თბილისი:
მანჩესტერი:
5-03-2017, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2452,
კომენტარები: 18
მინგსი: "ვიცოდი, რომ ზლატანი სამაგიეროს გადამიხდიდა"
საკამათო ეპიზოდის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, რომ განზრახული ქმედება არ ჩაუდენია.
მინგსი:
"ბორნმუთის" ფეხბურთელი ტაირონ მინგსი აცხადებს, რომ იცოდა, სამაგიეროს გადაუხდიდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი თავზე დაბიჯების გამო - ინციდენტის, რომელსაც შემთხვევითობას უწოდებს.

შაბათს "ოლდ ტრაფორდზე" ფრედ დასრულებულ მატჩში მცველს არაერთი დაპირისპირება ჰქონდა "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელთან. მინგსმა გაზონზე გაწოლილ შვედს თავზე დააბიჯა, რის შემდეგაც მალევე სახეში დარტყმა მიიღო, როცა კუთხურის ჩაწოდებისას საჰაერო ორთაბრძოლა გამართეს.

მიუხედავად ასეთი შემთხვევებისა, მსაჯმა ორივე დატოვა მეოდანზე, მაგრამ გააძევა ენდრიუ სურმენი, რომელმაც მეორე ყვითელი ბარათი დაიმსახურა იბრაჰიმოვიჩისთვის ხელის კვრის გამო.

მინგსი აცხადებს, რომ იბრაჰიმოვიჩის მიმართ პირადი უკმაყოფილება არ აქვს და მხოლოდ შემთხვევითობის ბრალია მის თავზე ფეხის დაბიჯება.

"არა, მის თავზე დაბიჯება არ განმიზრახავს, საერთოდ არა. ამას არასდროს გავაკეთებ - მე ასე არ ვთამაშობ. მხოლოდ რთულ და სამართლიან ორთაბრძოლებში შესვლა მიყვარს. უბურთოდ ასე მოქცევა ჩემი თამაშის ნაწილი არ არის.

მან მხოლოდ მითხრა: "კარგად ითამაშე, კარგი ფეხბურთელი ხარ" - არა, არ უთქვამს! იბრაჰიმოვიჩი ის არის, ვინც არის - კარგი ფეხბურთელი, ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეა და ჩვენც ყოველდღე ამას ვაწყდებით. ეს ბრძოლა იყო. შესაძლოა, იდაყვი მომხვდა, არ დამინახავს, მხოლოდ ვიგრძენი.

ვგრძნობდი, რომ მთელი დარჩენილი მატჩის განმავლობაში ჩემთვის სამაგიეროს გადახდას ეცდებოდა. ფიზიკურად ძლიერი ბიჭია და კარგი გამოცდა ჩამიტარა",
- განაცხადა "ბორნმუთის" მცველმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
18 კომენტარი
№11
ავტორი: Ashley Young
5 მარტი 2017 13:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 88
შედეგი ბრატ, შედეგი; -) ტრიპაჩების გუნდი რომ გახდა მანჩესტერი ამას ვინმე თუ ვერ ხედავს, ეს მისი პრობლემაა! :-) არა ბიჯოს ფერგის გუნდსაც ჯობია რა... პოგბამ ახალი სალონი ხომ არ იცით სადმეო, ცოტა განვიტვირთები მოგებული მატჩის მერეო:-D
0
№12
ავტორი: giorgisamnidze99
5 მარტი 2017 14:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
დარჩენილია 12 ტური ყველაფერი წინ არის მე მჯერა მჯერა
0
№13
ავტორი: Mixito
5 მარტი 2017 14:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
ციტატა: giorgisamnidze99
დარჩენილია 12 ტური ყველაფერი წინ არის მე მჯერა მჯერა

Dzma rogorc me mjera ise gjera shenc mara azri ar aq
0
№14
ავტორი: gela-manutd
5 მარტი 2017 14:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
რო სუნთკავხარ მადლობა თქვი
0
№15
ავტორი: JuanMata
5 მარტი 2017 15:29
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
პრობლემები არის გუნდში და უჭირთ გოლის გატანა და თამაშების მოგება.

მაგრამ გამოსავალი რა არის? შევწყვიტოთ მანჩესტერის გულშემატკივრობა? რაც არ უნდა მოხდეს და როგორიც არ გუნდი, ყოველთვის მექნება იმედი რომ გამოვა ამ სიტუაციიდან. ვან გაალის და მოიესის დროს არ დამიკარგავს იმედი და ახლა ბევრად უკეთეს სიტუაციაშია და ასეც რომ არ იყოს, მაინც დაველოდები ყოველ ახალ თამაშს გამარჯვების მოლოდინში.

პესიმისტი გულშემატკივარი საერთოდ არ მესმის რას ნიშნავს, თუ არ გჯერა გუნდის გამარჯვების და არ ელოდები, მაშინ მაზოხისტი უნდა იყო, რომ ამ გუნდს უგულშემატკივრო.

ფერგის დროსაც იყო ჩავარდნები, ბენფიკამ ორჯერ ჩაგვტომა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში, მაშინაც გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ იმის იმედი რომ გუნდი დააღწევდა კრიზისს თავს და გამარჯვებები მოყვებოდა ამ დამარცხებას, არ დამიკარგავს, სხვანაირად ვერ დავრჩებოდი მანჩესტერის გულშემატკივარი.

ყველა ცუდ გუნებაზე დავდექით და გავბრაზდით ამ ფრით, მაგრამ ხელი ჩაიქნიო და თქვა რომ ეს გუნდი ვერაფერს იზამს დარჩენილ ტურებში რა აზრი აქვს?

ასეთ სიტუაციებში რომ არ მქონდეს იმედი, წავიდოდი ბაიერნს გულშემატკივარი გავხდებოდი, ლიგას თუ არა, ბუნდესლიგას მაინც მოიგებს 99% wink
0
№16
ავტორი: ikeoni
5 მარტი 2017 15:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11621
ხო ეხლა იმას ხოარ იტყვის ეს **** ძალით დავაბიჯეო
0
№17
ავტორი: nugo-nugo
5 მარტი 2017 15:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
შენ კიდე გადარჩი საერთოდ რო არ მოგკლა wink
0
№18
ავტორი: stepno
5 მარტი 2017 18:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ეს დაუსჯელა არ დარჩება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top