თბილისი:
მანჩესტერი:
8-03-2017, 21:42
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3285,
კომენტარები: 13
UEFA-მ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
მატჩის ჩატარებასთან დაკავშირებით ევროპულმა საფეხბურთო ასოციაციამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
UEFA-მ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "როსტოვის" მატჩი ჩაშლის საფრთხის წინაშე არ არის და დანიშნულ დროს გაიმართება, რამეთუ UEFA-მ მოედნის საფარი თამაშისთვის ვარგისიანად ჩათვალა.

ჟოზე მოურინიომ ევროპა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის გადადება მოითხოვა, რადგანაც მიიჩნია, რომ მოედნის საფარი ფეხბურთელებისთვის სახიფათოა.

მაგრამ ევროპულმა საფეხბურთო ასოციაციამ დღესვე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება და მიუხედავად იმისა, რომ აღიარა, საფარი იდეალური არ არის, მატჩის ჩატარება მაინც შესაძლებლად მიიჩნია.

UEFA-ს განცხადებაში ნათქვამია: "ოთხშაბათს მატჩის ოფიციალურმა პირებმა მოედნის გამოკვლევა ჩაატარეს. მოედნის საფარი იდეალური არ არის, მაგრამ სათამაშოდ ვარგისია. მატჩი დანიშნულ დროს გაიმართება".

თავის მხრივ კი "როსტოვის" მთავარი მწვრთნელი ივან დანილიანცი აცხადებს, რომ მოედანი ახლა უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე "სპარტასთან" მატჩისას იყო.

"ამ საფარზე სხვა ინციდენტი არ მომხდარა, რადგან "სპარტას" უკვე ვეთამაშეთ და მაშინ უარესი პირობები იყო. გვესმის, რომ გადაწყვეტილება UEFA-მ უნდა მიიღოს და არა ჩვენმა კლუბმა. ჩვენც გვინდა უკეთეს მოედანზე თამაში, როგორიც, მაგალითად, "უემბლია".
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Ronni
9 მარტი 2017 02:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
მე უკვე განოვყავარ მანჩესტერს მწყობრიდან!!!
0
№12
ავტორი: temo-scholes
9 მარტი 2017 02:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
ციტატა: bachooo
შეგიდზლიათ მიპასუხოთ ფანკლუბებს შორის ფეხბურთში ტურნირი არტარდება????

მაგრად გაასწორებს რომ ჩატარდეს..

ვერ მოვიგებთ ხვალ, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გავალთ
0
№13
ავტორი: bachooo
9 მარტი 2017 17:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
ციტატა: temo-scholes
ციტატა: bachooo
შეგიდზლიათ მიპასუხოთ ფანკლუბებს შორის ფეხბურთში ტურნირი არტარდება????

მაგრად გაასწორებს რომ ჩატარდეს..

ვერ მოვიგებთ ხვალ, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გავალთ

კი მაგრად გაასწორებს წინა წლებში ჩატარდა მგონი და მაგიტომ მაინტერესებს თუ ეხლაც ტარდება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top