რობერტ ლევანდოვსკის აგენტმა "მანჩესტერ იუნაიტედში" მისი კლიენტის გადასვლის შესაძლებლობა გამორიცხა.
მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელს სამშაბათს დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "იუნაიტედი" ანტუან გრიზმანის ალტერნატივად განიხილავს.
28 წლის ლევანდოვსკის "იუნაიტედი" 2012 წელს ჯერ კიდევ სერ ალექს ფერგიუსონის დროს აკვირდებოდა გერმანიის თასის ფინალში, მაგრამ მაშინ პოლონელის შეძენა ვერ მოხერხდა.
მიუხედავად იმისა, რომ ლევანდოვსკიმ დეკემბერში "ბაიერნთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც 2021 წლამდე დარჩება კლუბში, მას მაინც უკავშირებენ სხვა გუნდში გადასვლას, რასაც აგენტი გამორიცხავს.
როცა გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს, მაიკ ბარტელმა უპასუხა: "ნუთუ მსოფლიოს რომელიმე დიდ ფეხბურთელს სურს, გეგმა B იყოს?"