თბილისი:
მანჩესტერი:
4-03-2017, 22:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2641,
კომენტარები: 17
იბრაჰიმოვიჩი: "დანაშაულს ჩემს თავზე ვიღებ"
"ბორნმუთთან" ქულების დაკარგვა ზლატანმა თავის თავს დააბრალა.
იბრაჰიმოვიჩი:
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავის თავზე აიღო "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ "ბორნმუთთან" ქულების დაკარგვის დანაშაული.

შვედმა თავდამსხმელმა 72-ე წუთზე 11-მეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც გაბრაზებული ჩანდა ჟურნალისტებთან საუბარში, მაგრამ 1-1 ანგარიშს ფილოსოფიურად მიუდგა.

"ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ. უნდა მოგვეგო. დანაშაულს ჩემს თავზე ვიღებ. პენალტი ვერ გავიტანე. ბევრი მომენტი მქონდა და უნდა გამომეყენებინა. მაგრამ ვერ შევძელი და სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ, მაგრამ ამისგან აღვდგები და უკან უფრო ძლიერი დავბრუნდები. უჩვეულო არაფერია, ეს ადრეც მომხდარა და კიდევ შეიძლება მოხდეს.

შრომას, წინსვლას და ხელაღმართული ყოფნას გავაგრძელებთ. ვგულისხმობ, რომ ამდენი მომენტის შექმნის ფონზე გოლიც უნდა გაიტანო. გოლს ელოდები, გოლი გსურს. დღეს ბევრი მომენტი გავუშვით ხელიდან და მეც უნდა გამეტანა. ერთი ქულა ავიღეთ, თუმცა სამივე უნდა აგვეღო იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რომელშიც ვიმყოფებოდით რიცხობრივი უპირატესობის ფონზე. თამაში პირველივე ტაიმში უნდა დაგვესრულებინა".


რაც შეეხება მიგნსთან ორთაბრძოლის ეპიზოდს, რომელმაც იბრაჰიმოვიჩს თავზე დააბიჯა, როცა შვედი გაზონზე იწვა, მოგვიანებით კი ზლატანმა საჰაერო ორთაბრძოლის დროს სახეში იდაყვი ჩაარტყა, "იუნაიტედის" ცხრიანმა განაცხადა:

"იდაყვის ჩარტყმის მომენტში ახტომისას თავდაცვას ვცდილობდი. ძალიან მაღლა ავხტი და ისიც ჩემთან ერთად ახტა. მე პირდაპირი ნახტომი გავაკეთე, ის კი ჩემი იდაყვის სიმაღლეზე ახტა. ასეთი რამ ხდება - მე ბურთზე ვთამაშობდი, ის კი ჩემს იდაყვს შეეჯახა. მანამდე მომხდართან საერთო არაფერი აქვს. იმედი მაქვს, ტრავმირებული არ არის.

მისმინეთ, რაც მოედანზე ხდება, მოედანზევე რჩება. არასდროს ვყოფილვარ ფეხბურთელი, რომელიც აქ მოდის და ამბობს, რომ ასე მოექცნენ ან ისე მოექცნენ მანამდე. რთული თამაშია და აქ იმისათვის არა ვარ, რომ ვინმე დავადანაშაულო. პირიქით, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. ვერ გავიტანე და ვერ მოვიგეთ.

ვგულისხმობ, რომ ყოველი მატჩისგან უნდა ვისწავლოთ. დღეს ვითამაშეთ და რაღაც ვისწავლეთ. მეც ვისწავლე რაღაც, ყველამ ისწავლა რაღაც. მომდენო მატჩი სათასო შეხვედრაა და იმედი ვიქონიოთ, ისე არ ვითამაშებთ, როგორც დღეს."


ინტერვიუები
17 კომენტარი
№11
ავტორი: ROI
4 მარტი 2017 23:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ციტატა: Mixito
ციტატა: ROI
ტქვენს ყველა მოგებას მე გულსჰი ვინახავ და როცა აგებტ მე მაინც მიყვარხააარტ მანიუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ:* 14 წელია სულ სჰენტან ვარ და ვიქნები ბოლო სუნტქვამდე:*

ციტატა: I love Mnu (nani17)
21 წლის ვარ..კაროჩე დაახლოებით 15 16 წელია იუნაიტედს ვბალიშიკობ <3 ბევრი მიტირია ბევრი გამხარებია.. სამუდამოდ იუნაიტედისკენ ვიქნები რაც არ უნდა დაემართოს გუნდს! რაღაც არანორმალურად მიყვარს ეს გუნდი და ცრემლებიც არასოდეს დამნანებია! იბრა შენ დღეს რავი რა ვთქვა ) ჩაისვარე.. მაგრამ ხდება ხოლმე <3 GGMU!!!

Tqven genacvalet bijebo amit araferi gadawyvetila evropas movigebt da ligazec gavalt grizmani gvinda momavalshi da rojo unda dadges flangze da ara dacvashi da vso ra sheeca am mcvelebs valensia baili smolingi rojo vso xolo rac sheexeba hereras da somexas gareshe araferi gamodis
GGMUUUUUUUU !!!

ერტ დგეს ყველამ ერტად ვუყუროტ მანიუს ყომარს მაგრად გაასწორებს:*
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
5 მარტი 2017 00:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
რავიცი რა უკვე ვეღარც ვამბობ ვერაფერს, ასეთ მომენტებში რა ჭირს გუნდს :/
0
№13
ავტორი: mufc1878
5 მარტი 2017 08:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
ციტატა: I love Mnu (nani17)
21 წლის ვარ..კაროჩე დაახლოებით 15 16 წელია იუნაიტედს ვბალიშიკობ <3 ბევრი მიტირია ბევრი გამხარებია.. სამუდამოდ იუნაიტედისკენ ვიქნები რაც არ უნდა დაემართოს გუნდს! რაღაც არანორმალურად მიყვარს ეს გუნდი და ცრემლებიც არასოდეს დამნანებია! იბრა შენ დღეს რავი რა ვთქვა ) ჩაისვარე.. მაგრამ ხდება ხოლმე <3 GGMU!!!



21 ის ხარ და 16 წელია მუს ფანი ხარ? lol გაფიცებ 5 წლის ბავშვს სკოლაშიც რო არაა შესული რა მანჩესტერის თამაშები გახსოვს კაი რა
0
№14
ავტორი: giorgiginturi
5 მარტი 2017 11:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ციტატა: ROI
ტქვენს ყველა მოგებას მე გულსჰი ვინახავ და როცა აგებტ მე მაინც მიყვარხააარტ მანიუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ:* 14 წელია სულ სჰენტან ვარ და ვიქნები ბოლო სუნტქვამდე:*

გენაცვალე გულში good2 აი მესმის მანიუსადმი სიყვარული.. ყველა ასე უნდა მიუდგეთ ამ გუნდს და ასე უნდა გვიყვარდეს
0
№15
ავტორი: JuanMata
5 მარტი 2017 13:57
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
თამაშის მერე კი გაბრაზებული ვიყავი ძაან, მაგრამ ახლა შემეცოდა იბრა, წარმომიდგენია ახლა ის რა დღეში იქნებოდა ამ თამაშის მერე.

მარა იდაყვს შეეჯახაო ეგ ნამრტანი იყო, კი არ შეეძახა გაუქანა და ჩაარტყა, იმიტომ რომ მანამდრ თქვზე ფეხი დააბიჯა.

ეს სამი ქულა დაგვხატავდა, წინ რთული მატჩები მოდის, ოთხრულთან სათამაშო გვაქვს, ევროპაზე აწი რთული გუნდები წამოვა, თასზე ჩელსი. ახლა შეუძლიათ დაამტკიცონ რომ ძლიერები არიან, ჩელსის და სიტის თუ მოუგეს, ბორნმუტი აღარავის ემახსოვრება wink
0
№16
ავტორი: stepno
5 მარტი 2017 18:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
იმაზე ტყუილად არ ინერვიულოთ რო 4 ეულში ვერ შევალთ ეგ გამორიცხულიაა. ყველა 4 ეულის გუინდი დაკარგავს ქულებს და არაერთ ქულას და რაც შეეხება ევროპალიგა მითუმეტეს 2 მატჩიან დუელში არამგონია ვინმემ გაგვაჩეროს გინდ ლიონმა რომამ ან ვინც გინდა
0
№17
ავტორი: tupaca
5 მარტი 2017 22:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
გუშინ დანა პირს არ მიხსნიდა და არც საიტზე შემოვსულვარ არ მინდოდა გუნდის მწვრთნელის ან იბრას გინება რომ მენახა დღეს ცოტა დავწყნარდი შემოვედი და კომენტარებს რო გადავხედე სიამაყით ავივსე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top