თბილისი:
მანჩესტერი:
24-01-2013, 14:26
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2186,
კომენტარები: 14
ბლიც-ინტერვიუ ფედერიკო მაკედასთან
"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა საიტმა ბლიც-ინტერვიუ აიღო "წითელი ეშმაკების" იტალიელი თავდამსხმელისგან ფედერიკო მაკედასგან.
ბლიც-ინტერვიუ ფედერიკო მაკედასთან
"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა საიტმა ბლიც-ინტერვიუ აიღო "წითელი ეშმაკების" იტალიელი თავდამსხმელისგან ფედერიკო მაკედასგან.

- როგორ დაიწყეთ ფეხბურთის თამაში ?

მე ვიყავი შვიდი წლის,როდესაც მამაჩემმა პირველად წამიყვანა ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბში და სწორედ იქ დავიწყე მე ფეხბურთის თამაში.

- როგორ მოხვდით "მანჩესტერ იუნაიტედში" ?

ძალიან პატარა ვიყავი,როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემით დაინტერესდა.თავიდან ეს ყველაფერი უბრალო ჭორი მეგონა და ყურადღებას არ ვაქცევდი.იმ დროს ჩემთვის მთავარი კარიერა იყო,მაგრამ უკვე როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი სკაუტი დაესწრო ჩემ თამაშს მაშინ მივხვდი,რომ ეს ჭორი არ იყო.სწორედ მაშინ გავაცნობიერე,რომ ეს რეალობა იყო.

- რომელია თქვენი ფავოტირი ფეხბურთელი ?

ეს არის მარკო ვან ბასტენი.პატარა ვიყავი მაშინ,როდესაც მამაჩემმა მის თამაშს მაყურებინა ტელევიზორში.იმ დროს ის "მილანის" რიგებში ასპარეზობდა.ჩემი აზრით ის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე საუკეთესო თავდამსხმელია.

- რა არის თქვენი ძლიერი მხარე მოედანზე ?

ჩემი აზრით მე ვარ ფიზიკურად ძლიერი და ტექნიკური ფეხბურთელი.მე ვთამაშობ თავდამსხმელის პოზიციაზე ასე,რომ ეს ძალიან მნიშნველოვანია.

- საუკეთესო მომენტი თქვენს კარიერაში ?

რათქმა უნდა ჩემი დებიუტი "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში.ის დღე ძალიან მნიშნვნელოვანი იყო ჩემს კარიერაში.მატჩის დაწყებამდე მე ვესაუბრე სერ ალექს ფერგიუსონს და მან მე მითხრა,რომ მე ყველა ის კომპონენტი მაქვს,რაც პირველი გუნდის თავდამსხმელს ჭირდება.მან მითხრა,რომ მე შემოძლო ვყოფილიყავი პირველ გუნდში.ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სათამაშო დრო.ასევე ჩემს კარიერაში დამამახსოვრდა ერთი თამაში,სადაც მე სამი გოლი გავიტანე "მანჩესტერ იუნაიტედის" რეზერვების რიგებში.

- როგორია თქვენი ამბიციები ?

რათქმა უნდა მე ნამდვილად მსურს გავხდე საუკეთესო ფეხბურთელი.ეს არის ჩემი ოცნება და ყველანაირად შევეცდები ამ ოცნების ასრულებას.მინდა ძალიან ბევრს მივაღწიო ფეხბურთში,მაგრამ ვიცი,რომ ეს ძნელი იქნება.

- რა მოგწონთ ყველაზე მეტად ფეხბურთში?

ვფიქრობ,რომ ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია გულშემატკივრები,როდესაც მოედანზე კარგი ატმოსფეროა იქ სულ სხვა ფეხბურთია.ძალიან მომწონს ფეხბურთში თანაგუნდელების დაფასება - ეს ყველაზე მნიშნვნელოვანია.ჩვენ ყოველთვის მეგობრულები ვართ ერთმანეთის მიმართ.

ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია,რომ ესპანეთის მეორე დივიზიონში მოასპარეზე "ელჩე" დაინტერესებულია ფედერიკო მაკედათი.Skysport-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია თითქოს ესპანურმა კლუბმა უკვე მიაღწია შეთანხმება ახალგაზრდა ფეხბურთელთან.მაკედას აგენტმა ასევე განაცხადა,რომ იტალიელი ფეხბურთელით დაინტერესებულია "შტუტგარდი".

წყარო: Redevils.Ru
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: APeX
24 იანვარი 2013 20:00
  • სიახლეები: 25
  • კომენტარები: 384
რათქმა უნდა მე ნამდვილად მსურს გავხდე საუკეთესო ფეხბურთელი


Go Home You're Drunk areyoukiddingme
0
№12
ავტორი: VaRdo
24 იანვარი 2013 20:11
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
აუ ამის გოლი როგორ მახსოვს ასტონ ვილას კარში. მევთქვი ეგაა და ეს ვინ გვეზრდება თქო და იმის მეტი აღარაფერი გაუკეთებია. ერთი გააკეთა და ისიც ასტონ ვილას გაუტანა 2:1 გახადა და მერე ვიდიჩმა გაათანაბრა. კაროჩე ასტონ ვილა ჰყავს გამოჭერილი ყურებით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№13
ავტორი: Mgelo
24 იანვარი 2013 22:08
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 144
წავიდეს
0
№14
ავტორი: Amanda Seyfried
25 იანვარი 2013 00:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
შენთვისაც აჯობებს თუ წახვალ,კარგი მინდა შენთვის კიკო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top