მაიკლ კერიკმა განაცხადა, რომ პროფესიონალურ ფეხბურთს თავს დაანებებს, თუკი "მანჩესტერ იუნაიტედი" ახალ კონტრაქტს არ შესთავაზებს.
"წითლების" ვიცე კაპიტანმა მიმდინარე სეზონში ჩატარებული მატჩების ნახევარი დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში. მისი მოქმედი კონტრაქტი კი სეზონის ბოლოს იწურება და როგორც მოსალოდნელია, ზაფხულის შემდეგ კლუბს დატოვებს.
თუ ჟოზე მოურინიო გადაწყვეტს, რომ მას კერიკის სამსახური აღარ სჭირდება, მაიკლი თავის ტიტულოვან კარიერას დაასრულებს.
"არა მგონია, ბევრი ადგილი იყოს, სადაც ვითამაშებდი, საერთოდ თუ არის ასეთი ადგილი ამის გარდა. ალბათ, ვიტყვი, "დიახ, აქ ყველაფერი მორჩა". ისეთი კარიერა მქონდა ამ კლუბში, რომ არა მგონია, სადმე გადავიდე.
მესმის, რომ ყველა მატჩში ვერ მივიღებ მონაწილეობას და ამასთან დაკავშირებით პრობლემაც არ მაქვს, მაგრამ საკმარისი სათამაშო პრაქტიკა მჭირდება.
სიამაყეც თამაშობს როლს. გონებაში გარი ნევილი მიტივტივდება - სეზონის შუა ნაწილში შეწყვიტა და თქვა, "იცით რა? მორჩა. მეტს ვეღარ შევძლებ", რასაც პატივი უნდა ვცეთ.
არ მინდა, ირგვლივ ხეტიალი მხოლოდ უბრალო ყოფნის გამო. გასვლას მხოლოდ მაშინ ვისურვებ, როცა ვიგრძნობ, რომ საკმარისად შემიძლია ხელის შეწყობა", - განაცხადა ინგლისელმა.
კერიკმა აღიარა, რომ მოურინიოსთან ახალი კონტრაქტის თაობაზე ჯერ მოლაპარაკებები არ გაუმართავს, მაგრამ პორტუგალიელთან შეხვედრის მოლოდინშია.
"ამაზე საუბარი მასთან ჯერ მართლა არ მქონია, მაგრამ გვექნება - ჩემი მოლოდინით, საკმაოდ მალე. ამ საკითხზე არ ვღელავ და დარწმუნებული ვარ, არც ის."