რიო ფერდინანდს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" სეზონის ბოლოს პრემიერ ლიგის საუკეთესო ოთხეულში დაიკავებს ადგილს.
ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის იმედს დარტყმა მიაყენა "ბორნმუთთან" ფრედ დასრულებულმა მატჩმა, რაც "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრთა მეშვიდე საშინაო ფრე გამოდგა მიმდინარე სეზონში.
ჟოზე მოურინიოს გუნდს სეზონის დასრულებამდე 11 ტურით ადრე მეოთხე ადგილამდე სამი ქულა აშორებს, თუმცა ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
"ვფიქრობ, "არსენალი" და "ლივერპული" დარჩებიან ოთხეულს მიღმა. პრობლემა ის არის, რომ ეს გუნდები არასტაბილურები არიან.
"იუნაიტედი" კარგ ფორმაშია და მენტალურად გამარჯვებების მოპოვებას დაუბრუნდა. მართალია ფრე ითამაშეს "ბორნმუთთან", მაგრამ უკვე ტიტული მოიპოვეს.
ჯერ კიდევ მჯერა, რომ ჟოზე მოურინიო შეძლებს ამ გუნდში პრობლემის აღმოფხვრას. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი "იუნაიტედისთვის" ზლატან იბრაჰიმოვიჩია", - განაცხადა ფერდინანდმა.