თბილისი:
მანჩესტერი:
1-03-2017, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2221,
კომენტარები: 14
კუმანი: "რუნი გაგვაძლიერებდა"
"ევერტონის" მწვრთნელი რუნის შეძენის მომხრეა.
კუმანი:
"ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა მიანიშნა, რომ სეზონის ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" უეინ რუნის შეძენას ეცდება.

რუნიმ გასულ კვირაში საჯაროდ აღიარა სხვა კლუბებისგან მიღებული შეთავაზებები, რომლებიც "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენის სურვილით უარყო.

კლუბის კაპიტნის გრძელვადიანი მომავალი სპეკულაციების საგანი ხდება, რამეთუ 31 წლის ფეხბურთელი სათამაშო პრაქტიკას ვეღარ იღებს და მან ისეთ მნიშვნელოვან მატჩშიც კი ვერ ითამაშა, როგორიც ლიგის თასის ფინალია.

რუნის თავის ყოფილ კლუბს უკავშირებენ და კუმანმა აღნიშნა, რომ ინგლისის ნაკრების კაპიტანს სიამოვნებით მიიღებდა თავისი გუნდის რიგებში.

"ჯერ კიდევ მიმაჩნია, რომ უეინ რუნი მაღალ დონეზე თამაშობს და კარგი არჩევანი გააკეთა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედსა" და პრემიერ ლიგაში დარჩა.

ჯერ კიდევ შეუძლია ორი თუ სამი წლის განმავლობაში მაღალ დონეზე თამაში. რა მოხდება სეზონის ბოლოს, არ ვიცი. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ფეხბურთელია, რომელიც "ევერტონს" გააძლიერებდა.

ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა მოსწონს ფეხბურთელს, რა სჭირდება "მანჩესტერ იუნაიტედს" და ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით. ჩვენ ნებისმიერ ფეხბურთელს მივესალმებით, რომელსაც "ევერტონის" გაძლიერება შეუძლია",
- განაცხადა ჰოლანდიელმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
1 მარტი 2017 23:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Ki kaco rogor araa)))))
0
№12
ავტორი: tornike shavishvili
1 მარტი 2017 23:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
ციტატა: kvadrata
ციტატა: Mixito
Ra ro evertonshi gadava da mere chvens winagmdeg itamashebs ?

რატო ვერ ითამაშებს

lampardma tu itamasha chelsis winaagmdeg amas gauchirdeba manius winaagmdeg?
0
№13
ავტორი: JuanMata
2 მარტი 2017 01:55
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: tornike shavishvili
ციტატა: kvadrata
ციტატა: Mixito
Ra ro evertonshi gadava da mere chvens winagmdeg itamashebs ?

რატო ვერ ითამაშებს

lampardma tu itamasha chelsis winaagmdeg amas gauchirdeba manius winaagmdeg?


გოლიც გაუტანა, როგორც მახსოვს wink

შეიძლება სენტიმენტები შემოაწვეს და დაბრუნდეს კიდეც.
0
№14
ავტორი: stepno
2 მარტი 2017 03:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Arsad ar wava mitumetes premierligashi
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top