თბილისი:
მანჩესტერი:
6-03-2017, 13:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2699,
კომენტარები: 12
ფერდინანდი: "იუნაიტედი" ოთხეულში შევა"
რიოს მიაჩნია, რომ "არსენალი" და "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩებიან.
ფერდინანდი:
რიო ფერდინანდს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" სეზონის ბოლოს პრემიერ ლიგის საუკეთესო ოთხეულში დაიკავებს ადგილს.

ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის იმედს დარტყმა მიაყენა "ბორნმუთთან" ფრედ დასრულებულმა მატჩმა, რაც "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრთა მეშვიდე საშინაო ფრე გამოდგა მიმდინარე სეზონში.

ჟოზე მოურინიოს გუნდს სეზონის დასრულებამდე 11 ტურით ადრე მეოთხე ადგილამდე სამი ქულა აშორებს, თუმცა ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

"ვფიქრობ, "არსენალი" და "ლივერპული" დარჩებიან ოთხეულს მიღმა. პრობლემა ის არის, რომ ეს გუნდები არასტაბილურები არიან.

"იუნაიტედი" კარგ ფორმაშია და მენტალურად გამარჯვებების მოპოვებას დაუბრუნდა. მართალია ფრე ითამაშეს "ბორნმუთთან", მაგრამ უკვე ტიტული მოიპოვეს.

ჯერ კიდევ მჯერა, რომ ჟოზე მოურინიო შეძლებს ამ გუნდში პრობლემის აღმოფხვრას. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი "იუნაიტედისთვის" ზლატან იბრაჰიმოვიჩია",
- განაცხადა ფერდინანდმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: nugo-nugo
6 მარტი 2017 19:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
ვფიქრობ შევალთ.ნუ სახლში ამდენი ფრე რო არ გვეთამაშა შეიძლება ახლა ჩლსისთან ახლოსაც ვყოფილიყავით.გული დამწყდა როგორ ვერ მოვიგეთ ბორმუთთან,მაგრამ მაინც შევალთ არაფერი დასრულებულა ჯერ. რთული მათცები აქვს ლივერსაც არსენალსაც და მგონი სიტისაც.უნდა გამოვიყენოთ შანსი, ჩლსი სიტი იუნიატედი ტოტენჰემი მგონია ოთხეული
0
№12
ავტორი: tyeshela1
7 მარტი 2017 18:40
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
კლოპის ოთხეულის მიღმა აღმოჩენა კარგი სანახავი იქნება, მერე კიდე გააკეთოს ეგ თავისი სარკასტული განცხადებები იუნაიტედის მიმართ.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top