თბილისი:
მანჩესტერი:
5-03-2017, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2743,
კომენტარები: 28
"იუნაიტედი" გრიზმანის ალტერნატივად კეინს მოიაზრებს
ფრანგის ალტერნატივად მოურინიოს "ტოტენჰემის" თავდამსხმელი მიაჩნია.
ჟოზე მოურინიო 80 მილიონ ფუნტიან შეთავაზებას გაამზადებს ჰარი კეინისთვის, თუკი ანტუან გრიზმანის შეძენას ვერ მოახერხებს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა საფრანგეთისა და მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი ნომერ პირველ სამიზნედ დაისახა, მაგრამ თუ მისი გადაბირება არ მოხერხდება, პორტუგალიელი კეინის შეძენას ეცდება.

გრიზმანის გამოსასყიდი თანხა კონტრაქტში შეტანილი პუნქტიდან გამომდიანრე 85 მილიონ ფუნტს შეადგენს და "იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი მზად არის მის გადასახდელად.

"წითლებს" ასევე იმედი აქვთ, რომ პოლ პოგბასთან მეგობრობა ანტუანს კიდევ უფრო წააქეზებს "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლაში.

მაგრამ ამჟამად გრიზმანი შორს იჭერს თავს ზაფხულში კლუბის გამოცვლის ალბათობისგან და აღნიშნავს, რომ მადრიდში ბედნიერია, ამიტომაც არ აპირებს მანჩესტერში გადასვლას.

ასეთი შემთხვევისთვის მოურინიოს სხვა არჩევანის გაკეთება მოუწევს და მან თავისი ყურადღება "ტოტენჰემის" ბომბარდირზე, კეინზე შეაჩერა.

ვუდოვრდმა მედიას განუცხადა, რომ ინგლისელი თავდამსხმელის შეძენა მომდევნო სეზონის დასრულებამდე ძალიან რთული იქნება.

კეინმა მიმდინარე სეზონში ახალი კონტრაქტი გააფორმა და "უაით ჰართ ლეინზე" დარჩენის სურვილს გამოთქვამს.

მაგრამ ეს მოურინიოს ვერ შეაჩერებს და მაინც გააკეთებს მულტიმილიონიან შეთავაზებას, რის შემდეგაც კეინი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება.

უეინ რუნი, დიდი ალბათობით, "იუნაიტედს" ზაფხულში დატოვებს, რამეთუ მოურინიო ცხადად გამოხატავს, რომ კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი მის გეგმებში არ შედის.

ჯერჯერობით უცნობია, გაახანგრძლივებს თუ არა ახალ კონტრაქტს ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მაგრამ ეს რომც გააკეთოს, "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა შესანიშნავად აცნობიერებს, რომ შვედი თავისი კარიერის დასასრული მიჯნაზეა.

მოურინიო კეინს თავისი ამბიციების ასრულების ერთ-ერთ საშუალებად მიიჩნევს, რამეთუ ფიქრობს რომ თავის ინგლისელ კოლეგასთან, მარკუს რეშფორდთან შეტევაში კარგ პარტნიორობას დაამაყარებს.

თუმცა, ცალკე საკითხია "დეზების" ხელმძრვანელის, დენიელ ლევის ბიზნეს-დამოკიდებულება "იუნაიტედთან".

"ტოტენჰემი" უკვე ტიტულისთვის მებრძოლ გუნდად იქცა და საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ არ ისრურვებენ ისეთი მთავარი მოქმედი ფიგურის, როგორიც კეინია.

წყარო: dailystar.co.uk
ახალი ამბები
28 კომენტარი
№21
ავტორი: LASHQARA
5 მარტი 2017 18:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
რა მაგრად ტეხავს ადამიანი რეალობას რო ხარ მოწყვეტილი და პესიმიზმში ხარ გადავარდნილი, პატარა ნემსს რომ სპილოდ აქცევ, დროს მოაქ ყველაფერი თუ სწორად იყენებ იმ დროს და პესიმიზმს ჯობია ოპტიმისტურად განეწყოთ, უფრო მეტი ბედნიერი წუთი დაგრჩებათ ცხოვრებისგან ვიდრე ტირილში, გოდებაში და უკმაყოფილებაში გაატაროთ ისედაც მოკლე ცხოვრება love მე მჯერა რომ მანჩესტერი დაიპყრობს მწვერვალებს ოთხეულშიც შევალთ და ევროპალიგასაც მოვიგებთ და ეს ასე რომც არ მოხდეს ტირილს და გოდებას არ ვაპირებ შემდეგ სეზონს ახალი შემართებით დაველოდები... ეს ხომ მანჩესტერია love am
0
№22
ავტორი: nugo-nugo
5 მარტი 2017 19:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
ციტატა: boyola
ციტატა: nugo-nugo
კარგი ვარიანიტია,ახალგაზრდა თავდამსხმელია და აქვს დიდი მომავალი.და ჩემი აზრით ზუსტად მანჩესტერის შესაფერისია.მაგრამ ამ ფასებს რატო ადებენ ამხელას.80 რაამბავია.თუმცა რომელი ჩევნ ფული გვიჭირს ან ჩემი ჯიბიდან ხო არ მიდის ფული ასე რომ თუ გრიზო ვერ ეს უნდა დავითრიოთ am

კეინი ძაან მაგარია 22 წლის ასაკში უკვე პრემიერ ლიგის და ინგლისის ნაკრების ბომბბარდიდრი გახდა

ინგლისის ნაკრების ბომბარდირი რუნია... რა კეინი wink
0
№23
ავტორი: boyola
5 მარტი 2017 20:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
ციტატა: nugo-nugo
ციტატა: boyola
ციტატა: nugo-nugo
კარგი ვარიანიტია,ახალგაზრდა თავდამსხმელია და აქვს დიდი მომავალი.და ჩემი აზრით ზუსტად მანჩესტერის შესაფერისია.მაგრამ ამ ფასებს რატო ადებენ ამხელას.80 რაამბავია.თუმცა რომელი ჩევნ ფული გვიჭირს ან ჩემი ჯიბიდან ხო არ მიდის ფული ასე რომ თუ გრიზო ვერ ეს უნდა დავითრიოთ am

კეინი ძაან მაგარია 22 წლის ასაკში უკვე პრემიერ ლიგის და ინგლისის ნაკრების ბომბბარდიდრი გახდა

ინგლისის ნაკრების ბომბარდირი რუნია... რა კეინი wink

ხო მარა ბოლო წლებში
0
№24
ავტორი: PaLoMo
6 მარტი 2017 01:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4128
2ვე თუ დავითრიეთ ვაბშემაგარი იქნება:)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№25
ავტორი: giorgi_mg
6 მარტი 2017 02:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
არც მევასება და არც წარმომიდგენია ეს ჩვენთან და მაგრად არ მინდა
0
№26
ავტორი: sandro2000
6 მარტი 2017 08:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
Keini kaia mara grizu mirchevnia da imedia gadmova kidec
0
№27
ავტორი: mufc1878
6 მარტი 2017 12:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
არმევასება ეს მაგრად.უკლასო ტიპია.ევროზე ვერაფერი ქნა ვაფშე.თან გრიზმანი ცენტრ ფორვარდი არაა რეალურად და კრაიზეც თამაშობს.ეს კიდე ცენტრია.

არგვჭირდება ინგლისელი ხიხოები.გრიზმანი უნდა დაიდოს
0
№28
ავტორი: Phil Jones
6 მარტი 2017 23:21
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
რა უბედური კომენტარებია, ყველამ იცის რომ დაჟე გასავარდნ ზონაში მყოფი იუნაიტედი უკეთესი და უფრო ამბიციური გუნდია ვიდრე ატლეტიკო და ტოტენჰემი, დამიჯერეთ კეინიც და გრიზმანიც ოცნებობენ აქ თამაშზე, ერთი ისაა რომ ამ გუნდების პრეზიდენტები არიან ცოტა ნიტო ხალხი და ფულის შოვნა უნდათ ბლომად, გრიზმანი თავის დროზე სოსიედადიდან იყო გადმოსაყვანი, იყო კიდევაც ლაპრაკი თუარვცდები მაშინ.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top