თბილისი:
მანჩესტერი:
27-02-2017, 12:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2438,
კომენტარები: 13
იბრაჰიმოვიჩი: "ყველაფერი ისეა, როგორც ვიწინასწარმეტყველე"
ზლატანი აცხადებს, რომ იცოდა, რასაც "იუნაიტედში" მიაღწევდა.
იბრაჰიმოვიჩი:
ზლატან იბრაჰიმოვიჩი აცხადებს, რომ გაკვირვებული არ არის "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებულ პირველივე სეზონში მიღწეული წარმატებით, რადგანაც ყველაფერი წინასწარ იცოდა.

გასულ ზაფხულს "პარი-სენჟერმენიდან" "ოლდ ტრაფორდზე" გადასულმა თავდამსხმელმა "უემბლიზე" გამართულ ლიგის თასის ფინალში დუბლით გამოიჩინა თავი.

ამ დუბლმა მისი გოლების რაოდენობა მიმდინარე სეზონში 26-ს გაუტოლა, რაც იმას ნიშნავს, რომ იბრაჰიმოვიჩს მეტი გოლი აქვს გატანილი, ვიდრე პრემიერ ლიგაში მოასპარეზე ნებისმიერ ფეხბურთელს.

35 წლის ფეხბურთელს მატჩის შემდეგ ჰკითხეს, გაკვირვებულია თუ არა იმით, რომ მისი სადებიუტო სეზონი წარმატებით მიმდინარეობს.

"არა, არა. ეს ვიწინასწარმეტყველე. ყველაფერი, რასაც ვფიქრობდი, ხდება. ერთადერთი ისაა, რომ სხვები ვერ ხედავენ. აქ კი იმისთვის მოვედი, რომ მათაც ვაჩვენო რას ვხედავ მე და რას გავაკეთებ.

სწორედ ამისთვის მოვედი, გამარჯვებისთვის და ვიმარჯვებ. ასე უნდა გავაგრძელო, რადგან რაც მეტს ვიგებ, მით მეტად კმაყოფილი ვარ.

ასაკში შესვლასთან ერთად გამარჯვებას უფრო აფასებ, ყველაფერი მოგებასა და ტიტულებზე დამოკიდებული. ეს ჩემი 32-ე ტიტულია, სადაც კი წავედი, ყველაგან რაღაცას ვიგებდი",
- განაცხადა შვედმა.

2-0 დაწინაურების შემდეგ "საუთჰემპტონმა" მანოლო გაბიადინის გოლებით აღადგინა წონასწორობა, თუმცა 87-ე წუთზე იბრაჰიმოვიჩმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

"კარგი იყო, ძალიან კარგი. 2-2 გახადეს ანგარიში და ჩვენ დაღლილები ვჩანდით, მაგრამ მერე შანსი მივიღე და გავიტანე. ერერამ ფანტასტიკურად ჩააწოდა. ეს გუნდური თავდადებაა, არათუ ინდივიდუალური."


წყარო: skysports
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: tyeshela1
27 თებერვალი 2017 12:48
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ერერა მოკლედ სასწაულებს აკეთებდა ცენტრში, ყველა ბურთისთვის იბრძოდა და ორთაბრძოლებსაც თითქმის ყველას იგებდა. საგოლე პასიც კარგი გამოუვიდა. მარსიალსაც ძაან კარგი მატჩი ჰქონდა, თუმცა ბევრად მეტი რომ შეუძლია ყველამ იცის, და თუ მოუმატებს თამაშს ძირითადად ენტონიზე აეწყობა თამაში და შეიცვლელი ფიგურაც გახდება, მაგალითად როგორც რობენი ან რონალდუ ოღონდ მანჩესტერის დროინდელი რონალდუ
1
№2
ავტორი: jokero89
27 თებერვალი 2017 13:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
wink
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
27 თებერვალი 2017 13:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძაან მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდისთვის, იბრას წასვლის მერე ცენტრ ფორვარდის პრობემა იქნება გუნდში, მიუხედავად იმისა რო მარსიალი და რეშფორდი გვყავს
0
№4
ავტორი: nugo-nugo
27 თებერვალი 2017 13:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
ევროპა და ფა ქაფიც უნდა მოვიგოთ,პლიუს ოთხეულში უეჭ შევალთ. am
0
№5
ავტორი: ikeoni
27 თებერვალი 2017 14:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Ereras shroma centrshi da tavdadeba ravici imena magar samushaos asrulebs ❤️
0
№6
ავტორი: gela-manutd
27 თებერვალი 2017 15:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ბებერი ლომი
0
№7
ავტორი: gache1991
27 თებერვალი 2017 15:57
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ამის თამაშს რო ვუყურებ გული მწყდება აქამდე რატო არ მოვიყვანეთ და საერთოდ პსჟს მაგივრად აქ რო ყოფილიყო კაცმა არ იცის ფერგის მერე ერთ ტიტულს მინიმუმ მოვიგებდით სერიოზულს..
1
№8
ავტორი: giorgisamnidze99
27 თებერვალი 2017 16:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
იბრა მამააა ყველა ასპექტზე
0
№9
ავტორი: levionok
27 თებერვალი 2017 17:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ერერამ დუელი აშკარად მოიგო გუშინ და კიდევ გადააჭარბა სეზონიუს მეორე ნახევარს მაგრაD ატარებს ერერა ახლა პრემიერლიგას მივხედოთ სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ და შევიდეთ ოთხეულში
0
№10
ავტორი: stepno
27 თებერვალი 2017 19:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Ratqmaundaaa roca shen tamashob warmateba garantirebulia :-*
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top