თბილისი:
მანჩესტერი:
25-02-2017, 14:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2276,
კომენტარები: 11
მოურინიო: "ჩვენი ნაკლი ჯერ კიდევ არ გამოგვისწორებია"
"იუნაიტედის" მწვრთნელი ფიქრობს, რომ მის გუნდს კონკრეტულ ასპექტში პროგრესი არ აქვს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ მის გუნდს ჯერ კიდევ არ გამოსდის შექმნილი მომენტების სათანადოდ გამოყენება.

მიუხედავად იმისა, რომ "წითლები" მატჩების უმეტესობაში დომინირებენ და მომენტებს ქმნიან, პრემიერ ლიგის ტოპ-შვიდეულის გუნდებს შორის ყველაზე ნაკლები გოლი აქვთ გატანილი.

პორტუგალიელი სპეციალისტი თავისი შეგირდების რეალიზაციას უჩივის და აღიარებს, რომ მომენტების გამოყენება გუნდს გაცილებით უკეთ უნდა გამოსდიოდეს.

"არ მინდა ვთქვა, რომ ეს ბარიერი გადავლახეთ და ბევრი გოლი გაგვაქვს, რადგან ამჟამად ასე არ ხდება. ჯერ კიდევ უფრო მეტ მომენტს ვქმნით, ვიდრე გოლი გაგვაქვს.

უფრო ცივსისხლიანები უნდა ვიყოთ, როცა ფინალში და ფინალის შემდეგ რთულ სათასო მატჩებში გავალთ.

მაგრამ უკეთესად კი ნამდვილად გამოვიყურებით და თავდაჯერებულობის დონემაც იმატა, რადგან მატჩების მოგებითა და შედეგების მიღებით გამოწვეული ემოცია გვაქვს",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
25 თებერვალი 2017 14:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
აი ესე რო ფიქრობს უკვე მჯერა რომ დიდი მიზნისკენ მიიწევს და არ აკმაყოფილებს ეს სტაბილური თამაში, უფრო მეტი მომენტი უნდა გამოიყენოს ყველა ფეხბურთელმა და უფრო შემტევ გუნდად უნდა ჩამოყალიბდეს იუნაიტედი, მაშინ უკვე ყველასთვის ანგარიშ გასაწევი ძალა იქნება love am
0
№2
ავტორი: giorgisamnidze99
25 თებერვალი 2017 14:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ჟოზ ტი მასტერ
0
№3
ავტორი: Lady in red
25 თებერვალი 2017 14:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გამოსასწორებელი, პირველ რიგში მომენტების გამოყენება, მაგრამ ეს შედეგი რაც გვავქს გუნდს თავდაჯერებას მატებს და შედარებაც არ არის, თუ როგორ დაიწყეს და ახლა როგორ თამაშობენ, თან ეტყობათ შემართება და მონდომება, თუმცა კიდევ მეტია საჭირო და კიდევ მოვუმატებთ ამის ნამდვილად მჯერა. ხვალინდელი ფინალი მნიშვნელოვანია, უნდა მოიგონ აუცილებლად. თამაში არ იქნება იოლი, საუთჰემპტონი ყველაფერს გააკეთებს მოსაგებად, მაგრამ ჩვენ, ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ. ამ ფინალის მოგება კიდევ მეტი თავდაჯერება იქნება გუნდისთვის და ჩვენც გაგვახარებთ.
0
№4
ავტორი: ikeoni
25 თებერვალი 2017 15:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Asiani xar joze da imedia gamoswordeba es yvelaferi
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
25 თებერვალი 2017 15:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მომენტების რეალიზაციის პრობლემა უკვე დიდი ხანია აქვს გუნდს, ბოლო პერიოდში გამოსწორდა, თუმცა მაინც უჭირს გუნდს ამ ასპექტში, როგორც ჟოზემ აღნიშნა
0
№6
ავტორი: ROI
25 თებერვალი 2017 16:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
სულ ცოტა გვაკლია და ყველაფერი იდეალურად იქნება:*
0
№7
ავტორი: GeorgeBest
25 თებერვალი 2017 16:36
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მომენტები უკეთესად უნდა გამოვიყენოთ და ყველაერი იდეალურად იქნება, ცოტა უკეთესადაა მდგომარეობა მარა მაინც ბევრია ამ მხრივ დასახვეწი
0
№8
ავტორი: gela-manutd
25 თებერვალი 2017 17:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
წესით ზაფხულში მაგარი ტრანსფერები უნდა დაიდოს ამის მხრიდან
0
№9
ავტორი: Manstark_United
25 თებერვალი 2017 17:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ვეთანხმები !!! ისიცაა რომ მეკარეები თავს იგიჟებენ,მაგრამ რეალიზაციაში ცივსისხლიანები უნდა გახდნენ. ეს ნაკლი თუ გამოსწორდა მართლაც არა მარტო ინგლისის,არამედ ევროპის მასშტაბითაც ანგარიშგასაწევი ძალა დაუბრუნდება იუნაიტედს.
0
№10
ავტორი: stepno
25 თებერვალი 2017 21:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: ROI
სულ ცოტა გვაკლია და ყველაფერი იდეალურად იქნება:*

ძალიან ცოტაც არაა :))) შემდეგ სეზონში გრიზუუ საწაულად აუცილებელიააა ;)))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top