თბილისი:
მანჩესტერი:
4-03-2017, 22:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2640,
კომენტარები: 17
იბრაჰიმოვიჩი: "დანაშაულს ჩემს თავზე ვიღებ"
"ბორნმუთთან" ქულების დაკარგვა ზლატანმა თავის თავს დააბრალა.
იბრაჰიმოვიჩი:
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავის თავზე აიღო "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ "ბორნმუთთან" ქულების დაკარგვის დანაშაული.

შვედმა თავდამსხმელმა 72-ე წუთზე 11-მეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც გაბრაზებული ჩანდა ჟურნალისტებთან საუბარში, მაგრამ 1-1 ანგარიშს ფილოსოფიურად მიუდგა.

"ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ. უნდა მოგვეგო. დანაშაულს ჩემს თავზე ვიღებ. პენალტი ვერ გავიტანე. ბევრი მომენტი მქონდა და უნდა გამომეყენებინა. მაგრამ ვერ შევძელი და სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ, მაგრამ ამისგან აღვდგები და უკან უფრო ძლიერი დავბრუნდები. უჩვეულო არაფერია, ეს ადრეც მომხდარა და კიდევ შეიძლება მოხდეს.

შრომას, წინსვლას და ხელაღმართული ყოფნას გავაგრძელებთ. ვგულისხმობ, რომ ამდენი მომენტის შექმნის ფონზე გოლიც უნდა გაიტანო. გოლს ელოდები, გოლი გსურს. დღეს ბევრი მომენტი გავუშვით ხელიდან და მეც უნდა გამეტანა. ერთი ქულა ავიღეთ, თუმცა სამივე უნდა აგვეღო იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რომელშიც ვიმყოფებოდით რიცხობრივი უპირატესობის ფონზე. თამაში პირველივე ტაიმში უნდა დაგვესრულებინა".


რაც შეეხება მიგნსთან ორთაბრძოლის ეპიზოდს, რომელმაც იბრაჰიმოვიჩს თავზე დააბიჯა, როცა შვედი გაზონზე იწვა, მოგვიანებით კი ზლატანმა საჰაერო ორთაბრძოლის დროს სახეში იდაყვი ჩაარტყა, "იუნაიტედის" ცხრიანმა განაცხადა:

"იდაყვის ჩარტყმის მომენტში ახტომისას თავდაცვას ვცდილობდი. ძალიან მაღლა ავხტი და ისიც ჩემთან ერთად ახტა. მე პირდაპირი ნახტომი გავაკეთე, ის კი ჩემი იდაყვის სიმაღლეზე ახტა. ასეთი რამ ხდება - მე ბურთზე ვთამაშობდი, ის კი ჩემს იდაყვს შეეჯახა. მანამდე მომხდართან საერთო არაფერი აქვს. იმედი მაქვს, ტრავმირებული არ არის.

მისმინეთ, რაც მოედანზე ხდება, მოედანზევე რჩება. არასდროს ვყოფილვარ ფეხბურთელი, რომელიც აქ მოდის და ამბობს, რომ ასე მოექცნენ ან ისე მოექცნენ მანამდე. რთული თამაშია და აქ იმისათვის არა ვარ, რომ ვინმე დავადანაშაულო. პირიქით, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. ვერ გავიტანე და ვერ მოვიგეთ.

ვგულისხმობ, რომ ყოველი მატჩისგან უნდა ვისწავლოთ. დღეს ვითამაშეთ და რაღაც ვისწავლეთ. მეც ვისწავლე რაღაც, ყველამ ისწავლა რაღაც. მომდენო მატჩი სათასო შეხვედრაა და იმედი ვიქონიოთ, ისე არ ვითამაშებთ, როგორც დღეს."


ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
4 მარტი 2017 22:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბევრი მომენტი მქონდა და უნდა გამომეყენებინა.

პრველად არ ხდება სამწუხაროდ ეს. იბრას არ მისდის თამაში და გოლიც არ გადის
0
№2
ავტორი: ROI
4 მარტი 2017 22:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ტქვენს ყველა მოგებას მე გულსჰი ვინახავ და როცა აგებტ მე მაინც მიყვარხააარტ მანიუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ:* 14 წელია სულ სჰენტან ვარ და ვიქნები ბოლო სუნტქვამდე:*
4
№3
ავტორი: I love Mnu (nani17)
4 მარტი 2017 22:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 31
21 წლის ვარ..კაროჩე დაახლოებით 15 16 წელია იუნაიტედს ვბალიშიკობ <3 ბევრი მიტირია ბევრი გამხარებია.. სამუდამოდ იუნაიტედისკენ ვიქნები რაც არ უნდა დაემართოს გუნდს! რაღაც არანორმალურად მიყვარს ეს გუნდი და ცრემლებიც არასოდეს დამნანებია! იბრა შენ დღეს რავი რა ვთქვა ) ჩაისვარე.. მაგრამ ხდება ხოლმე <3 GGMU!!!
3
№4
ავტორი: ikeoni
4 მარტი 2017 22:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Araushavs ragas vizamt ubralod patalurad ar gvimartlebs ((
0
№5
ავტორი: Mixito
4 მარტი 2017 22:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
ციტატა: ROI
ტქვენს ყველა მოგებას მე გულსჰი ვინახავ და როცა აგებტ მე მაინც მიყვარხააარტ მანიუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ:* 14 წელია სულ სჰენტან ვარ და ვიქნები ბოლო სუნტქვამდე:*

ციტატა: I love Mnu (nani17)
21 წლის ვარ..კაროჩე დაახლოებით 15 16 წელია იუნაიტედს ვბალიშიკობ <3 ბევრი მიტირია ბევრი გამხარებია.. სამუდამოდ იუნაიტედისკენ ვიქნები რაც არ უნდა დაემართოს გუნდს! რაღაც არანორმალურად მიყვარს ეს გუნდი და ცრემლებიც არასოდეს დამნანებია! იბრა შენ დღეს რავი რა ვთქვა ) ჩაისვარე.. მაგრამ ხდება ხოლმე <3 GGMU!!!

Tqven genacvalet bijebo amit araferi gadawyvetila evropas movigebt da ligazec gavalt grizmani gvinda momavalshi da rojo unda dadges flangze da ara dacvashi da vso ra sheeca am mcvelebs valensia baili smolingi rojo vso xolo rac sheexeba hereras da somexas gareshe araferi gamodis
GGMUUUUUUUU !!!
1
№6
ავტორი: tedore
4 მარტი 2017 23:01
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
იბრა შენ მაინც მეფე ხარ! ფინალი შენ მოგვაგებინე ლიდერი ხარ და ამ ერთი გაფუჭებული პენალტის გამო ვერავინ გისაყვედურებს სიმართლე ითქვას ამ სიახლეს ველოდი მჯეროდა რომ პასუხისმგებლობას თავის თავზე აიღებდა
0
№7
ავტორი: Temo-Mu
4 მარტი 2017 23:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
ციტატა: tedore
იბრა შენ მაინც მეფე ხარ! ფინალი შენ მოგვაგებინე ლიდერი ხარ და ამ ერთი გაფუჭებული პენალტის გამო ვერავინ გისაყვედურებს სიმართლე ითქვას ამ სიახლეს ველოდი მჯეროდა რომ პასუხისმგებლობას თავის თავზე აიღებდა

იბრა იბრაა და რაცარუნდა მაზოს მაინც საუკეთესო ფორვარდათ დარჩება ჩემთვის და ბევრი სხვისთვის. დღეს ჩაისვარა და ცენზურაა მაგრამ იმედია გამოასწორებს, ის ხომ ბებერი მგელიააა. am ეგრე მესისაც რონალდოსაც და სხვა ძლიერ ფეხბურთელსაც გაუმაზავს მნიშვნელოვან მომენტებში პენალი მაგრამ მაინც ლიდერები არიან თავიანთ გუნდში დღემდე. ასე რომ წინ ემიუ GGMU manunited როსტოვისაკენ
0
№8
ავტორი: babo
4 მარტი 2017 23:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
ეგ არაფერი იბრა
0
№9
ავტორი: gela-manutd
4 მარტი 2017 23:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ბევრი მწარე მომეტი მკონია ბევჯერ მიტირია მცახედ მახსოვს წაგებული ორი ფინალი მარა ეს გუნდი სულ რო გავარდეს პრემიერლიგიდან მაინც მანჩეს ფანი ვიკნები დღეს მარტო იბრას ბრალი არაა გუნდი იყო არეული პოგბამაც ბევრი მომენტი გააფუჭა მხითო რო ყოფილიყო კაი იყო მარა არაუშავს ერთი ფრით არაფერია დასრულებული გულს არ გავიტეხავ მაინც შევალთ 4 ულში
0
№10
ავტორი: DARMIAN
4 მარტი 2017 23:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
Daikide ibra
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top