თბილისი:
მანჩესტერი:
25-02-2017, 13:44
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2511,
კომენტარები: 12
მოურინიომ შემადგენლობის შერჩევაზე ისაუბრა
"იუნაიტედი" ფინალში ძლიერი შემადგენლობით გავა.
მოურინიომ შემადგენლობის შერჩევაზე ისაუბრა
ჟოზე მოურინიომ უეინ რუნის მიანიშნა, რომ ლიგის თასის ფინალში შემადგენლობის შერჩევისას სენტიმენტალიზმით არ იმოქმედებს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი მზად არის კვირას "უემბლიზე" "საუთჰემპტონთან" დაპირისპირებისთვის.

1 თებერვლის შემდეგ, როცა "ჰალ სიტისთან" მატჩი 0-0 დასრულდა, რუნის არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია.

31 წლის ფეხბურთელი, რომელიც გასულ თვეში "იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ვარჯიშებს კუნთოვანი ტრავმის მოშუშების შემდეგ მიმდინარე კვირაში დაუბრუნდა, თუმცა "სენტ-ეტიენთან" ოთხშაბათს მაინც არ უთამაშია.

ხუთშაბათს კი მან საჯაროდ დაადასტურა, რომ "იუნაიტედის" დატოვებას არ აპირებს და მინიმუმ სეზონის ბოლომდე დარჩება "ოლდ ტრაფორდზე". თუმცა გამორიცხული არ არის, რომ კაპიტანი თავის ბოლო სეზონს ატარებს "წითლების" რიგებში.

"საუთჰემპტონთან" მატჩის წინ მოურინიო მადლიერებას სულაც არ დაუფუძნებს შემადგენლობის შერჩევას: "მხოლოდ საუკეთესო 11 ფეხბურთელი გავა. ყველანი ერთად მოვიგებთ. მნიშვნელობა არ აქვს, ითამაშეს თუ არა, ბევრს თამაშობენ თუ ცოტას. მე საუკეთესო გუნდს გავიყვან".

სექტემბერში სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დაკარგვის შემდეგ რუნიმ "იუნაიტედის" ბოლო 15 მატჩიდან მხოლოდ 3 დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში.

მიმდინარე სეზონში "არსენალის", "ლივერპულისა" და "ტოტენჰემის" წინააღმდეგ მატჩები რუნიმ სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, პრემიერ ლიგის მატჩებში სასტარტო შემადგენლობაში მისი ბოლო გამოჩენა კი 7 დეკემბრით თარიღდება.

თუმცა ლიგის თასის ფინალში სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის იმედს ის აძლევს, რომ ჰენრიხ მხითარიანი ტრავმირებულია.

მოურინიოს შეუძლია სამი ნახევარმცველი გამოიყვანოს მაიკლ კერიკის, პოლ პოგბასა და ანდერ ერერას სახით, მაგრამ მიანიშნა, რომ რუნის შანსი აქვს.

"გადაწყვეტილება უნდა მივიღო. თქვენთვის ცნობილია, რომ ჩვეულებრივ ორი სხვადასხვა სისტემით ვთამაშობთ.

ხანდახან ორი ნახევარმცველით და ერთი "ათიანით" ვთამაშობთ, თუ ასე გირჩევნიათ წოდება. ხანდახან ნომერი ექვსითა და წინ წაწეული ორი ნახევარმცველით.

მხითარიანის გარეშე მყოფებს "ათიანით" თამაში თუ მოგვინდება, ნამდვილად უეინი გავა, რადგან ეს მისი პოზიციაა. ჩვენს რიგებში სწორედ ამ პოზიციაზე ჩაატარა ბევრი მატჩი. რუნი ჩემთვის ერთ-ერთი არჩევანია. ფინალი განსაკუთრებული მატჩია და რუნი ჩემთვის ერთ-ერთი არჩევანია."


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
25 თებერვალი 2017 13:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მინდა რაა ძირითადშიი მაგრაად უენიი
0
№2
ავტორი: Manstark_United
25 თებერვალი 2017 13:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
--------------------Zlatan---------------------
-Martial----------Rooney--------------Mata-
---------------Pogba--Carrick----------------
-Blind-------Smalling-Bailly--------Valencia-
------------------De Gea----------------------
ალბათ ეს შემადგენლობა გავა.კარგი იქნებოდა თუ ერერა დაისვენებდა.
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
25 თებერვალი 2017 14:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ძირითადში თუ არ იქნება კაპიტანი შეცვლაზე აუცილებლად შემოვა. ფინალია ბოლოსდაბოლოს და რუნის ყოფნა მინდორზე აუცილებელია!!! love
0
№4
ავტორი: LASHQARA
25 თებერვალი 2017 14:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ციტატა: Manstark_United
--------------------Zlatan---------------------
-Martial----------Rooney--------------Mata-
---------------Pogba--Carrick----------------
-Blind-------Smalling-Bailly--------Valencia-
------------------De Gea----------------------
ალბათ ეს შემადგენლობა გავა.კარგი იქნებოდა თუ ერერა დაისვენებდა.

მეც ამ შემადგენლობას ვფიქრობ ერთი ქერიქის მაგივრად შეიძლება ერერას დაყენება მაინც ტრამვა ქონდა ქერიქს და გვჭირდება ეგ კაცი პრემიერლიგისთვის love am
0
№5
ავტორი: ikeoni
25 თებერვალი 2017 15:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Ravicii mgonia ro mainc zamenaze iqneba
0
№6
25 თებერვალი 2017 15:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
ჩემი აზრით ზამენიდან შემოვა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.
№7
ავტორი: SANDROGRIGA
25 თებერვალი 2017 15:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჩემი აზრით პოგბას დააყენებს ათიანზე და უკან ერერა კერიკის დუეტს, თუმცა რუნის სასტარტოში დაყენებაც სავარაუდოა
0
№8
ავტორი: MU RED
25 თებერვალი 2017 15:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 76
ციტატა: LASHQARA
ციტატა: Manstark_United
--------------------Zlatan---------------------
-Martial----------Rooney--------------Mata-
---------------Pogba--Carrick----------------
-Blind-------Smalling-Bailly--------Valencia-
------------------De Gea----------------------
ალბათ ეს შემადგენლობა გავა.კარგი იქნებოდა თუ ერერა დაისვენებდა.

მეც ამ შემადგენლობას ვფიქრობ ერთი ქერიქის მაგივრად შეიძლება ერერას დაყენება მაინც ტრამვა ქონდა ქერიქს და გვჭირდება ეგ კაცი პრემიერლიგისთვის love am

ხო რა ერერა იქნებს ძირითადში და ეგაა
0
№9
ავტორი: GeorgeBest
25 თებერვალი 2017 16:36
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კერიკი საჭირო იქნება
0
№10
ავტორი: gela-manutd
25 თებერვალი 2017 17:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ამთას რო ავწევთ ეგ ვიცი მარა ბასტი მინდა ძირითადში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top