თბილისი:
მანჩესტერი:
8-03-2017, 11:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2220,
კომენტარები: 11
ლევანდოვსკის აგენტი ჭორებს გამოეხმაურა
პოლონელი თავდამსხმელის აგენტმა პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხა.
ლევანდოვსკის აგენტი ჭორებს გამოეხმაურა
რობერტ ლევანდოვსკის აგენტმა "მანჩესტერ იუნაიტედში" მისი კლიენტის გადასვლის შესაძლებლობა გამორიცხა.

მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელს სამშაბათს დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "იუნაიტედი" ანტუან გრიზმანის ალტერნატივად განიხილავს.

28 წლის ლევანდოვსკის "იუნაიტედი" 2012 წელს ჯერ კიდევ სერ ალექს ფერგიუსონის დროს აკვირდებოდა გერმანიის თასის ფინალში, მაგრამ მაშინ პოლონელის შეძენა ვერ მოხერხდა.

მიუხედავად იმისა, რომ ლევანდოვსკიმ დეკემბერში "ბაიერნთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც 2021 წლამდე დარჩება კლუბში, მას მაინც უკავშირებენ სხვა გუნდში გადასვლას, რასაც აგენტი გამორიცხავს.

როცა გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს, მაიკ ბარტელმა უპასუხა: "ნუთუ მსოფლიოს რომელიმე დიდ ფეხბურთელს სურს, გეგმა B იყოს?"

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: ROONEY-RUNI
9 მარტი 2017 20:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
აუ ეს რი გადმოვიდეს მაგრამ გააასწორებს რააა მაგრა მევასება ეს ფეხბურთელი მაგრამ თუ არ უნდა ცენზურა-->*** სახცეწნი რა გვქავს უბერებელი იბრაკადაბრა ხო გვყავს ჯერ ჯერობით
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top