თბილისი:
მანჩესტერი:
25-02-2017, 13:44
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2516,
კომენტარები: 12
მოურინიომ შემადგენლობის შერჩევაზე ისაუბრა
"იუნაიტედი" ფინალში ძლიერი შემადგენლობით გავა.
მოურინიომ შემადგენლობის შერჩევაზე ისაუბრა
ჟოზე მოურინიომ უეინ რუნის მიანიშნა, რომ ლიგის თასის ფინალში შემადგენლობის შერჩევისას სენტიმენტალიზმით არ იმოქმედებს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი მზად არის კვირას "უემბლიზე" "საუთჰემპტონთან" დაპირისპირებისთვის.

1 თებერვლის შემდეგ, როცა "ჰალ სიტისთან" მატჩი 0-0 დასრულდა, რუნის არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია.

31 წლის ფეხბურთელი, რომელიც გასულ თვეში "იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ვარჯიშებს კუნთოვანი ტრავმის მოშუშების შემდეგ მიმდინარე კვირაში დაუბრუნდა, თუმცა "სენტ-ეტიენთან" ოთხშაბათს მაინც არ უთამაშია.

ხუთშაბათს კი მან საჯაროდ დაადასტურა, რომ "იუნაიტედის" დატოვებას არ აპირებს და მინიმუმ სეზონის ბოლომდე დარჩება "ოლდ ტრაფორდზე". თუმცა გამორიცხული არ არის, რომ კაპიტანი თავის ბოლო სეზონს ატარებს "წითლების" რიგებში.

"საუთჰემპტონთან" მატჩის წინ მოურინიო მადლიერებას სულაც არ დაუფუძნებს შემადგენლობის შერჩევას: "მხოლოდ საუკეთესო 11 ფეხბურთელი გავა. ყველანი ერთად მოვიგებთ. მნიშვნელობა არ აქვს, ითამაშეს თუ არა, ბევრს თამაშობენ თუ ცოტას. მე საუკეთესო გუნდს გავიყვან".

სექტემბერში სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დაკარგვის შემდეგ რუნიმ "იუნაიტედის" ბოლო 15 მატჩიდან მხოლოდ 3 დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში.

მიმდინარე სეზონში "არსენალის", "ლივერპულისა" და "ტოტენჰემის" წინააღმდეგ მატჩები რუნიმ სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, პრემიერ ლიგის მატჩებში სასტარტო შემადგენლობაში მისი ბოლო გამოჩენა კი 7 დეკემბრით თარიღდება.

თუმცა ლიგის თასის ფინალში სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის იმედს ის აძლევს, რომ ჰენრიხ მხითარიანი ტრავმირებულია.

მოურინიოს შეუძლია სამი ნახევარმცველი გამოიყვანოს მაიკლ კერიკის, პოლ პოგბასა და ანდერ ერერას სახით, მაგრამ მიანიშნა, რომ რუნის შანსი აქვს.

"გადაწყვეტილება უნდა მივიღო. თქვენთვის ცნობილია, რომ ჩვეულებრივ ორი სხვადასხვა სისტემით ვთამაშობთ.

ხანდახან ორი ნახევარმცველით და ერთი "ათიანით" ვთამაშობთ, თუ ასე გირჩევნიათ წოდება. ხანდახან ნომერი ექვსითა და წინ წაწეული ორი ნახევარმცველით.

მხითარიანის გარეშე მყოფებს "ათიანით" თამაში თუ მოგვინდება, ნამდვილად უეინი გავა, რადგან ეს მისი პოზიციაა. ჩვენს რიგებში სწორედ ამ პოზიციაზე ჩაატარა ბევრი მატჩი. რუნი ჩემთვის ერთ-ერთი არჩევანია. ფინალი განსაკუთრებული მატჩია და რუნი ჩემთვის ერთ-ერთი არჩევანია."


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: ROI
25 თებერვალი 2017 18:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
რუნი ყოველტვის საცჰიროააა:*
0
№12
ავტორი: michael owen
26 თებერვალი 2017 09:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
შვაინშტაიგერი ძირითადში მინდა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top