეალური არ არის, მაგრამ სათამაშოდ ვარგისია. მატჩი დანიშნულ დროს გაიმართება".

თავის მხრივ კი "როსტოვის" მთავარი მწვრთნელი ივან დანილიანცი აცხადებს, რომ მოედანი ახლა უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე "სპარტასთან" მატჩისას იყო.

"ამ საფარზე სხვა ინციდენტი არ მომხდარა, რადგან "სპარტას" უკვე ვეთამაშეთ და მაშინ უარესი პირობები იყო. გვესმის, რომ გადაწყვეტილება UEFA-მ უნდა მიიღოს და არა ჩვენმა კლუბმა. ჩვენც გვინდა უკეთეს მოედანზე თამაში, როგორიც, მაგალითად, "უემბლია".
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
8 მარტი 2017 21:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
არანაირი აზრი არ ქონდა გადადებას, ან რამდენი ხნით უნდა გადადებულიყო რო საფარი უკეთესი გამხდარიყო
0
№2
ავტორი: Lady in red
8 მარტი 2017 21:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
სხვა გადაწყვეტილებას არც ველოდი და ჯობია ახლა ჩატარდეს, რა აზრი აქვს ახლა ითამაშებენ ამ ვითომ მინდვრის საფარზე, თუ ერთი თვის შემდეგ. მთავარია არავინ მიიღოს ტრავმა და მოვიგოთ ეს მატჩი. გაუჭირდებათ, მაგრამ გამარჯვება აუცილებელია.
0
№3
ავტორი: Rooni
8 მარტი 2017 22:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
eseni gadaoben ranaxes aq vargisiani
0
№4
ავტორი: ROI
8 მარტი 2017 22:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ციტატა: Rooni
eseni gadaoben ranaxes aq vargisiani

რანახეს და უეფა უპრო დაბალი დონეა აბა ლიგაზე იყოს მასეტი მერე ნახონ მაგატმაა
0
№5
ავტორი: bachooo
8 მარტი 2017 22:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
შეგიდზლიათ მიპასუხოთ ფანკლუბებს შორის ფეხბურთში ტურნირი არტარდება????
0
№6
ავტორი: ikeoni
8 მარტი 2017 23:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Xo nu racaa egaa unda movigot
0
№7
ავტორი: stepno
8 მარტი 2017 23:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Amatma raga knaan amatac undat uketesii moedanii :-D :-D :-D
0
№8
ავტორი: gela-manutd
9 მარტი 2017 00:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
მაინც მოვიგებთ არაუშავს
0
№9
ავტორი: giorgi_mg
9 მარტი 2017 00:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ზლატანი 3 თამაშთ დასაჯეს ?
0
№10
ავტორი: LASHQARA
9 მარტი 2017 02:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
,, ჩვენც გვინდა უკეთეს მოედანზე თამაში, როგორიც, მაგალითად, "უემბლია".
შემეცოდნენ ტოო გული არ გაქვთ, ნახე კაცმა რა თქვა ესეთ გუნდებს გვერდში დგომა ჭირდებათ ფინანსური, ერთი კარგი მოედანი მადლიაlove am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top