"ბორნმუთის" ფეხბურთელი ტაირონ მინგსი აცხადებს, რომ იცოდა, სამაგიეროს გადაუხდიდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი თავზე დაბიჯების გამო - ინციდენტის, რომელსაც შემთხვევითობას უწოდებს.
შაბათს "ოლდ ტრაფორდზე" ფრედ დასრულებულ მატჩში მცველს არაერთი დაპირისპირება ჰქონდა "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელთან. მინგსმა გაზონზე გაწოლილ შვედს თავზე დააბიჯა, რის შემდეგაც მალევე სახეში დარტყმა მიიღო, როცა კუთხურის ჩაწოდებისას საჰაერო ორთაბრძოლა გამართეს.
მიუხედავად ასეთი შემთხვევებისა, მსაჯმა ორივე დატოვა მეოდანზე, მაგრამ გააძევა ენდრიუ სურმენი, რომელმაც მეორე ყვითელი ბარათი დაიმსახურა იბრაჰიმოვიჩისთვის ხელის კვრის გამო.
მინგსი აცხადებს, რომ იბრაჰიმოვიჩის მიმართ პირადი უკმაყოფილება არ აქვს და მხოლოდ შემთხვევითობის ბრალია მის თავზე ფეხის დაბიჯება.
"არა, მის თავზე დაბიჯება არ განმიზრახავს, საერთოდ არა. ამას არასდროს გავაკეთებ - მე ასე არ ვთამაშობ. მხოლოდ რთულ და სამართლიან ორთაბრძოლებში შესვლა მიყვარს. უბურთოდ ასე მოქცევა ჩემი თამაშის ნაწილი არ არის.
მან მხოლოდ მითხრა: "კარგად ითამაშე, კარგი ფეხბურთელი ხარ" - არა, არ უთქვამს! იბრაჰიმოვიჩი ის არის, ვინც არის - კარგი ფეხბურთელი, ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეა და ჩვენც ყოველდღე ამას ვაწყდებით. ეს ბრძოლა იყო. შესაძლოა, იდაყვი მომხვდა, არ დამინახავს, მხოლოდ ვიგრძენი.
ვგრძნობდი, რომ მთელი დარჩენილი მატჩის განმავლობაში ჩემთვის სამაგიეროს გადახდას ეცდებოდა. ფიზიკურად ძლიერი ბიჭია და კარგი გამოცდა ჩამიტარა", - განაცხადა "ბორნმუთის" მცველმა.