თბილისი:
მანჩესტერი:
7-03-2017, 11:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3141,
კომენტარები: 16
"იუნაიტედმა" გრიზმანის ორი ალტერნატივა დაასახელა
ფრანგის ვერ შეძენის შემთხვევაში მოურინიო სხვა ფორვარდების გადაბირებას ეცდება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ალტერნატიულ ვარიანტს ეძებს იმ შემთხვევისთვის, თუკი ანტუან გრიზმანის გადაბირებაში სირთულეები წარმოიქმნდება და ასეთ ვარიანტებად კილიან მბაპესა და რობერტ ლევანდოვსკის განიხილავს.

მიუხედავად იმისა, რომ ფრანგ ფეხბურთელთან "წითლებმა" პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმეს წლის დასაწყისში და ჟოზე მოურინიოს ჯერ კიდევ სურს მისი გადაბირება, გრიზმანის შეძენას სწორედ მადრიდის "ატლეტიკომ" შეიძლება შეუშალოს ხელი, რომელსაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, არ განშორდეს თავის წამყვან ფეხბურთელს იმავე წელს, როცა კლუბი სტადიონს იცვლის.

"იუნაიტედს" სრულად მოუწევს გამოსასყიდი თანხის გადახდა, თუკი მისი შეძენა მართლაც სურს, ეს პროცესი კი გაცილებით მარტივია, ვიდრე ამ თანხაზე მადრიდელთა დათანხმება. "იუნაიტედთან" დაკავშირებული წყარო კი თავის მხრივ იტყობინება, რომ მოურინიო მიზნის მიღწევაში ეჭვობს.

ამ მიზეზების გამო "იუნაიტედმა" გრიზმანი პრიორიტეტად დაისახა, მაგრამ სხვა გამოსავალზეც სერიოზულად დაიწყო მუშაობა.

მბაპეს სენსაციური თამაში "იუნაიტედს" აიძულებს შეამოწმოს, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება 18 წლის ფეხბურთელის შეძენა, მაგრამ ლევანდოვსკის მსოფლიო სტატუსი - კომბინირებული მის შესაძლებლობებთან - ასევე საყურადღებო ტრანსფერი გამოდგება.

პოლონელი თავდამსხმელის შეძენა "იუნაიტედს" კომერციული თვალსაზრისითაც აწყობს. ლევანდოვსკიმ ახლახანს გააფორმა "ბაიერნთან" ახალი კონტრაქტი და მიუხედავად იმისა, რომ გერმანული გრანდი მასთან განშორებას არ მოინდომებს, პრემიერ ლიგის მკვიდრები მაინც ეცდებიან რობერტის შეძენას.

წყარო: independent
ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: tyeshela1
7 მარტი 2017 18:46
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ციტატა: GeorgeBest
აუ ლევანდოვსკი თავის დროზე რო დაგვეთრია recourse მაგრად მევასებოდა სულ

ეხლა ძაან უშანსოდ ვართ. არ მგონია ბაიერნის დატოვება მოინდომოს

მაგან თქვა ფერგი რომ დარჩენილიყო წავიდოდიო
0
№12
ავტორი: GeorgeBest
7 მარტი 2017 18:47
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: tyeshela1
ციტატა: GeorgeBest
აუ ლევანდოვსკი თავის დროზე რო დაგვეთრია recourse მაგრად მევასებოდა სულ

ეხლა ძაან უშანსოდ ვართ. არ მგონია ბაიერნის დატოვება მოინდომოს

მაგან თქვა ფერგი რომ დარჩენილიყო წავიდოდიო

მწვრთნელს ძაან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ მხრივ მოუ დიდ როლს ითამაშებს სხვებთან
0
№13
ავტორი: tornike shavishvili
7 მარტი 2017 19:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
momkalit tu ginda da grizmani ar mevaseba :D
0
№14
ავტორი: kobinio
8 მარტი 2017 03:16
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ლევანდოვსკი არა ბეილი
რა სლეობას გახევენ ხოლმე
არ გადმოვა გრისმანი და იყოს თავის ბანძ ატლეტიკოში მყრალ სიმეონესთან
0
№15
ავტორი: craig shakespeare
8 მარტი 2017 09:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
ბაიერნიდან არ წავა ლევანდოვსკი მბაპე დემბელე კაი იქნება
0
№16
ავტორი: bako
8 მარტი 2017 09:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
გრიზმანს ატლეტიკო ისედაც არ გამოუშვებს და არც ლევანდოვსკის ბაიერნი ამიტომაც მონაკოდან მბაპე ვითრიოთ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top