ფრანგის ვერ შეძენის შემთხვევაში მოურინიო სხვა ფორვარდების გადაბირებას ეცდება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ალტერნატიულ ვარიანტს ეძებს იმ შემთხვევისთვის, თუკი ანტუან გრიზმანის გადაბირებაში სირთულეები წარმოიქმნდება და ასეთ ვარიანტებად კილიან მბაპესა და რობერტ ლევანდოვსკის განიხილავს.
მიუხედავად იმისა, რომ ფრანგ ფეხბურთელთან "წითლებმა" პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმეს წლის დასაწყისში და ჟოზე მოურინიოს ჯერ კიდევ სურს მისი გადაბირება, გრიზმანის შეძენას სწორედ მადრიდის "ატლეტიკომ" შეიძლება შეუშალოს ხელი, რომელსაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, არ განშორდეს თავის წამყვან ფეხბურთელს იმავე წელს, როცა კლუბი სტადიონს იცვლის.
"იუნაიტედს" სრულად მოუწევს გამოსასყიდი თანხის გადახდა, თუკი მისი შეძენა მართლაც სურს, ეს პროცესი კი გაცილებით მარტივია, ვიდრე ამ თანხაზე მადრიდელთა დათანხმება. "იუნაიტედთან" დაკავშირებული წყარო კი თავის მხრივ იტყობინება, რომ მოურინიო მიზნის მიღწევაში ეჭვობს.
ამ მიზეზების გამო "იუნაიტედმა" გრიზმანი პრიორიტეტად დაისახა, მაგრამ სხვა გამოსავალზეც სერიოზულად დაიწყო მუშაობა.
მბაპეს სენსაციური თამაში "იუნაიტედს" აიძულებს შეამოწმოს, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება 18 წლის ფეხბურთელის შეძენა, მაგრამ ლევანდოვსკის მსოფლიო სტატუსი - კომბინირებული მის შესაძლებლობებთან - ასევე საყურადღებო ტრანსფერი გამოდგება.
პოლონელი თავდამსხმელის შეძენა "იუნაიტედს" კომერციული თვალსაზრისითაც აწყობს. ლევანდოვსკიმ ახლახანს გააფორმა "ბაიერნთან" ახალი კონტრაქტი და მიუხედავად იმისა, რომ გერმანული გრანდი მასთან განშორებას არ მოინდომებს, პრემიერ ლიგის მკვიდრები მაინც ეცდებიან რობერტის შეძენას.
წყარო:
independent