"იუნაიტედს" მინიმუმ ერთი ძირითადის ფეხბურთელი დააკლდება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" რუსეთში დღეს გაფრინდება, რათა ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი მატჩი გამართოს "როსტოვთან", რაშიც პირველი გუნდის მინიმუმ 1 ფეხბურთელი ვერ დაეხმარება.
"წითლების" რიგებში ზაფხულში "ვილიარეალიდან" გადასულმა ერიკ ბაიიმ "სენტ-ეტიენთან" მიღებული წითელი ბარათის გამო დისკვალიფიკაცია უნდა მოიხადოს. კოტ დ'ივუარელი ფეხბურთელი არც პრემიერ ლიგის მატჩის განაცხადში იყო, როცა მისი გუნდი "ბორნმუთთან" თამაშობდა, დაცვის ცენტრი კი მარკოს როხომ და ფილ ჯონსმა დაიკავეს.
საეჭვოა ასევე ჰენრიხ მხითარიანის გამგზავრება რუსეთში. სომეხს "სტად ჟოფრი-გიშარზე" მიღებული ტრავმა ჯერ არ მოუშუშებია და როგორც ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ის "ჩელსისთან" ინგლისის თასის მატჩში შეძლებს თამაშს.
ამავე ინტერვიუში პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ბასტიან შვაინშტაიგერს მცირე ტრავმა აქვს.
გუნდის ზუსტი შემადგენლობა მაშინ გამოცხადდება, როცა "იუნაიტედი" ევროპა ლიგის მატჩისთვის რუსეთში გაემგზავრება.
ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონზე დარეგისტრირებული ფეხბურთელები:დე ხეა, პერეირა, ო'ჰარა, რომერო, ვალენსია, დარმიანი, ფოსუ-მენსა, ბაიი, ჯონსი, როხო, სმოლინგი, ტუანზებე, ბლინდი, შოუ, იანგი, კერიკი, ერერა, ფელაინი, შვაინშტაიგერი, პოგბა, მატა, ლინგარდი, მხითარიანი, მარსიალი, რეშფორდი, რუნი, იბრაჰიმოვიჩი.
წყარო:
manutd.com