თბილისი:
მანჩესტერი:
8-03-2017, 10:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3152,
კომენტარები: 12
"იუნაიტედი" ერერას კონტრაქტში შეტანილ პუნქტს აამოქმედებს
ანდერ ერერას კონტრაქტში ცვლილებები შევა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ანდერ ერერას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.

27 წლის ფეხბურთელს 2014 წელს გაფორმებული შეთანხმების თანახმად მომდევნო სეზონის ბოლოს კონტრაქტის ვადა ეწურება, მაგრამ მოურინიოს მიმდინარე სეზონში მისი თამაში მოსწონს და ბასკის შენარჩუნება სურს.

ამ მიზეზით კი ნახევარმცველის კონტრაქტში შეტანილი პუნქტი გააქტიურდება, რომელიც ავტომატურად გაახანგრძლივებს შეთანხმებას დამატებით ერთი წლით.

ბილბაოს "ატლეტიკის" ყოფილ ფეხბურთელს მინიმუმ 2019 წლამდე შეეძლება "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენა, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ მან ამის შემდეგაც დაიმსახუროს ახალი კონტრაქტი.

"ოლდ ტრაფორდის" წყარო აცხადებს: "კლუბს მოცდა შეუძლია, სანამ ახალ პირობებს შესთავაზებს, მაგრამ ეს ნამდვილად სურთ.

არავინ ღელავს იმაზე, რომ ბოლო წელი ეწყება. ნაადრევი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და ყველაფერი კარგად მიმდინარეობს.

"იუნაიტედს" ნებისმიერ დროს შეუძლია გახანგრძლივება. ერერა მიმდინარე სეზონში შთამბეჭდავია, მაგრამ ჟოზეს დრო აქვს.

შეუძლია ახლავე გაახანგრძლივოს, მაგრამ კლუბის ხელფასების ზრდის დროებით შეჩერებას ამჯობინებს".


წყარო: the sun
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Razor
8 მარტი 2017 15:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
ჩემი აზრით ეს თავისით გუნდიდან არ წავა თუ იმენნა არ უთხრეს რო წადიო :D ასე რომ 1 წლიანს კი არა სავარაუდოდ ახალ კონტრაკტს 3+1 ს გააკეთებენ როგორც იციან ხოლმე ;)
0
№12
ავტორი: stepno
8 მარტი 2017 17:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Umagresiaa imediaa didi xnit ikneba
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top