თბილისი:
მანჩესტერი:
3-03-2017, 10:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2017,
კომენტარები: 12
კერიკი კარიერას "იუნაიტედში" დაასრულებს
ვიცე-კაპიტანმა განაცხადა, რომ სხვა კლუბში გადასვლა არ სურს.
კერიკი კარიერას
მაიკლ კერიკმა განაცხადა, რომ პროფესიონალურ ფეხბურთს თავს დაანებებს, თუკი "მანჩესტერ იუნაიტედი" ახალ კონტრაქტს არ შესთავაზებს.

"წითლების" ვიცე კაპიტანმა მიმდინარე სეზონში ჩატარებული მატჩების ნახევარი დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში. მისი მოქმედი კონტრაქტი კი სეზონის ბოლოს იწურება და როგორც მოსალოდნელია, ზაფხულის შემდეგ კლუბს დატოვებს.

თუ ჟოზე მოურინიო გადაწყვეტს, რომ მას კერიკის სამსახური აღარ სჭირდება, მაიკლი თავის ტიტულოვან კარიერას დაასრულებს.

"არა მგონია, ბევრი ადგილი იყოს, სადაც ვითამაშებდი, საერთოდ თუ არის ასეთი ადგილი ამის გარდა. ალბათ, ვიტყვი, "დიახ, აქ ყველაფერი მორჩა". ისეთი კარიერა მქონდა ამ კლუბში, რომ არა მგონია, სადმე გადავიდე.

მესმის, რომ ყველა მატჩში ვერ მივიღებ მონაწილეობას და ამასთან დაკავშირებით პრობლემაც არ მაქვს, მაგრამ საკმარისი სათამაშო პრაქტიკა მჭირდება.

სიამაყეც თამაშობს როლს. გონებაში გარი ნევილი მიტივტივდება - სეზონის შუა ნაწილში შეწყვიტა და თქვა, "იცით რა? მორჩა. მეტს ვეღარ შევძლებ", რასაც პატივი უნდა ვცეთ.

არ მინდა, ირგვლივ ხეტიალი მხოლოდ უბრალო ყოფნის გამო. გასვლას მხოლოდ მაშინ ვისურვებ, როცა ვიგრძნობ, რომ საკმარისად შემიძლია ხელის შეწყობა",
- განაცხადა ინგლისელმა.

კერიკმა აღიარა, რომ მოურინიოსთან ახალი კონტრაქტის თაობაზე ჯერ მოლაპარაკებები არ გაუმართავს, მაგრამ პორტუგალიელთან შეხვედრის მოლოდინშია.

"ამაზე საუბარი მასთან ჯერ მართლა არ მქონია, მაგრამ გვექნება - ჩემი მოლოდინით, საკმაოდ მალე. ამ საკითხზე არ ვღელავ და დარწმუნებული ვარ, არც ის."

წყარო: goal.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: dachi_mu
3 მარტი 2017 10:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
datovebs mou,mishiko kide chveni sayvareli fexburtelia :)
0
№2
ავტორი: MEMPHIS 7
3 მარტი 2017 10:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
კერიკი ერთი წელი უნდა დარჩეს დაგვჭირდება
0
№3
ავტორი: giorgisamnidze99
3 მარტი 2017 10:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
რადონემდე გყავარებია ემიუ შემოგევლე ბებერ
0
№4
ავტორი: ikeoni
3 მარტი 2017 10:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Imedia kide erti weli darcheba chventan ❤️
0
№5
ავტორი: gaga1987
3 მარტი 2017 10:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
კიდევ 1წელი მიხო )))
0
№6
ავტორი: stepno
3 მარტი 2017 11:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
იმედიაა მოუუ არ გაუშვებსს და დარწმუნებული ვარ 1 წელი კიდე მინიმუმ შეძლებს მაღალ დონეზე თამაშს
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
3 მარტი 2017 11:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
დარჩება მაიკლი :)
0
№8
ავტორი: manuchari
3 მარტი 2017 11:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
გაიხარე სისხლ ძარგვიანა ყვარებია ემიუ და მგონი ერთ ცელს იმსახურებს ისიც იცის რომ ყველა თამაშს ვერ ითამაშებს და პრობლემა არ აქვს უბრალოდ უნდა ემიუში იყოს და მისი გამოცდილება გაუზიაროს ახალდაზდებრს და დაეხმაროს გუნდს მაგარი კაცი ხარ მაუ ერთი ცელი დატოვე უეჩველი
0
№9
ავტორი: gache1991
3 მარტი 2017 12:14
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
აუცილებლად უდა იყოს მინიიმუმ ერთი წელი..ეს არასდროს ყოფილა სწრაფი და ამას არასდროს დაეტყობა ასაკის მატება.როგორც პირლო ან ხავი თუნდაც..საეროდ არ ვთვლი რო ბევრად ნაკლებია ეს კაცი თანამეროვე ფეხბურთში ალბათ ყველაზე დაუფასებებლი ფეხბურელია,რაც ინგლისელი ჟურნალისტებისგან ძაან მიკვირს..ეხლაც მახსოვს ამის გოლი რომასთან:))
0
№10
ავტორი: ROI
3 მარტი 2017 12:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
იმსახურებს რაა კიდევ 1 წელს:* ერტგული კაცია ყოველტვის საცჰირო:*
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top