თბილისი:
მანჩესტერი:
2-03-2017, 12:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2445,
კომენტარები: 16
იბრაჰიმოვიჩს ორწლიანი კონტრაქტი სურს
ზლატანმა "ოლდ ტრაფორდზე" ორი წლის დარჩენა ისურვა.
იბრაჰიმოვიჩს ორწლიანი კონტრაქტი სურს
ზლატან იბრაჰიმოვიჩს "მანჩესტერ იუნაიტედში" კიდევ ორი წლის გატარება სურს.

35 წლის ფეხბურთელს უკვე აქვს კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივა, რომლის მიხედვითაც იმავე 300 000 ფუნტს მიიღებს კვირაში, რასაც ამჟამად უხდიან.

მაგრამ იბრაჰიმოვიჩს ინგლისურ ფეხბურთში დარჩენა უფრო მეტი ხნით სურს, რადგანაც "იუნაიტედში" ყოფნით ბედნიერია და შეუძლია 37 წლამდე ითამაშოს.

Mirror Sport-ის ცნობით, მისი მრჩეველები უკეთესი კონტრაქტისა და შეთანხმების დამატებით 12 თვით გახანგრძლივებისკენ უბიძგებენ.

იბრაჰიმოვიჩი "იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდირია 26 გატანილი ბურთით და ლიგის თასის ფინალშიც სწორედ მისი დუბლით მოიგო გუნდმა.

არსებობდა ეჭვი, რომ შვედი თავდამსხმელი წარმატებით თამაშს რეგულარულად ვეღარ შეძლებდა, თუმცა "იუნაიტედმა" თავისი რისკი გასწია, როცა ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა და ამ რისკმა გაამრთლა.

თუმცა, ზლატანის წარმატებული ასპარეზობა იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელი შეთავაზებების ნაკლებობას არ განიცდის, რის გამოც კარგ პოზიციაში იმყოფება და ამის ხარჯზე უკეთესი კონტრაქტის მიღების საშუალება ექნება.

წყარო: mirror
ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: giorgisamnidze99
2 მარტი 2017 15:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
იბრა აქ დაამთავრებს კარიერას ალბათ 2020 წავა ჩვენგან კარიერა დამთავრებული
0
№12
ავტორი: gaga1987
2 მარტი 2017 16:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ისეთი გამოცდილება აქვს რო მარტო მაგიტო უნდა დატოვო წესით, მაგრამ ისე თამაშობს აუცილებლად უნდა გაუხანგრძლივონ.
0
№13
ავტორი: Phil Jones
2 მარტი 2017 18:19
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ვერაფერს იტყვი იმსახურებს, მაგრამ არამგონია მაინც 37 წლის ასაკშიც ესეთები შეძLოს
0
№14
ავტორი: nino
2 მარტი 2017 19:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
ორწლიანი კი არა სამუდამო კონტრაქტი სიკვდილამდე
0
№15
ავტორი: temo-scholes
2 მარტი 2017 21:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
ციტატა: DRJBECKHAM
ისე დაუნახავი უნდა იყო ეს რო არ დატოვო, მარტო ის არ არის რო გოლებს იტანს, მმწონს რო ნახევარდაცვაში ჩამოდის და სიღრმიდან თამაშობს, არ არის ზარმაცი და მაგას დღესდღეობით არცერთი თავდამსხმელი არ აკეთებს, თან ამ ასაკში. ჩემი აზრით იმსახურებს ეს კაცი ორწლიან კონტრაქტს

ყველაფერსი გეთანხმები ძმა, მაგრამ ეგ ყველაფერი მეტწილად ჯოზეს დამსახურებაა რომ ასე უკან ჩამოდის და ეხმარება გუნდს... იბრას თამაშები ნახე სხვა ნებისმიერ კლუბში და რადიკალურად სხვას თამაშობს
0
№16
ავტორი: WAYNE ROONEY 10
2 მარტი 2017 21:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 62
ციტატა: DRJBECKHAM
ისე დაუნახავი უნდა იყო ეს რო არ დატოვო, მარტო ის არ არის რო გოლებს იტანს, მმწონს რო ნახევარდაცვაში ჩამოდის და სიღრმიდან თამაშობს, არ არის ზარმაცი და მაგას დღესდღეობით არცერთი თავდამსხმელი არ აკეთებს, თან ამ ასაკში. ჩემი აზრით იმსახურებს ეს კაცი ორწლიან კონტრაქტს

100% მართალი ხარ ძმა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top