თბილისი:
მანჩესტერი:
7-03-2017, 10:42
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2049,
კომენტარები: 11
რომელი ფეხბურთელები შეძლებენ როსტოვში გამგზავრებას
"იუნაიტედს" მინიმუმ ერთი ძირითადის ფეხბურთელი დააკლდება.
რომელი ფეხბურთელები შეძლებენ როსტოვში გამგზავრებას
"მანჩესტერ იუნაიტედი" რუსეთში დღეს გაფრინდება, რათა ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი მატჩი გამართოს "როსტოვთან", რაშიც პირველი გუნდის მინიმუმ 1 ფეხბურთელი ვერ დაეხმარება.

"წითლების" რიგებში ზაფხულში "ვილიარეალიდან" გადასულმა ერიკ ბაიიმ "სენტ-ეტიენთან" მიღებული წითელი ბარათის გამო დისკვალიფიკაცია უნდა მოიხადოს. კოტ დ'ივუარელი ფეხბურთელი არც პრემიერ ლიგის მატჩის განაცხადში იყო, როცა მისი გუნდი "ბორნმუთთან" თამაშობდა, დაცვის ცენტრი კი მარკოს როხომ და ფილ ჯონსმა დაიკავეს.

საეჭვოა ასევე ჰენრიხ მხითარიანის გამგზავრება რუსეთში. სომეხს "სტად ჟოფრი-გიშარზე" მიღებული ტრავმა ჯერ არ მოუშუშებია და როგორც ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ის "ჩელსისთან" ინგლისის თასის მატჩში შეძლებს თამაშს.

ამავე ინტერვიუში პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ბასტიან შვაინშტაიგერს მცირე ტრავმა აქვს.

გუნდის ზუსტი შემადგენლობა მაშინ გამოცხადდება, როცა "იუნაიტედი" ევროპა ლიგის მატჩისთვის რუსეთში გაემგზავრება.

ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონზე დარეგისტრირებული ფეხბურთელები:

დე ხეა, პერეირა, ო'ჰარა, რომერო, ვალენსია, დარმიანი, ფოსუ-მენსა, ბაიი, ჯონსი, როხო, სმოლინგი, ტუანზებე, ბლინდი, შოუ, იანგი, კერიკი, ერერა, ფელაინი, შვაინშტაიგერი, პოგბა, მატა, ლინგარდი, მხითარიანი, მარსიალი, რეშფორდი, რუნი, იბრაჰიმოვიჩი.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: ROI
7 მარტი 2017 19:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ციტატა: dybbuk
ციტატა: SANDROGRIGA
ევროპა ლიგის მოგებას უნდა ეცადონ, ოთხეულში შესვლა ძაან გაუჭირდებათ, ადვილი არც ეს არაა მარა ალტერნატივა როა მაინც კაია. ორივეს თუ შეძლებენ მთლად უკეთესი

ნამდვილად ეგრეა ბრატ, ისეთ სიტუაციაში ვართ რო მაქსიმალურად დახარჯვა მოუწევთ მიზნის მისაღწევად, დღეს მანიუს მიზანი ევროპა ლიგის თასზე მეტად ლიგის საგზურია ანუ თვითონ ტიტულზე მეტად ლიგის საგზურის მოპოვებაა ამ ტურნირიდან უფრო ფასეულია ვიდრე როგორც გამარჯვებული, ორივე მხარეს უნდა მიაწვნენ და თუნდაც ლივერპულის შარშანდელი მაგალითი უნდა აიღონ, ბოლოს სამში გრძელი რო შეხვდათ

ორივე კარგი იქნება მაგრამ მე ევროპა ლიგა მინდა დზალიაან იმიტომ რომ ყველა დიდი ტურნირი ექნება მანიუს მოგებული და მაგრად გაასწორეებს:*
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top