თბილისი:
მანჩესტერი:
1-03-2017, 11:00
ავტორი: tedore,
ნანახია: 2814,
კომენტარები: 12
პოლ პოგბას რესტორანში თავს დაესხნენ
პოგბას რესტორანში თავს დაესხნენ.
პოლ პოგბას რესტორანში თავს დაესხნენ
პოლიცია იქნა გამოძახებული მანჩესტერის ერთ-ერთ ინდურ რესტორანში, სადაც მომხდარ ინციდენტში "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, პოლ პოგბა იღებდა მონაწილეობას.

The Sun-ი ამტკიცებს, რომ ფრანგი ფეხბურთელი მეგობრებთან ერთად შუაღამისას წავიდა რესტორანში, სადაც ორმა ახალგაზრდამ ამოიცნო და ავტოგრაფი სთხოვეს. პოლმა უარი განაცხადა და ბიჭებს სთხოვა, მისთვის მშვიდად ვახშმობის საშუალება მიეცათ, რაზეც აგრესიული ქცევით უპასუხეს.

ახალგაზრდები პოგბაზე თავდასხმას აპირებდნენ, მაგრამ პოლის მეგობრებმა და რესტორნის თანამშრომლებმა გზა გადაუღობეს, რის შემდეგაც ფეხბურთელს თეფში ესროლეს.

ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს: "ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და ისე ჩანდა, რომ დარტყმის გარეშე თავს ვერ დააღწევდა. ეს ბიჭები აფეთქდნენ, როცა პოლმა ავტოგრაფზე უარი უთხრა, თუმცა ცალკე კუთხეში იჯდა და ცდილობდა, ყურადღება არ მიექცია".

პოლიციის ოფიციალურ ანგარიშში ნათქვამია, რომ როცა დანაყოფი გამოძახების ადგილზე მივიდა, ინციდენტის ყველა მონაწილეს დაეტოვებინა შემთხვევის ადგილი, ტელეფონი კი, რომლითაც მათი გამოძახება მოხდა, გამორთული აღმოჩნდა.
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: JuanMata
1 მარტი 2017 11:18
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ისინი იდიოტები არიან, ავტოგრაფის გამო რატომ უნდა ცემო ადამიანი, მითუმეტეს შენი კლუბის ფეცბურთელი როცაა და ავტოგრაფისთვის მიდიხარ, ე.ი. პატივს ცემ და ა.შ.

ამათ საქციელს გამართლება არ აქვს, მაგრამ ისე პოგბასაც მიეცა ავტოგრაფი, ერთი ხელის მოსმა უნდა wink
1
№2
ავტორი: tyeshela1
1 მარტი 2017 11:30
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
აწი თვითინ მივა ფანებთან ავტოგრაფის დასარიგებლად
1
№3
ავტორი: ROI
1 მარტი 2017 12:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ეე მიეცა ამკაიკაცს:D:DD:
0
№4
ავტორი: ikeoni
1 მარტი 2017 12:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Zadni ar mice pol arasdros ra chumad ijeqii
0
№5
ავტორი: Phil Jones
1 მარტი 2017 13:35
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მერე მიეცა ეგ ავტოგრაფი )) კაცი მოვიდა სთხოვა და იმის ახსნას რომ მშვიდად უნდოდა ვახშმობა ჯობდა მოეწერა ხელი უფრო სწრაფად წავიდოდნენ, ტეხავს ავტოგრაფს რომ სთხოვ ვიღაცას და მასე გეტყვის.
1
№6
ავტორი: stepno
1 მარტი 2017 14:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
პოგბას მხრიდანაც რო შევხედოთ დამღლელია რაა კაციი ჭაამს დაა მოდიხარ და ავტოგრაფს თხოვ მერე სხვა მოვა მერე კიდე სხვაა და მოკლედ ეს ყველაფერიც დამღლელია ამიტომ ეცდიათ კაცისთვის ჭამა და მერე მოეთხოვათ რო ადგებოდა და მისცემდა დარწმუნებული ვარ wink
0
№7
ავტორი: gela-manutd
1 მარტი 2017 14:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ჩამასაც არ გაცლიან რა ხალხია ბლინ lol
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
1 მარტი 2017 16:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ზლატანი სა იყო wink
0
№9
1 მარტი 2017 17:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
ასეთ საქციელს ფანების მხრიდან არანაერი გამართლება არა აქვს,ძალიან ცუდი თუ ასეთი გულშემატკივრებიც შემორჩნენ. facepalm
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.
№10
ავტორი: kvadrata
1 მარტი 2017 19:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
რა ცენზურა ფანები არიან ადამიანს მაგის გამო ესე რატო უნდა მოექცე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top