გამოავლინეთ თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელი.
"მანჩესტერ იუნაიტედში" გასულ ზაფხულს გადასული სამი ფეხბურთელი იბრძვის თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს მისაღებად.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ჰენრიხ მხითარიანი და პოლ პოგბა თებერვლის ნომინანტები არიან, როცა იგივე ტრიო წარადგინეს დეკემბრის საუკეთესო მოთამაშის წოდებაზე, შვედმა თავდამსხმელმა პირველი ადგილი დაიკავა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი - 6 (1) მატჩი / 7 გოლი / 2 მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი"იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდირი თავდასხმაში შთამბეჭდავად გამოიყურებოდა და კლუბის მაისურით თავისი პირველი ჰეთ-ტრიკიც შეასრულა "სენტ-ეტიენთან" ევროპა ლიგის მატჩზე, რასაც ლიგის თასის ფინალში დუბლი დაუმატა. ზლატანმა ასევე "ლესტერ სიტის" კარშიც გაიტანა და ინგლისის თასზე "ბლექბერნსაც" აუღო კარი, როცა შეცვლაზე შესვლის შედეგად შევიდა. "უოტფორდთან" მატჩში კი მან ენტონი მარსიალს გაუკეთა საგოლე გადაცემა.
ჰენრიხ მხითარიანი - 5 მატჩი / 2 გოლი / 2 მატჩის საუკეთესო ფეხბურთელითებერვალში ნაჩვენები საოცარი თამაშის შემდეგ ძალიან სამწუხარო იყო, რომ სომეხმა შემტევმა ლიგის თასის ფინალი გამოტოვა. თვის დასაწყისში მან "ლესტერ სიტის" გაუტანა შთამაგონებელი გარღვევის შემდეგ, "ბლექბერნთან" მატჩში კი მარკუს რეშფორდს დიდებული საგოლე გადაცემა გაუკეთა, აღნიშნულ ორივე მატჩში იგი საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ევროპა ლიგის ეგიდით საფრანგეთში "სენტ-ეტიენთან" გამართულ შეხვედრაში გატანილმა მისმა გოლმა ცხადყო მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობა და "ბორუსია დორტმუნდის" ყოფილ ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ "წითლების" რიგებში გადასვლის შემდეგ თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს პირველად მოიგებს.
პოლ პოგბა - 6 (1) მატჩი / 0 გოლი / 1 მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიფრანგმა ვარსკვლავმა თებერვალში სიღმეში და შეტევაში მოქმედი ნახევარმცველის როლი არაერთხელ მოირგო. მისი წყალობით ინგლისის თასის მატჩი, რომელიც "ივუდ პარკზე" გაიმართა, "იუნაიტედის" სასარგებლოდ შემოტრიალდა, როცა იბრაჰიმოვიჩს საგოლე გადაცემა გაუკეთა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა საფრანგეთში ჩატარებულ ევროპა ლიგის მატჩში, როცა თავისი ძმის, ფლორენტინის გუნდის დამარცხებაში დიდი როლი ითამაშა და ის ასევე საგრძნობლად კარგად გამოიყურებოდა ლიგის თასის ფინალშიც.
ხმის მისაცემად გადადით შემდეგ ბმულზე:
https://twitter.com/ManUtd. შედეგი პარასკევს შუა დღეს გამოცხადდება.