თბილისი:
მანჩესტერი:
25-02-2017, 14:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2280,
კომენტარები: 11
მოურინიო: "ჩვენი ნაკლი ჯერ კიდევ არ გამოგვისწორებია"
"იუნაიტედის" მწვრთნელი ფიქრობს, რომ მის გუნდს კონკრეტულ ასპექტში პროგრესი არ აქვს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ მის გუნდს ჯერ კიდევ არ გამოსდის შექმნილი მომენტების სათანადოდ გამოყენება.

მიუხედავად იმისა, რომ "წითლები" მატჩების უმეტესობაში დომინირებენ და მომენტებს ქმნიან, პრემიერ ლიგის ტოპ-შვიდეულის გუნდებს შორის ყველაზე ნაკლები გოლი აქვთ გატანილი.

პორტუგალიელი სპეციალისტი თავისი შეგირდების რეალიზაციას უჩივის და აღიარებს, რომ მომენტების გამოყენება გუნდს გაცილებით უკეთ უნდა გამოსდიოდეს.

"არ მინდა ვთქვა, რომ ეს ბარიერი გადავლახეთ და ბევრი გოლი გაგვაქვს, რადგან ამჟამად ასე არ ხდება. ჯერ კიდევ უფრო მეტ მომენტს ვქმნით, ვიდრე გოლი გაგვაქვს.

უფრო ცივსისხლიანები უნდა ვიყოთ, როცა ფინალში და ფინალის შემდეგ რთულ სათასო მატჩებში გავალთ.

მაგრამ უკეთესად კი ნამდვილად გამოვიყურებით და თავდაჯერებულობის დონემაც იმატა, რადგან მატჩების მოგებითა და შედეგების მიღებით გამოწვეული ემოცია გვაქვს",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: ROI
25 თებერვალი 2017 23:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ციტატა: stepno
ციტატა: ROI
სულ ცოტა გვაკლია და ყველაფერი იდეალურად იქნება:*

ძალიან ცოტაც არაა :))) შემდეგ სეზონში გრიზუუ საწაულად აუცილებელიააა ;)))

გრიზმანი კროოსი და როუზი მაგარი იქნებოდა ან კროოს ნაცვლად ვინმე კარგი ნახევარმცველი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top