თბილისი:
მანჩესტერი:
7-03-2017, 22:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2502,
კომენტარები: 19
მარკოს როხოს ბიძაშვილი დანაშაულის ჩადენის შემდეგ გარდაიცვალა
17 წლის როხო საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მარკოს როხოს ბიძაშვილი დანაშაულის ჩადენის შემდეგ გარდაიცვალა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველის, მარკოს როხოს ბიძაშვილი ყოფილი პოლიციელის გაძარცვის მცდელობის შემდეგ გარდაიცვალა.

17 წლის ჯერონიმო როხო დღეს დილის საათებში საავადმყოფოში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც თანმხლებ პირთან ერთად პენსიაში გასული პოლიციელის გაძარცვის მცდელობისას იარაღით დაჭრეს. თანმხლები პირი 26 წლის როდრიგო ბარბოსა გახლდათ, რომელიც დანაშAულის ადგილზე დაიღუპა.

მარკოს როხოს ბიძაშვილი დანაშაულის ჩადენის შემდეგ გარდაიცვალა


ისინი 50 წლის რაუნ ანიბალის გაძარცვას გუშინ საღამოს 10 საათზე ეცადნენ მარკოსის მშობლიურ ქალაქ ლა პლატაში, რომელიც არგენტინელის დედაქალაქ ბუენოს აირესიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით ერთი საათის სავალზეა.

ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ პოლიციის ყოფილმა ოფიცერმა რამდენიმე გასროლა განახორციელა ახალგაზრდების მიმართულებით, რაც ფატალური აღმოჩნდა.

ბარბოსა რამდენიმე წუთში გარდაიცვალა, როხო კი სან მარტინის საავადმყოფოში გადაიყვანეს მხარში მომხდარი ტყვიით, მაგრამ შვიდსაათიანი ბრძოლის შემდეგ სიცოცხლეს გამოეთხოვა.

ლა პლატას ავტორიტეტულმა გამოცემა "ჰოიმ", რომელმაც უმცროს დამნაშავეს მარკოს როხოს ბიძაშვილი უწოდა, თინეიჯერისა და მისი გარდაცვლილი თანამზრახველის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მათივე მოტოციკლეტთან ერთად არის გადაღებული.

მარკოს როხოს ბიძაშვილი დანაშაულის ჩადენის შემდეგ გარდაიცვალა


პოლიციის ანგარიშში ნათქვამია, რომ წყვილმა ჯერ ტაქსის გაძარცვა სცადა, რის შემდეგაც ყოფილი პოლიციელი ამოიღეს მიზანში. თავის მხრივ დაპატიმრებულმა ყოფილმა პოლიციელმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ მას იარაღი დაუმიზნეს, რის შემდეგაც თავდაცვის მიზნით 40-კალიბრინია პისტოლეტიდან გაისროლა.

მარკოს როხოს ბიძაშვილი დანაშაულის ჩადენის შემდეგ გარდაიცვალა


წყარო: mirror
ახალი ამბები
19 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
7 მარტი 2017 22:42
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
მდა განგსტერს ინ და ჰუდ , ეტყობა დიდად არ ქონიათ ბიძაშვილებს კარგი ურთიერთობა თორე რამდენიც არუნდა დაჭირვებოდა როხო ვერ მისცემდა რო?
1
№2
ავტორი: ikeoni
7 მარტი 2017 23:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
ციტატა: shotkin
მდა განგსტერს ინ და ჰუდ , ეტყობა დიდად არ ქონიათ ბიძაშვილებს კარგი ურთიერთობა თორე რამდენიც არუნდა დაჭირვებოდა როხო ვერ მისცემდა რო?

Ramdeni milioneris shvilia srokze magas ras gaigeb dzma
0
№3
ავტორი: shotkin
7 მარტი 2017 23:34
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: ikeoni
ციტატა: shotkin
მდა განგსტერს ინ და ჰუდ , ეტყობა დიდად არ ქონიათ ბიძაშვილებს კარგი ურთიერთობა თორე რამდენიც არუნდა დაჭირვებოდა როხო ვერ მისცემდა რო?

Ramdeni milioneris shvilia srokze magas ras gaigeb dzma

ხო ეგეც არის
0
№4
ავტორი: Mixito
8 მარტი 2017 00:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
ეს არსენალი რატოოაა ესე ცენზურა გუნდი მასტები პირველ ტამაშ წაგებენ ისე რო ყველაფერს ასრულებენ და მერე თავს იკლავენ
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
8 მარტი 2017 00:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
სურატები გამოქვეყნდა როხოსი რო ტირის :/
0
№6
ავტორი: gela-manutd
8 მარტი 2017 00:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ცუდია
0
№7
ავტორი: tyeshela1
8 მარტი 2017 00:49
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
სხვათაშორის როხოს ოჯახიდან კრიმინალური წარსული მარტო ამ ბიჭს არ ჰქონია.
0
№8
ავტორი: Mixito
8 მარტი 2017 01:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
[quote=tyeshela1]სხვათაშორის როხოს ოჯახიდან კრიმინალური წარსული მარტო ამ ბიჭს არ ჰქონია.[/quote
მაგითომა კაცი

არსეალლლლლლლლლ უუუუუუუ
0
№9
ავტორი: Dato kutaisi
8 მარტი 2017 01:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
ძალიან ცუდია.რა მაგის პასუხია მაგრამ არსენალს საერთოდ უნდა აუკრძალო ევრო ტურნირებზე მონაწილეობა სირცხვილია უკვე რა.არადა ეპლში ოთხეულზე გეცილება სულ

[quote=Mixito][quote=tyeshela1]სხვათაშორის როხოს ოჯახიდან კრიმინალური წარსული მარტო ამ ბიჭს არ ჰქონია.[/quote
მაგითომა კაცი

არსეალლლლლლლლლ უუუუუუუ[/quote]
ჩვენ თუ არ მოვიგეთ ევროპის ლიგა ინგლისის რეიტინგი ისე დაეცემა 3გუნდი გვეყოლება ლიგაზე არსენალის ნაირი გუნდების გამო.არადა პრინციპში 4გადიოდეს და ვერაფერს შვებოდეს ამასაც რა აზრი აქვს
0
№10
ავტორი: tedore
8 მარტი 2017 01:38
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
არსენალი რა საცოდავია...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top