თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2017, 20:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3112,
კომენტარები: 13
მოურინიომ რანიერის მხარდასაჭერად ორიგინალურ ხერხს მიმართა
ჟოზე მოურინიომ კლაუდიო რანიერის მხარდასაჭერად პრესკონფერენცია გამოიყენა.
მოურინიომ რანიერის მხარდასაჭერად ორიგინალურ ხერხს მიმართა
ჟოზე მოურინიომ ორიგინალურად გამოუხატა მხარდაჭერა კლაუდიო რანიერის, რომელიც "ლესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან პრემიერ ლიგაში ჩემპიონობის მოპოვებიდან რამდენიმე თვეში დაითხოვეს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ადიდასის" მაისურით მივიდა, რომელზეც კლაუდიო რანიერის ინიციალები იყო ამოკვეთილი. ამ გზით მან კიდევ ერთხელ გამოუხატა მხარდაჭერა იტალიელს, რომელსაც მანამდე სოციალური ქსელის გამოყენებით მიმართა.

რანიერის გაძევებას ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური რეაქცია მოჰყვა, რამეთუ მის შემოქმედებას უდიდეს საფეხბურთო შოკს უკავშირებენ, რომელიც 2015/16 წლების სეზონის ჩემპიონობაში გამოიხატება.

მოურინიომ მსგავსი რამ 2015 წელს გამოსცადა, როცა "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჩემპიონის სტატუსის დაცვის პროცესში დაითხოვეს, თუმცა არ ფიქრობს, რომ მისი და რანიერის გამოცდილება ერთმანეთთან შედარების ღირსია: "ჩემ მაგივრად ჩემი მაისური მეტყველებს, რამეთუ მისი სახელია ჩემი პატარა მიძღვნა ადამიანისადმი, რომელმაც პრემიერ ლიგის ყველაზე ლამაზი ისტორია დაწერა. ადამიანი, რომელმაც დაიმსახურა, რომ "ლესტერის" სტადიონს "კლაუდიო რანიერი" უწოდონო, გაძევებულია.

ამიტომაც ვფიქრობ, რომ "ლესტერი" ზედიზედ ორი წლის განმავლობაში წერდა ისტორიას. პირველ წელს იმიტომ, რომ პრემიერ ლიგაში ყველაზე ლამაზი, მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი რამ გააკეთეს და ახლა იმიტომ, რომ საგაზეთო სათაურები დაიპყრეს გადაწყვეტილებით, რომელიც, ჩემი აზრით, ფეხბურთთან დაკავშირებულ ყველა ადამიანს შეეხო, რადგან ამასთან შეგუება ძალიან რთულია. თუმცა, ამავდროულად ადვილად გახვედრებს, როგორია თანამედროვე ფეხბურთი, ამას უნდა მივეჩვიოთ. შარშან, როცა ჩემპიონის რანგში გამაძევეს, ვფიქრობდი, რომ გიგანტურად ნეგატიური რამ მოხდა. ახლა კი ვხვდები, რომ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც კლაუდიოს თავს გადახდა.

ჩემი ინსტაგრამ-პოსტი მცირე მიძღვნა იყო, ჩემი მაისური მორიგია და ვფიქრობ, აღარ სჭირდება მეტი რამის მიძღვნა, რადგან ვერავინ წაშლის მის მიღწევას და ის ამბები, რასაც ვკითხულობ, მართალი თუა ან ოდნავი სიმართლე მაინც არის მათში, მაშინ რთულია იპოვო სიტყვები, რომლებიც დააკმაყოფილებენ მდგომარეობას. თუმცა, მწვრთნელები ამასთან გასამკლავებლადაც მზად უნდა ვიყოთ."


როცა ჰკითხეს, "ლესტერის" ფეხბურთელები არიან თუ არა დამნაშავენი, მოურინიომ განაგრძო: "კლაუდიოს ბრალია, რადგან შარშან ჩემპიონობის ნაცვლად მე-12 ადგილზე რომ გასულიყო, ახლა კვლავ იქნებოდა თავის თანამდებობაზე, რადგან "ლესტერ სიტი" კვლავ გადარჩენისთვის იბრძვის. ამიტომ მისი ბრალია, ის თავად იმკის წარმატების შედეგებს.

თავისი წარმატების საზღაურია და ალბათ, სეზონიც სხვების ეგოისტობით დაიწყო, ხალხი ახალ კონტრაქტებზე ფიქრობდა, წასვლაზე ფიქრობდა, უფრო მეტი ფული სურდათ, აღარ ახსოვთ, ვინ მიაღწევინა ამ დონეს. მაგრამ ეს მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება, ჩვენი სამყაროს მახასიათებელია. შესაძლოა, თქვენი სამყაროსიც, იცით. ზოგიერთი პრინციპი ქრება, ამიტომ მართლა ვწუხვარ ამის გამო, მაგრამ მეც გამოვიარე მსგავსი გამოცდილება, რომელიც, ვიმეორებ, არაფერია კლაუდიოს ვითარებასთან შედარებით. თუმცა, არსებობს რაღაც, რასაც ვერავინ იზამს, ის არის ლიდერი, ის არის ისტორია, ამიტომ არ იდარდო, კლაუდიო, ამას ვერავინ წაგართმევს."


ვიდეოები
13 კომენტარი
№1
ავტორი: zloi
24 თებერვალი 2017 20:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 42
უნამუსობა იყო მართლა, მინიმუმ სეზონის ბოლომდე მაინც უნდა ეცლიათ და ეცათ პატივი, ვეღარასოდეს ახლოსაც კი ვერ მივა ლესტერი იმ მიღწევასთან რასაც რანიერიმ მიაღწევინა , ღირსები არიან გავარდნენ საერთოდ

და საერთოდ იმიტომაა დღევანდელი ფეხბურთი ესეთ დღეში რო ფულიანი ინდოელები, ამერიკელები, არაბები და სხვა არასაფეხბურთო ხალხი რო წყვიტავენ ბევრ რამეს
0
№2
ავტორი: RojoDiablo
24 თებერვალი 2017 20:47
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ზოგად ვითარებაში მისაღები და აუცილებელია კია, როცა რეგრესი აქვს გუნდს - მითუმეტეს ასეთი - მწვრთნელის დათხოვნა და სადღაც გასაგებიც კია, რომ გაუშვეს რანიერი, მაგრამ ვერაფრით ვიცილებ უპატივცემულობის გრძნობას "ლესტერის" ხელმძღვანელობის მიმართ. ამასთან ერთად, ერთგვარი შურისძიების სურვილი მე გამიჩნდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: giorgi_mg
24 თებერვალი 2017 20:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ფერგის ახასიათებდა ხოლმე სხვა მწვრთნელების დაცვა და გაასწორა რომ ამანაც ასე საჯაროდ რომ დაუჭირა მხარი
0
№4
ავტორი: gela-manutd
24 თებერვალი 2017 21:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
არ იყო კლაუდია ამის ღირსი მითუმეტეს რაც გააკქთა იმის მერე
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
24 თებერვალი 2017 21:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ნამდვილად უსამართლობაა მწვრთნელმა რომელმაც გუშინ ისტორია დაწერა დრეს აღარაფერია მათთვის, მინიმუმ სეზონის ბოლომდე უნდა ეცლიათ
0
№6
ავტორი: ikeoni
24 თებერვალი 2017 21:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ესეთი უსამართლეობა მემგონი არც მომხდარა ფეხბურთში ნუ მე არ მახსოვს ყოველ შემთხვევაში:((( საღოლ ჟოზე love
0
№7
ავტორი: Phil Jones
24 თებერვალი 2017 21:49
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ერთ-ერთი საუკეთესო პრესკომფერენციაა ჟოზესგან!
0
№8
ავტორი: stepno
24 თებერვალი 2017 22:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ვერ წარმოვიდგენდი ამას
0
№9
ავტორი: gache1991
24 თებერვალი 2017 22:45
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
es aris krisa pexburtelebis krisuli saqcielis shedegi..is rrac gauketes mourinho ss koshta azari teri fabregasis kvartetma..igivea aqac.ukve bevrma gazetma daweres..
0
№10
ავტორი: dachi_mu
24 თებერვალი 2017 23:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
როცა კითხეს ფეხბურთელების ბრალი იყო თუ არა რანიერის გაგდება,იდეალური პასუხი გასცა რა love და თავისი გულის ნადებიც თქვა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top