თბილისი:
მანჩესტერი:
27-02-2017, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2184,
კომენტარები: 13
კერიკი: "ეს თასი მუხტს მოგვცემს"
მაიკლ კერიკი მიმდინარე სეზონში უფრო მეტი წარმატების მიღწევას გეგმავს.
კერიკი:
მაიკლ კერიკი მოხარულია, რომ მისმა გუნდმა ლიგის თასი მოიგო და ამაში დიდი წვლილის შემტანი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შეაქო.

ხუთგოლიან თრილერში გამარჯვებულები "წითლები" დარჩნენ, როცა შვედმა ფორვარდმა 87-ე წუთზე მატჩის ბედის გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

მიუხედავად იმისა, რომ მაიკლი მიიჩნევს, მის გუნდს უკეთესად თამაში მართებდა და შეეძლო, ინგლისელი ლიგის თასის მოგებით კმაყოფილია და მას ევროპა ლიგისა თუ ინგლისის თასის მოგებისთვის დიდ მუხტად მიიჩნევს.

ნახევარმცველმა, რომელმაც შესვენებაზე ხუან მატა შეცვალა, განაცხადა: "მოგება კარგია, მართლაც კარგი, რადგან ჩვენი საუკეთესო მატჩი არ იყო. მათ შანსები ჰქონდათ, ჩვენც გვქონდა და საოცარი ფინალი იყო.

ვფიქრობ, ხანდახან ფინალები რთული გამოდის იმ მხრივ, რომ ორივე მეტოქე თავს არ ზოგავს გამარჯვებისთვის, მაგრამ ბევრი მომენტი იქმნება, ბევრი გოლი გადის. ორივე გუნდი ასე თამაშობდა და მოხარულები ვართ, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა.

ფინალებში მხოლოდ ამას აქვს მნიშვნელობა და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ამ ტიტულს დავეუფლეთ, იმედი მაქვს, სეზონის დარჩენილ ნაწილში დიდ მუხტს მოგვცემს."


"იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდირმა, იბრაჰიმოვიჩმა თავისი გოლების რაოდენობა მიმდინარე სეზონში 26-ს გაუტოლა და როცა კერიკს შვედის შთამბეჭდავი სადებიუტო სეზონის შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა: "ზლატანი საოცარია. ხალხი მის შესახებ ბევრ შეკითხვას სვამს, მაგრამ იმდენი მატჩის ჩატარება, რამდენიც მას აქვს, თანაც სასტარტო შემადგენლობაში, ერთგვარი მიღწევაა და ამასთან ერთად იგი გოლებსაც იტანს, მნიშვნელოვან გოლებს. დღეს გატანილი მისი მეორე გოლი ყველაზე დიდებულია და ამით მან ჩვენთვის თასი მოიგო."

იბრაჰიმოვიჩის გვიანდელმა გოლმა გუნდს "უემბლიზე" ჩატარებულ ბოლო ოთხ მატჩში მესამე ტიტული მოუპოვა ინგლისის თასისა და ქომუნითი შილდის ჩათვლის. კერიკს კი მიაჩნია, რომ ეს მიღწევა ფეხბურთელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"რთულია ახსნა, რამდენად მნიშვნელოვანია, მაგრამ ინგლისის თასი ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო შარშანდელი გუნდისთვის, რადგან გამარჯვების შეგრძნება დაეუფლათ, რაც ქომუნითი შილდის მატჩშიც აჩვენეს.

დღეს მორიგი დიდი გამარჯვება იყო. ეს ვიცოდით მატჩის დაწყებამდე და მართლაც ვგრძნობდით, ამიტომ ამ წარმატების მიღწევა დიდებულია. ახლა კი წინ უნდა გავიხედოთ."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: gela-manutd
27 თებერვალი 2017 15:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ეს ერთი და კიდე ბევრი
0
№2
ავტორი: gache1991
27 თებერვალი 2017 15:51
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ძალიან კარგი..ვითომ უმნიშვნელო თასია მაგრამ დარწმუნებული ვარ არცერთი გუნდი არ იტყოდა უარს..იმედია კარგად იმოქმედებს ეს თასი მომავალ თამაშებზე,შემდეგი მიზანი ოთხეულში შესვლაა დრეს ლუზერი 1000 პროცენტით მოუგებს ლესტერს..
0
№3
ავტორი: giorgisamnidze99
27 თებერვალი 2017 16:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ეხა მეორე თასის ჯერია FA დან გამოვაგდოთ უნდა ჩელსი და იქაც ახლოს ვიქნებით ფინალთან ჟოზე შენ ნამდვილი სერ ალექს ფერგუისონი ხარ
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
27 თებერვალი 2017 16:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მთავარია სეზონის ბოლოს მარტო ეს თასი არ შეგვრჩეს
0
№5
ავტორი: giorgisamnidze99
27 თებერვალი 2017 16:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ვბრუნდებით კრიტიკოსებო ვინც მანჩესტერის არ ეშინოდა უკვე მტკიცდება რო დაბრუნდა ძველი მანჩესტერი სადაც ჩავდივართ მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის ჩავდივართ
0
№6
ავტორი: nugo-nugo
27 თებერვალი 2017 16:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
ჟოზეს მანჩესტერს ეტყობა რომ ძველი იუნიატედი იღვიძებს,ამ სეზონში ჩემპიონობა 0 % ის ტოლია რათქმაუნდა მაგრამ ევროპა და ოთხეული გვინდა,და ამის დიდი იმედი მაქვს,ფა ცაფზეც არ ვიტყოდით უარს am GGMU
0
№7
ავტორი: Manstark_United
27 თებერვალი 2017 17:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ჩემი აზრით ასოციაციის თასი აუცილებელი არ არის.ამიტომ თუ საჭირო გახდება შეიძლება ასოციაციის თასი დათმოს გუნდმა.მთავარი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაა და ამისთვის ორი გზა გვაქვს.ევროპა ლიგის მოგება ან ოთხეულში შესვლა.ორივე უნდა შევძლოთ !!! რისკზე ვერ წავალთ !!! ასოციაციის თასიც თუ გამოვა ძალიან კარგი !!!
0
№8
ავტორი: ikeoni
27 თებერვალი 2017 17:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Dzalian mnishvenelovania xasiatis mxvriv da rac yvelaze mtavaria gamarjvebulis mentalitetii yalibdeba eseti tamshebis mogebit..❤️
0
№9
ავტორი: Bacho1995
27 თებერვალი 2017 17:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
მეგობრებო რამე მეშლება თუ დარჩენილი თასებიდან თეორიულად კიდევ 4 ტიტული მოგება შეგვიდზლია ?? ევროპა და მერე სუპერ თასი ხოლო ფა თასის მოგების შემდეგ ინგლისის სუპერ თასი
0
№10
ავტორი: stepno
27 თებერვალი 2017 19:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Mtavariaaa am mogebam kargad imokmedos chvenzeee. Es araferiaaa yvelaferi win ariis jer. Isetu gundi rogoric manchesteriaa chempiontaligis gareshee arunda darchees arasodes.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top