თბილისი:
მანჩესტერი:
24-01-2013, 14:26
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2182,
კომენტარები: 14
ბლიც-ინტერვიუ ფედერიკო მაკედასთან
"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა საიტმა ბლიც-ინტერვიუ აიღო "წითელი ეშმაკების" იტალიელი თავდამსხმელისგან ფედერიკო მაკედასგან.
ბლიც-ინტერვიუ ფედერიკო მაკედასთან
"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა საიტმა ბლიც-ინტერვიუ აიღო "წითელი ეშმაკების" იტალიელი თავდამსხმელისგან ფედერიკო მაკედასგან.

- როგორ დაიწყეთ ფეხბურთის თამაში ?

მე ვიყავი შვიდი წლის,როდესაც მამაჩემმა პირველად წამიყვანა ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბში და სწორედ იქ დავიწყე მე ფეხბურთის თამაში.

- როგორ მოხვდით "მანჩესტერ იუნაიტედში" ?

ძალიან პატარა ვიყავი,როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემით დაინტერესდა.თავიდან ეს ყველაფერი უბრალო ჭორი მეგონა და ყურადღებას არ ვაქცევდი.იმ დროს ჩემთვის მთავარი კარიერა იყო,მაგრამ უკვე როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი სკაუტი დაესწრო ჩემ თამაშს მაშინ მივხვდი,რომ ეს ჭორი არ იყო.სწორედ მაშინ გავაცნობიერე,რომ ეს რეალობა იყო.

- რომელია თქვენი ფავოტირი ფეხბურთელი ?

ეს არის მარკო ვან ბასტენი.პატარა ვიყავი მაშინ,როდესაც მამაჩემმა მის თამაშს მაყურებინა ტელევიზორში.იმ დროს ის "მილანის" რიგებში ასპარეზობდა.ჩემი აზრით ის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე საუკეთესო თავდამსხმელია.

- რა არის თქვენი ძლიერი მხარე მოედანზე ?

ჩემი აზრით მე ვარ ფიზიკურად ძლიერი და ტექნიკური ფეხბურთელი.მე ვთამაშობ თავდამსხმელის პოზიციაზე ასე,რომ ეს ძალიან მნიშნველოვანია.

- საუკეთესო მომენტი თქვენს კარიერაში ?

რათქმა უნდა ჩემი დებიუტი "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში.ის დღე ძალიან მნიშნვნელოვანი იყო ჩემს კარიერაში.მატჩის დაწყებამდე მე ვესაუბრე სერ ალექს ფერგიუსონს და მან მე მითხრა,რომ მე ყველა ის კომპონენტი მაქვს,რაც პირველი გუნდის თავდამსხმელს ჭირდება.მან მითხრა,რომ მე შემოძლო ვყოფილიყავი პირველ გუნდში.ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სათამაშო დრო.ასევე ჩემს კარიერაში დამამახსოვრდა ერთი თამაში,სადაც მე სამი გოლი გავიტანე "მანჩესტერ იუნაიტედის" რეზერვების რიგებში.

- როგორია თქვენი ამბიციები ?

რათქმა უნდა მე ნამდვილად მსურს გავხდე საუკეთესო ფეხბურთელი.ეს არის ჩემი ოცნება და ყველანაირად შევეცდები ამ ოცნების ასრულებას.მინდა ძალიან ბევრს მივაღწიო ფეხბურთში,მაგრამ ვიცი,რომ ეს ძნელი იქნება.

- რა მოგწონთ ყველაზე მეტად ფეხბურთში?

ვფიქრობ,რომ ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია გულშემატკივრები,როდესაც მოედანზე კარგი ატმოსფეროა იქ სულ სხვა ფეხბურთია.ძალიან მომწონს ფეხბურთში თანაგუნდელების დაფასება - ეს ყველაზე მნიშნვნელოვანია.ჩვენ ყოველთვის მეგობრულები ვართ ერთმანეთის მიმართ.

ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია,რომ ესპანეთის მეორე დივიზიონში მოასპარეზე "ელჩე" დაინტერესებულია ფედერიკო მაკედათი.Skysport-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია თითქოს ესპანურმა კლუბმა უკვე მიაღწია შეთანხმება ახალგაზრდა ფეხბურთელთან.მაკედას აგენტმა ასევე განაცხადა,რომ იტალიელი ფეხბურთელით დაინტერესებულია "შტუტგარდი".

წყარო: Redevils.Ru
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
24 იანვარი 2013 14:27
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
წავიდეს რა მოხდება likeaboss
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: love united
24 იანვარი 2013 14:34
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საღოლ...საინტერესო კითხები და პასუხებია...
0
№3
ავტორი: BERDI
24 იანვარი 2013 14:37
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღოლ ავტორ. წავიდეს არ შეეფერება მანჩესტერს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№4
ავტორი: Malboro463
24 იანვარი 2013 14:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
იანგი შეიძლება გაუშვან
0
№5
ავტორი: Shako Jones
24 იანვარი 2013 15:08
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ამას მანჩესტერი სულ არ ევასება fellow
0
№6
ავტორი: gilmour
24 იანვარი 2013 15:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
კარგი ინტერვიუა.
ისე შტუტგარდში რო ერთი წლით გაუშვან ყველაზე კარგი ვარიანტია ამისთვის.
0
№7
ავტორი: ლადო
24 იანვარი 2013 16:11
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საღლო ავტორ კარგი და საინეტერესო ინტერვიუა
0
№8
ავტორი: buka oboladze
24 იანვარი 2013 16:46
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
შტუდგარდში თუ გაუშვეს კარგი იქნება
0
№9
ავტორი: vandersar1
24 იანვარი 2013 18:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 42
Middlesbro,
იანგი შეიძლება გაუშვან
rato ???
0
№10
ავტორი: Beckham 7
24 იანვარი 2013 18:29
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
ეს მარტო ასტორ ვილასთან უნდა ვათამაშოთ ხოლმე :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top