თბილისი:
მანჩესტერი:
27-02-2017, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2194,
კომენტარები: 13
კერიკი: "ეს თასი მუხტს მოგვცემს"
მაიკლ კერიკი მიმდინარე სეზონში უფრო მეტი წარმატების მიღწევას გეგმავს.
კერიკი:
მაიკლ კერიკი მოხარულია, რომ მისმა გუნდმა ლიგის თასი მოიგო და ამაში დიდი წვლილის შემტანი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შეაქო.

ხუთგოლიან თრილერში გამარჯვებულები "წითლები" დარჩნენ, როცა შვედმა ფორვარდმა 87-ე წუთზე მატჩის ბედის გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

მიუხედავად იმისა, რომ მაიკლი მიიჩნევს, მის გუნდს უკეთესად თამაში მართებდა და შეეძლო, ინგლისელი ლიგის თასის მოგებით კმაყოფილია და მას ევროპა ლიგისა თუ ინგლისის თასის მოგებისთვის დიდ მუხტად მიიჩნევს.

ნახევარმცველმა, რომელმაც შესვენებაზე ხუან მატა შეცვალა, განაცხადა: "მოგება კარგია, მართლაც კარგი, რადგან ჩვენი საუკეთესო მატჩი არ იყო. მათ შანსები ჰქონდათ, ჩვენც გვქონდა და საოცარი ფინალი იყო.

ვფიქრობ, ხანდახან ფინალები რთული გამოდის იმ მხრივ, რომ ორივე მეტოქე თავს არ ზოგავს გამარჯვებისთვის, მაგრამ ბევრი მომენტი იქმნება, ბევრი გოლი გადის. ორივე გუნდი ასე თამაშობდა და მოხარულები ვართ, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა.

ფინალებში მხოლოდ ამას აქვს მნიშვნელობა და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ამ ტიტულს დავეუფლეთ, იმედი მაქვს, სეზონის დარჩენილ ნაწილში დიდ მუხტს მოგვცემს."


"იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდირმა, იბრაჰიმოვიჩმა თავისი გოლების რაოდენობა მიმდინარე სეზონში 26-ს გაუტოლა და როცა კერიკს შვედის შთამბეჭდავი სადებიუტო სეზონის შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა: "ზლატანი საოცარია. ხალხი მის შესახებ ბევრ შეკითხვას სვამს, მაგრამ იმდენი მატჩის ჩატარება, რამდენიც მას აქვს, თანაც სასტარტო შემადგენლობაში, ერთგვარი მიღწევაა და ამასთან ერთად იგი გოლებსაც იტანს, მნიშვნელოვან გოლებს. დღეს გატანილი მისი მეორე გოლი ყველაზე დიდებულია და ამით მან ჩვენთვის თასი მოიგო."

იბრაჰიმოვიჩის გვიანდელმა გოლმა გუნდს "უემბლიზე" ჩატარებულ ბოლო ოთხ მატჩში მესამე ტიტული მოუპოვა ინგლისის თასისა და ქომუნითი შილდის ჩათვლის. კერიკს კი მიაჩნია, რომ ეს მიღწევა ფეხბურთელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"რთულია ახსნა, რამდენად მნიშვნელოვანია, მაგრამ ინგლისის თასი ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო შარშანდელი გუნდისთვის, რადგან გამარჯვების შეგრძნება დაეუფლათ, რაც ქომუნითი შილდის მატჩშიც აჩვენეს.

დღეს მორიგი დიდი გამარჯვება იყო. ეს ვიცოდით მატჩის დაწყებამდე და მართლაც ვგრძნობდით, ამიტომ ამ წარმატების მიღწევა დიდებულია. ახლა კი წინ უნდა გავიხედოთ."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: ROI
27 თებერვალი 2017 21:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
საგოლ კარგია წინ ევროპა ლიგისკენ love
0
№12
27 თებერვალი 2017 22:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
ეს თასი დარწმუნებული ვარ 100% რომ უკანასკნელი არ იყო ამ სეზონში.წინ იუნაითედ. am am am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.
№13
ავტორი: vanovano
28 თებერვალი 2017 13:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
კარგია ძალიან ეს თასი სხვა თუ არაფერი მარსო მაინც გავახარეთ wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top