თბილისი:
მანჩესტერი:
1-03-2017, 23:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1977,
კომენტარები: 17
ხმა მიეცით: თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელი
გამოავლინეთ თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელი.
ხმა მიეცით: თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელი
"მანჩესტერ იუნაიტედში" გასულ ზაფხულს გადასული სამი ფეხბურთელი იბრძვის თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს მისაღებად.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ჰენრიხ მხითარიანი და პოლ პოგბა თებერვლის ნომინანტები არიან, როცა იგივე ტრიო წარადგინეს დეკემბრის საუკეთესო მოთამაშის წოდებაზე, შვედმა თავდამსხმელმა პირველი ადგილი დაიკავა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი - 6 (1) მატჩი / 7 გოლი / 2 მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი

"იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდირი თავდასხმაში შთამბეჭდავად გამოიყურებოდა და კლუბის მაისურით თავისი პირველი ჰეთ-ტრიკიც შეასრულა "სენტ-ეტიენთან" ევროპა ლიგის მატჩზე, რასაც ლიგის თასის ფინალში დუბლი დაუმატა. ზლატანმა ასევე "ლესტერ სიტის" კარშიც გაიტანა და ინგლისის თასზე "ბლექბერნსაც" აუღო კარი, როცა შეცვლაზე შესვლის შედეგად შევიდა. "უოტფორდთან" მატჩში კი მან ენტონი მარსიალს გაუკეთა საგოლე გადაცემა.

ჰენრიხ მხითარიანი - 5 მატჩი / 2 გოლი / 2 მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი

თებერვალში ნაჩვენები საოცარი თამაშის შემდეგ ძალიან სამწუხარო იყო, რომ სომეხმა შემტევმა ლიგის თასის ფინალი გამოტოვა. თვის დასაწყისში მან "ლესტერ სიტის" გაუტანა შთამაგონებელი გარღვევის შემდეგ, "ბლექბერნთან" მატჩში კი მარკუს რეშფორდს დიდებული საგოლე გადაცემა გაუკეთა, აღნიშნულ ორივე მატჩში იგი საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ევროპა ლიგის ეგიდით საფრანგეთში "სენტ-ეტიენთან" გამართულ შეხვედრაში გატანილმა მისმა გოლმა ცხადყო მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობა და "ბორუსია დორტმუნდის" ყოფილ ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ "წითლების" რიგებში გადასვლის შემდეგ თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს პირველად მოიგებს.

პოლ პოგბა - 6 (1) მატჩი / 0 გოლი / 1 მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი

ფრანგმა ვარსკვლავმა თებერვალში სიღმეში და შეტევაში მოქმედი ნახევარმცველის როლი არაერთხელ მოირგო. მისი წყალობით ინგლისის თასის მატჩი, რომელიც "ივუდ პარკზე" გაიმართა, "იუნაიტედის" სასარგებლოდ შემოტრიალდა, როცა იბრაჰიმოვიჩს საგოლე გადაცემა გაუკეთა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა საფრანგეთში ჩატარებულ ევროპა ლიგის მატჩში, როცა თავისი ძმის, ფლორენტინის გუნდის დამარცხებაში დიდი როლი ითამაშა და ის ასევე საგრძნობლად კარგად გამოიყურებოდა ლიგის თასის ფინალშიც.

ხმის მისაცემად გადადით შემდეგ ბმულზე: https://twitter.com/ManUtd. შედეგი პარასკევს შუა დღეს გამოცხადდება.
სიახლეები
17 კომენტარი
№1
ავტორი: gogashavishvili
1 მარტი 2017 23:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
იბრაჰიმოვიჩი

იბრა მაგარიაა
0
№2
ავტორი: ROI
1 მარტი 2017 23:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ოოო რტულიაა ალბატ მაინც იბრა
0
№3
ავტორი: vitali60
2 მარტი 2017 00:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 43
იბრა
0
№4
ავტორი: POGBA 12
2 მარტი 2017 00:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ibra
0
№5
ავტორი: Rooney-Herera
2 მარტი 2017 00:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
რავი რთული არჩევანია, მაგრამ მაინც მხითო მგონია. რომელ თამაშშიც არ უნდა მიეღო მონაწილეობა ყოველთვის ავლენდა, რომ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და ყოველთვის ამწვავებთა თამაშს. ეს კაცი სრულიად ცვლიდა გუნდის განწყობას, დამოკიდებულებასა და თამაშის ტემპს. ასე რომ ჩემი ხმა მხითოს
1
№6
ავტორი: SANDROGRIGA
2 მარტი 2017 00:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
იბრა მოიგებს ასე მგონია
0
№7
ავტორი: ikeoni
2 მარტი 2017 00:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Mainc zlatani chemi azrit ❤️
0
№8
ავტორი: shotkin
2 მარტი 2017 01:45
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: Rooney-Herera
რავი რთული არჩევანია, მაგრამ მაინც მხითო მგონია. რომელ თამაშშიც არ უნდა მიეღო მონაწილეობა ყოველთვის ავლენდა, რომ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და ყოველთვის ამწვავებთა თამაშს. ეს კაცი სრულიად ცვლიდა გუნდის განწყობას, დამოკიდებულებასა და თამაშის ტემპს. ასე რომ ჩემი ხმა მხითოს

იბრას როარევაჯკაცა თასზე უდაოდ მხიტო მარა კაცმა ტიტული მოგვაგებინა და ამშემთხვევაში უკონკურენტოა მგონი
1
№9
ავტორი: JuanMata
2 მარტი 2017 01:53
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
იბრა უდავოდ საუკეთესო იყო, განსაკუთრებით ფინალში, მაგრამ ისე მხითარიანიც იმსახურებს, ძაან მაგარი ფეხბურთლია, მხითოს არ ყოფნა ეგრევე ეტყობა ხოლმე გუნდს შეტევაში.
1
№10
ავტორი: mufc1878
2 მარტი 2017 02:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
ციტატა: Rooney-Herera


რა მხითო უდავოდ იბრა

ეგ რო არა ვერც თასს და ვერც სუპერთასს ვერ მოვიგებდით და ვერც 4 ლში შევძვრებოდით
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top