თბილისი:
მანჩესტერი:
1-03-2017, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2220,
კომენტარები: 14
კუმანი: "რუნი გაგვაძლიერებდა"
"ევერტონის" მწვრთნელი რუნის შეძენის მომხრეა.
კუმანი:
"ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა მიანიშნა, რომ სეზონის ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" უეინ რუნის შეძენას ეცდება.

რუნიმ გასულ კვირაში საჯაროდ აღიარა სხვა კლუბებისგან მიღებული შეთავაზებები, რომლებიც "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენის სურვილით უარყო.

კლუბის კაპიტნის გრძელვადიანი მომავალი სპეკულაციების საგანი ხდება, რამეთუ 31 წლის ფეხბურთელი სათამაშო პრაქტიკას ვეღარ იღებს და მან ისეთ მნიშვნელოვან მატჩშიც კი ვერ ითამაშა, როგორიც ლიგის თასის ფინალია.

რუნის თავის ყოფილ კლუბს უკავშირებენ და კუმანმა აღნიშნა, რომ ინგლისის ნაკრების კაპიტანს სიამოვნებით მიიღებდა თავისი გუნდის რიგებში.

"ჯერ კიდევ მიმაჩნია, რომ უეინ რუნი მაღალ დონეზე თამაშობს და კარგი არჩევანი გააკეთა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედსა" და პრემიერ ლიგაში დარჩა.

ჯერ კიდევ შეუძლია ორი თუ სამი წლის განმავლობაში მაღალ დონეზე თამაში. რა მოხდება სეზონის ბოლოს, არ ვიცი. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ფეხბურთელია, რომელიც "ევერტონს" გააძლიერებდა.

ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა მოსწონს ფეხბურთელს, რა სჭირდება "მანჩესტერ იუნაიტედს" და ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით. ჩვენ ნებისმიერ ფეხბურთელს მივესალმებით, რომელსაც "ევერტონის" გაძლიერება შეუძლია",
- განაცხადა ჰოლანდიელმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: dzia_David
1 მარტი 2017 15:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
შრეკი ოლდ ტრაფორდზე ამთავრებს კარიერაას
0
№2
ავტორი: ROI
1 მარტი 2017 15:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ნეტა ამას არაჯრიალებდეს:D:D:D:D:DD:
0
№3
ავტორი: shotkin
1 მარტი 2017 16:07
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
მერე რა რო ყველა თამაშს ვერ თამაშობს თავის წილს ითამაშებს და რასაც ითამაშებს გუნდს სარგებელს მოუტანს უნდა დარჩეს აუცილებლად

კიდე რამაინტერესებს ბოლო ცნობები მხითარიანზე არ იწერება უცხოურ მედიაშიც და ნეტა როგორაა საქმე სიარულიტ კარგად დადის :დ და იმედია უკვე მზადაა
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
1 მარტი 2017 16:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
არამგონია ევერტონში დაბრუნებით იყოს დაინტერესებული, რო დარჩეს და აქ დაამთავროს კარიერა მთლად კარგი მარა თუ სადმე წავიდა ამერიკა მგონია რატომღაც
0
№5
ავტორი: giorgi_mg
1 მარტი 2017 17:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ჯერ იმედია არსად წავა და თუ წავა, იმედი მაქვს ინგლისურ გუნდში არ გადავა!
0
№6
ავტორი: gela-manutd
1 მარტი 2017 19:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
კუმან დააყენე რა არსად მიდის ეს კაცი
0
№7
ავტორი: kvadrata
1 მარტი 2017 19:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
გული მიგრძნობს რუნი ევერტონში დაბრუნდება
0
№8
ავტორი: Mixito
1 მარტი 2017 19:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Ra ro evertonshi gadava da mere chvens winagmdeg itamashebs ?
0
№9
ავტორი: GeorgeBest
1 მარტი 2017 20:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
აქ დაასრულებს კარიერას, მარა თუ წავა ამერიკა იქნება ამისთვის ბოლო ალბათ
0
№10
ავტორი: kvadrata
1 მარტი 2017 20:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
ციტატა: Mixito
Ra ro evertonshi gadava da mere chvens winagmdeg itamashebs ?

რატო ვერ ითამაშებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top