ზლატანმა "ოლდ ტრაფორდზე" ორი წლის დარჩენა ისურვა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩს "მანჩესტერ იუნაიტედში" კიდევ ორი წლის გატარება სურს.
35 წლის ფეხბურთელს უკვე აქვს კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივა, რომლის მიხედვითაც იმავე 300 000 ფუნტს მიიღებს კვირაში, რასაც ამჟამად უხდიან.
მაგრამ იბრაჰიმოვიჩს ინგლისურ ფეხბურთში დარჩენა უფრო მეტი ხნით სურს, რადგანაც "იუნაიტედში" ყოფნით ბედნიერია და შეუძლია 37 წლამდე ითამაშოს.
Mirror Sport-ის ცნობით, მისი მრჩეველები უკეთესი კონტრაქტისა და შეთანხმების დამატებით 12 თვით გახანგრძლივებისკენ უბიძგებენ.
იბრაჰიმოვიჩი "იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდირია 26 გატანილი ბურთით და ლიგის თასის ფინალშიც სწორედ მისი დუბლით მოიგო გუნდმა.
არსებობდა ეჭვი, რომ შვედი თავდამსხმელი წარმატებით თამაშს რეგულარულად ვეღარ შეძლებდა, თუმცა "იუნაიტედმა" თავისი რისკი გასწია, როცა ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა და ამ რისკმა გაამრთლა.
თუმცა, ზლატანის წარმატებული ასპარეზობა იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელი შეთავაზებების ნაკლებობას არ განიცდის, რის გამოც კარგ პოზიციაში იმყოფება და ამის ხარჯზე უკეთესი კონტრაქტის მიღების საშუალება ექნება.
წყარო:
mirror