თბილისი:
მანჩესტერი:
7-03-2017, 22:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2507,
კომენტარები: 19
მარკოს როხოს ბიძაშვილი დანაშაულის ჩადენის შემდეგ გარდაიცვალა
17 წლის როხო საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მარკოს როხოს ბიძაშვილი დანაშაულის ჩადენის შემდეგ გარდაიცვალა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველის, მარკოს როხოს ბიძაშვილი ყოფილი პოლიციელის გაძარცვის მცდელობის შემდეგ გარდაიცვალა.

17 წლის ჯერონიმო როხო დღეს დილის საათებში საავადმყოფოში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც თანმხლებ პირთან ერთად პენსიაში გასული პოლიციელის გაძარცვის მცდელობისას იარაღით დაჭრეს. თანმხლები პირი 26 წლის როდრიგო ბარბოსა გახლდათ, რომელიც დანაშAულის ადგილზე დაიღუპა.

მარკოს როხოს ბიძაშვილი დანაშაულის ჩადენის შემდეგ გარდაიცვალა


ისინი 50 წლის რაუნ ანიბალის გაძარცვას გუშინ საღამოს 10 საათზე ეცადნენ მარკოსის მშობლიურ ქალაქ ლა პლატაში, რომელიც არგენტინელის დედაქალაქ ბუენოს აირესიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით ერთი საათის სავალზეა.

ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ პოლიციის ყოფილმა ოფიცერმა რამდენიმე გასროლა განახორციელა ახალგაზრდების მიმართულებით, რაც ფატალური აღმოჩნდა.

ბარბოსა რამდენიმე წუთში გარდაიცვალა, როხო კი სან მარტინის საავადმყოფოში გადაიყვანეს მხარში მომხდარი ტყვიით, მაგრამ შვიდსაათიანი ბრძოლის შემდეგ სიცოცხლეს გამოეთხოვა.

ლა პლატას ავტორიტეტულმა გამოცემა "ჰოიმ", რომელმაც უმცროს დამნაშავეს მარკოს როხოს ბიძაშვილი უწოდა, თინეიჯერისა და მისი გარდაცვლილი თანამზრახველის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მათივე მოტოციკლეტთან ერთად არის გადაღებული.

მარკოს როხოს ბიძაშვილი დანაშაულის ჩადენის შემდეგ გარდაიცვალა


პოლიციის ანგარიშში ნათქვამია, რომ წყვილმა ჯერ ტაქსის გაძარცვა სცადა, რის შემდეგაც ყოფილი პოლიციელი ამოიღეს მიზანში. თავის მხრივ დაპატიმრებულმა ყოფილმა პოლიციელმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ მას იარაღი დაუმიზნეს, რის შემდეგაც თავდაცვის მიზნით 40-კალიბრინია პისტოლეტიდან გაისროლა.

მარკოს როხოს ბიძაშვილი დანაშაულის ჩადენის შემდეგ გარდაიცვალა


წყარო: mirror
ახალი ამბები
19 კომენტარი
№11
ავტორი: Mixito
8 მარტი 2017 01:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
წელსაც და მერე დალაგდება ინგლისი მანიუ ჩელსი სიტი ლივე ვსო
0
№12
ავტორი: giorgisamnidze99
8 მარტი 2017 02:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
სამწუხაროა ესეთი ამბავი მარა ფული ვერ მიცა როხომ რამე რო ეს გააკეთააა რავიცი რააა თლათ გამოშტერდა ეს ხალხი მარა ფულიანიც და კრიჯანიც არ ილევა
0
№13
ავტორი: craig shakespeare
8 მარტი 2017 09:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
აუ რა ცოდვაა თან ასე ახალგაზრდა და ისე არსენალი რა ცენზურაა 10-2 სანჩესის სახე ნახეთ ბოლო გოლზე არსენალს დასცინოდა თავისივე ფეხბურთელი
0
№14
ავტორი: england premier league
8 მარტი 2017 09:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
არა კაი ამბავი
0
№15
ავტორი: bako
8 მარტი 2017 09:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
ციტატა: craig shakespeare
აუ რა ცოდვაა თან ასე ახალგაზრდა და ისე არსენალი რა ცენზურაა 10-2 სანჩესის სახე ნახეთ ბოლო გოლზე არსენალს დასცინოდა თავისივე ფეხბურთელი

მართალი ხარ არსენალი ინგლისს არცხვენს
0
№16
ავტორი: samuel umtiti
8 მარტი 2017 09:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ზდაროვა ბიჭებს მე ბარსას ფანი ვარ მაგრამ პრემიერ ლიგაში მთელი გულით მანჩესტერს ვბალეშიკობ და რა მართლა გული შემტკივა რო თხეულში არ ხართ არსენალს ჩემპიონთა ლიდაზე რა უნდა დღემდე ვერ ვგებულობ
0
№17
ავტორი: talic
8 მარტი 2017 10:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
ციტატა: samuel umtiti
ზდაროვა ბიჭებს მე ბარსას ფანი ვარ მაგრამ პრემიერ ლიგაში მთელი გულით მანჩესტერს ვბალეშიკობ და რა მართლა გული შემტკივა რო თხეულში არ ხართ არსენალს ჩემპიონთა ლიდაზე რა უნდა დღემდე ვერ ვგებულობ

გაგიმარჯოს ყველა კულე ჯიგარია მადრიდისტებისგან განსვავებით
0
№18
ავტორი: stepno
8 მარტი 2017 17:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Ras dzarcvavda meree an taqsisgan raga undodaa :-))) normaluri cxovreba visac ar unda sabolood esaa dasasruli
0
№19
ავტორი: Old Red Devil
8 მარტი 2017 22:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
როხოს სუ დიშლაზე არ კიდია derpthumb
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top