თბილისი:
მანჩესტერი:
5-03-2017, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2742,
კომენტარები: 28
"იუნაიტედი" გრიზმანის ალტერნატივად კეინს მოიაზრებს
ფრანგის ალტერნატივად მოურინიოს "ტოტენჰემის" თავდამსხმელი მიაჩნია.
ჟოზე მოურინიო 80 მილიონ ფუნტიან შეთავაზებას გაამზადებს ჰარი კეინისთვის, თუკი ანტუან გრიზმანის შეძენას ვერ მოახერხებს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა საფრანგეთისა და მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი ნომერ პირველ სამიზნედ დაისახა, მაგრამ თუ მისი გადაბირება არ მოხერხდება, პორტუგალიელი კეინის შეძენას ეცდება.

გრიზმანის გამოსასყიდი თანხა კონტრაქტში შეტანილი პუნქტიდან გამომდიანრე 85 მილიონ ფუნტს შეადგენს და "იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი მზად არის მის გადასახდელად.

"წითლებს" ასევე იმედი აქვთ, რომ პოლ პოგბასთან მეგობრობა ანტუანს კიდევ უფრო წააქეზებს "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლაში.

მაგრამ ამჟამად გრიზმანი შორს იჭერს თავს ზაფხულში კლუბის გამოცვლის ალბათობისგან და აღნიშნავს, რომ მადრიდში ბედნიერია, ამიტომაც არ აპირებს მანჩესტერში გადასვლას.

ასეთი შემთხვევისთვის მოურინიოს სხვა არჩევანის გაკეთება მოუწევს და მან თავისი ყურადღება "ტოტენჰემის" ბომბარდირზე, კეინზე შეაჩერა.

ვუდოვრდმა მედიას განუცხადა, რომ ინგლისელი თავდამსხმელის შეძენა მომდევნო სეზონის დასრულებამდე ძალიან რთული იქნება.

კეინმა მიმდინარე სეზონში ახალი კონტრაქტი გააფორმა და "უაით ჰართ ლეინზე" დარჩენის სურვილს გამოთქვამს.

მაგრამ ეს მოურინიოს ვერ შეაჩერებს და მაინც გააკეთებს მულტიმილიონიან შეთავაზებას, რის შემდეგაც კეინი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება.

უეინ რუნი, დიდი ალბათობით, "იუნაიტედს" ზაფხულში დატოვებს, რამეთუ მოურინიო ცხადად გამოხატავს, რომ კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი მის გეგმებში არ შედის.

ჯერჯერობით უცნობია, გაახანგრძლივებს თუ არა ახალ კონტრაქტს ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მაგრამ ეს რომც გააკეთოს, "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა შესანიშნავად აცნობიერებს, რომ შვედი თავისი კარიერის დასასრული მიჯნაზეა.

მოურინიო კეინს თავისი ამბიციების ასრულების ერთ-ერთ საშუალებად მიიჩნევს, რამეთუ ფიქრობს რომ თავის ინგლისელ კოლეგასთან, მარკუს რეშფორდთან შეტევაში კარგ პარტნიორობას დაამაყარებს.

თუმცა, ცალკე საკითხია "დეზების" ხელმძრვანელის, დენიელ ლევის ბიზნეს-დამოკიდებულება "იუნაიტედთან".

"ტოტენჰემი" უკვე ტიტულისთვის მებრძოლ გუნდად იქცა და საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ არ ისრურვებენ ისეთი მთავარი მოქმედი ფიგურის, როგორიც კეინია.

წყარო: dailystar.co.uk
ახალი ამბები
28 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
5 მარტი 2017 12:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მე პირადად არ მევასება კეინი, ამაში 80 მილიონის გადახდა კიდე ძაან სისულელეა, ამ ევროპაზე კიდე სულ შემაძულა თავი. ერთი ეგაა პრემიერ ლიგაში გააქ ასე თუ ისე გოლები, ან ლიგაზე რა გააკეთა wink
0
№2
ავტორი: boyola
5 მარტი 2017 12:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
გრიზმანი ისედაც არ წამოვა ჰარი კეინიც მაგარია დღესდღეობით საუკეთესო ინგლისელია, მაგრამ არამგონია ან კეინი წამოვიდეს
0
№3
ავტორი: tyeshela1
5 მარტი 2017 12:20
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
აუ ესეც თუ 80 მილიონი ღირს დაბფეხბურთის დდშვც
0
№4
ავტორი: Mixito
5 მარტი 2017 12:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Vin wamova am *** gundshi vinn qobuletis shuquradan ki gadmova kaci aba atletikodan vinaaa wamomsvleli
0
№5
ავტორი: RojoDiablo
5 მარტი 2017 12:37
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რა პესიმიზმია, ხალხო? რას ჰქვია, ვინ წამოვა, ან რატომ არ უნდა გადმოვიდნენ ან რატომ გგონიათ, რომ ვერ ვიყიდით? რა, "ატლეტიკო" აკმაყოფილებს გრიზმანის ამბიციებს? ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა არავითარი მიღწევაა არაა, თუ ვერ მოიგე. მანდ არავის დაამახსოვრდება, რომ გრიზმანმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გააღწია და ამის გამო არავინ აღიარებს რაღაც საოცარ და წარმოუდგენელ მოთამაშედ. წავა სიმეონეც მანდედან და ეგ არის. პოგბა ვიყიდეთ, პოგბა, რომელსაც "რეალი" და "ბარსა" იწვევდა და ის მოვიდა და გრიზუ რატომ არ უნდა მოვიდეს ვითომ? "იუნაიტედში" პროექტია, მომავალზე გათვლილი პროექტი, ამ პროექტით ხიბლავენ სწორედ ფეხბურთელებს და არა მაინცდამაინც აწყობილ გუნდში მისვლით. ცოტა მოთამაშე გინახავთ, ვინც მომავლის პერსპექტივის მქონე გუნდში გადასულა? ზუსტად იმიტომ მიდიან, რომ გუნდის აღმშენებლობას შეუწყონ ხელი. ასე არ სჯეროდა ბევრს პოგბას მოსვლა, მაგრამ კი არის ახლა ჩვენთან... და აქ არგუმენტად სულაც არ გამოდგება ის, რომ პოლი ვერ თამაშობს ისე, როგორც მისგან მოველით. ეს სხვა საკითხია და მისი ტრანსფერის განხორციელებასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს.
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: GeorgeBest
5 მარტი 2017 12:42
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ცენტრფორვარდი გვჭირდება, კეინი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია ამ პოზიციაზე და მჯერა რომ უფრო და უფრო მოუმატებს. რამდენად შეეცდებიან ამის ყიდვას ეგ ცალკე საკითხია, არამგონია რომ გადმოვიდეს აქ თამაში გაუჭიდეს ან გოლები ვერ შეაგდოს
0
№7
ავტორი: ROI
5 მარტი 2017 12:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
აუ ამას ლუაკუ სჯობს ბევრად
0
№8
ავტორი: ikeoni
5 მარტი 2017 12:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Mainc grizmanis variants unda miawves gundi bolomde
0
№9
ავტორი: boyola
5 მარტი 2017 12:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
ციტატა: SANDROGRIGA
მე პირადად არ მევასება კეინი, ამაში 80 მილიონის გადახდა კიდე ძაან სისულელეა, ამ ევროპაზე კიდე სულ შემაძულა თავი. ერთი ეგაა პრემიერ ლიგაში გააქ ასე თუ ისე გოლები, ან ლიგაზე რა გააკეთა wink

რა არ გევასება ოცდაორი წლისაა ჯერ და პრემიერ ლიგი ბომბარდირობისთვის იბრძვის მაგარ ფორმაშია კეინიც, დაიერიც, ალიც, ვოლკერიც და როუზიც

ციტატა: RojoDiablo
რა პესიმიზმია, ხალხო? რას ჰქვია, ვინ წამოვა, ან რატომ არ უნდა გადმოვიდნენ ან რატომ გგონიათ, რომ ვერ ვიყიდით? რა, "ატლეტიკო" აკმაყოფილებს გრიზმანის ამბიციებს? ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა არავითარი მიღწევაა არაა, თუ ვერ მოიგე. მანდ არავის დაამახსოვრდება, რომ გრიზმანმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გააღწია და ამის გამო არავინ აღიარებს რაღაც საოცარ და წარმოუდგენელ მოთამაშედ. წავა სიმეონეც მანდედან და ეგ არის. პოგბა ვიყიდეთ, პოგბა, რომელსაც "რეალი" და "ბარსა" იწვევდა და ის მოვიდა და გრიზუ რატომ არ უნდა მოვიდეს ვითომ? "იუნაიტედში" პროექტია, მომავალზე გათვლილი პროექტი, ამ პროექტით ხიბლავენ სწორედ ფეხბურთელებს და არა მაინცდამაინც აწყობილ გუნდში მისვლით. ცოტა მოთამაშე გინახავთ, ვინც მომავლის პერსპექტივის მქონე გუნდში გადასულა? ზუსტად იმიტომ მიდიან, რომ გუნდის აღმშენებლობას შეუწყონ ხელი. ასე არ სჯეროდა ბევრს პოგბას მოსვლა, მაგრამ კი არის ახლა ჩვენთან... და აქ არგუმენტად სულაც არ გამოდგება ის, რომ პოლი ვერ თამაშობს ისე, როგორც მისგან მოველით. ეს სხვა საკითხია და მისი ტრანსფერის განხორციელებასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს.

ბევრს ფინალში გასვლა კი არა ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა ენატრება ბრატ და ჩვენთან მაშინ მითუმეტეს არ წამოვა
0
№10
ავტორი: Lady in red
5 მარტი 2017 13:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
გრიზმანს ზაფხულში ვიხილავ იუნაიტედში და ცოტა სასაცილოა იმის თქმა, რომ იუნაიტედში ვინ გადმოვა. შეხედეთ გუნდს, რა იყო ვან გაალის დროს, თუნდაც სეზონის დასაწყისში და ახლა როგორია. თან ჯერ ნახევარი სეზონია მოუ ჩვენთან არის. ამდენი ხანია თამაში არ წაგვიგია და მართალია, შანსებს ვერ ვიყენებთ, მაგრამ გამოსასწორებელია კიდევ ბევრი რამ. ერთი თამაშით ნუ წყვეტთ ყველაფერს, მართალია გული დაგვწყდა, მაგრამ ყველაფერი დალაგდება და იმას ვიყიდით, ვინც გვინდა და მოუს ვინც უნდა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top