თბილისი:
მანჩესტერი:
8-03-2017, 10:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3151,
კომენტარები: 12
"იუნაიტედი" ერერას კონტრაქტში შეტანილ პუნქტს აამოქმედებს
ანდერ ერერას კონტრაქტში ცვლილებები შევა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ანდერ ერერას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.

27 წლის ფეხბურთელს 2014 წელს გაფორმებული შეთანხმების თანახმად მომდევნო სეზონის ბოლოს კონტრაქტის ვადა ეწურება, მაგრამ მოურინიოს მიმდინარე სეზონში მისი თამაში მოსწონს და ბასკის შენარჩუნება სურს.

ამ მიზეზით კი ნახევარმცველის კონტრაქტში შეტანილი პუნქტი გააქტიურდება, რომელიც ავტომატურად გაახანგრძლივებს შეთანხმებას დამატებით ერთი წლით.

ბილბაოს "ატლეტიკის" ყოფილ ფეხბურთელს მინიმუმ 2019 წლამდე შეეძლება "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენა, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ მან ამის შემდეგაც დაიმსახუროს ახალი კონტრაქტი.

"ოლდ ტრაფორდის" წყარო აცხადებს: "კლუბს მოცდა შეუძლია, სანამ ახალ პირობებს შესთავაზებს, მაგრამ ეს ნამდვილად სურთ.

არავინ ღელავს იმაზე, რომ ბოლო წელი ეწყება. ნაადრევი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და ყველაფერი კარგად მიმდინარეობს.

"იუნაიტედს" ნებისმიერ დროს შეუძლია გახანგრძლივება. ერერა მიმდინარე სეზონში შთამბეჭდავია, მაგრამ ჟოზეს დრო აქვს.

შეუძლია ახლავე გაახანგრძლივოს, მაგრამ კლუბის ხელფასების ზრდის დროებით შეჩერებას ამჯობინებს".


წყარო: the sun
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: talic
8 მარტი 2017 10:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
ერერა გვჭირდება უდიდეს სამუშაოს ასრულებს
0
№2
ავტორი: gache1991
8 მარტი 2017 11:03
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
daimsaxura..echvic ar mepareboda to es bichi atamashdeboda..cota met ad tu gaixsneba da totenhemma mikis ra panic gauketa egetebs gaaketebs mtlad uketesibiqneba
0
№3
ავტორი: gaga1987
8 მარტი 2017 11:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
kai bichia.mebrdzoli da gulis chandebi.imedia mou kide ufro daxvecavs
0
№4
ავტორი: ROI
8 მარტი 2017 12:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ჰოოდა დარცჰეს მგარი ბიცჰია:*
0
№5
ავტორი: Mixito
8 მარტი 2017 12:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
რო არ იყო ბორმოუთთან ვნახეთ შედეგი
0
№6
ავტორი: gela-manutd
8 მარტი 2017 13:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ერერა ძაან მაგარია იმსახურებს დიდი ხნით დარჩენას
0
№7
ავტორი: pogba.
8 მარტი 2017 13:58
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
ეს არსად არაა წამსვლელი
0
№8
ავტორი: ikeoni
8 მარტი 2017 14:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Dzaan kaiii suli da gulia manchesiii❤️
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
8 მარტი 2017 14:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
იმსახურებს კიდეც
0
№10
ავტორი: MEMPHIS 7
8 მარტი 2017 15:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
არაა გასასვები ძაან მშრომელი ბიჭია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top