თბილისი:
მანჩესტერი:
27-02-2017, 12:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2446,
კომენტარები: 13
იბრაჰიმოვიჩი: "ყველაფერი ისეა, როგორც ვიწინასწარმეტყველე"
ზლატანი აცხადებს, რომ იცოდა, რასაც "იუნაიტედში" მიაღწევდა.
იბრაჰიმოვიჩი:
ზლატან იბრაჰიმოვიჩი აცხადებს, რომ გაკვირვებული არ არის "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებულ პირველივე სეზონში მიღწეული წარმატებით, რადგანაც ყველაფერი წინასწარ იცოდა.

გასულ ზაფხულს "პარი-სენჟერმენიდან" "ოლდ ტრაფორდზე" გადასულმა თავდამსხმელმა "უემბლიზე" გამართულ ლიგის თასის ფინალში დუბლით გამოიჩინა თავი.

ამ დუბლმა მისი გოლების რაოდენობა მიმდინარე სეზონში 26-ს გაუტოლა, რაც იმას ნიშნავს, რომ იბრაჰიმოვიჩს მეტი გოლი აქვს გატანილი, ვიდრე პრემიერ ლიგაში მოასპარეზე ნებისმიერ ფეხბურთელს.

35 წლის ფეხბურთელს მატჩის შემდეგ ჰკითხეს, გაკვირვებულია თუ არა იმით, რომ მისი სადებიუტო სეზონი წარმატებით მიმდინარეობს.

"არა, არა. ეს ვიწინასწარმეტყველე. ყველაფერი, რასაც ვფიქრობდი, ხდება. ერთადერთი ისაა, რომ სხვები ვერ ხედავენ. აქ კი იმისთვის მოვედი, რომ მათაც ვაჩვენო რას ვხედავ მე და რას გავაკეთებ.

სწორედ ამისთვის მოვედი, გამარჯვებისთვის და ვიმარჯვებ. ასე უნდა გავაგრძელო, რადგან რაც მეტს ვიგებ, მით მეტად კმაყოფილი ვარ.

ასაკში შესვლასთან ერთად გამარჯვებას უფრო აფასებ, ყველაფერი მოგებასა და ტიტულებზე დამოკიდებული. ეს ჩემი 32-ე ტიტულია, სადაც კი წავედი, ყველაგან რაღაცას ვიგებდი",
- განაცხადა შვედმა.

2-0 დაწინაურების შემდეგ "საუთჰემპტონმა" მანოლო გაბიადინის გოლებით აღადგინა წონასწორობა, თუმცა 87-ე წუთზე იბრაჰიმოვიჩმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

"კარგი იყო, ძალიან კარგი. 2-2 გახადეს ანგარიში და ჩვენ დაღლილები ვჩანდით, მაგრამ მერე შანსი მივიღე და გავიტანე. ერერამ ფანტასტიკურად ჩააწოდა. ეს გუნდური თავდადებაა, არათუ ინდივიდუალური."


წყარო: skysports
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: buta
27 თებერვალი 2017 20:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
იბრა უბერებელია
0
№12
ავტორი: paulpogba
27 თებერვალი 2017 20:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
manutd
0
№13
ავტორი: ROI
27 თებერვალი 2017 21:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ევროპა ლიგაც დზმებო მიდიტ რაა:*
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top